საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის ცნობით, ვ. ი. პრისელკოვს, ი. ი. მალინინს, იოსებ ათანასეს ძე გორალევიჩსა და არტემ ივანეს ძე იოანისიანს ჩაუტარებიათ კვლევა ქალაქ თბილისში ყივანახველის გავრცელებისა და მკურნალობის შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის ცნობით, ს. ო. მრევლოვს ჩაუტარებია კვლევა ქართულ გრენადერთა პოლკში ტიფის შემთხვევების შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ ვასილის ძე სკოროვს, ე. ი. კრასნოგლიადოვსა და ვ. ი. პრისელკოვს ჩაუტარებიათ კვლევა, რომელიც ეხებოდა თბილისში დაავადებათა საერთო ხასიათს.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას პათოლოგიისა და თერაპიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, მ. დ. ალიაკრიტსკის – ქუნთრუშის შესახებ, ი. ი. მალინინს – ნათხემის ანთების შესახებ, მიხეილ ვასილის ძე სკოროვს – ქრონიკული ურემიის შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, გიორგი ყაითმაზოვი თბილისში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელი დაეჯახა მიხეილ შერმაზანოვს, რომელიც მძიმედ დაშავდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, მიხეილ შერმაზანოვი თბილისში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 მაისს თბილისში არტილერიის ქუჩაზე მდებარე ძმები სტეფანოვების მაღაზია გაძარცვეს, გაიტანეს ავეჯი და 150 მანეთი. საქმეს პოლიციის 1-ელ განყოფილებაში იძიებდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავის წმ. ნინოს სასწავლებელს ფინანსურად ძალიან უჭირდა და მისი მფარველობა გადაწყვიტა დონდუკოვ-კორსაკოვისამ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა დივერტისმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, ანდრონიკოვისა, ვაჟა ფშაველა, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე) და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა სამმოქმედებად დრამა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის (მოჩხუბარიძის) თხზულება „არსენა“, საიდანაც ნინოს როლს ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალოვისა შეასრულებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დაიბეჭდა და გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა „მეთოდური სახელმძღვანელო სამშობლო ენის შესასწავლად“, რომლის ღირებულება 20 კაპიკი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლადგადმოკეთებული რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომლის ფასიც შეადგენდა 3 მანეთსა და 60 კაპიკს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გამოიცა და ახლად დაიბეჭდა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ შედგენილი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“. წიგნის შინაარსი სამი წინასიტყვაობისაგან შედგებოდა: 1. განხილვა ძველი ქართული ქრონოლოგიისა; 2. ცნობა ვახუშტიზე და მის ქარტიებზე; 3. ქართული ისტორიული წყაროებისა და „ქართლის ცხოვრების“ მნიშვნელობაზე. ასევე, თავმოყრილი იყო ცნობები საქართველოს ძველ წესდებებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ძველი ისტორიიდან საქართველოს სამეფო-სამთავროებად დანაწილების პერიოდამდე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის ცენტრალურ წიგნის მაღაზიაში და ქუთაისში – ვ. ჭილაძესთან იყიდებოდა. წიგნის ფასი სამი მანეთი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მწყემსის“ ინფორმაციით თბილისის სასწავლებელს ღარიბი შეგირდების დასახმარებლად იმერეთის ეპისკოპოსმა შესწირა 120, ეგზარქოსმა პალადიმ კი – 500 მანეთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 იანვარს ტელეგრაფისტი ალექსანდრე ბელანოვსკი იოსებ ჭითავამ ხმლით თავში დაჭრა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კავკასიის მთავარმართებლის ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის სასახლეში გაიმართა მხატვართა გამოფენა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის თავად-აზნაურთა სკოლის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომლის დასრულების შემდეგ სკოლის კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ანა ალექსანდრეს ასულ ამილახვარსა და ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიტიკოს-ეკონომისტი და პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტის პროფესორი პ. კარიშევი კავკასიაში ჩამოსვლას გეგმავდა, რათა გამოეკვლია ადგილობრივი „ხიზნების საქმე“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში არტემ თავდიდიშვილმა, დავით დურგლიშვილმა და ნიკოლოზ ოჰანეზოვმა გაქურდეს ორი დუქანი და ერთი სადგომი, რომელიც ეკუთვნოდა ანნა აფრიკოვსა და კიდევ ორ მოქალაქეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ლაღიაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი მოკლა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში მცხოვრებ სომხებს სვიმონ ოჰანეზოვსა და ავეტიქ ავეტისოვს ბრალად ედებოდათ ვართან ნაზარბეგოვის გაქურდვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის ოლქის სასამართლო განიხილავდა ალექსანდრე ხოსროევის საქმეს, რომელსაც სახლის განზრახ დაწვა ბრალდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოების წევრთა კრება 6 თებერვალს გაიმართებოდა. კრებაზე მიწების იჯარით აღების თაობაზე მოხსენებას ერმოლოვი გააკეთებდა.