რეგისტრირებული ფაქტები19042
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9/16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკას მცხოვრებთა თხოვნა ქართული სკოლის დასაარსებლად დახმარების შესახებ. მათ 500 მანეთამდე უკვე შეგროვებული ჰქონდათ. გამგეობამ გადაწყვიტა, ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის შენობის დასრულების შემდეგ მათ 200 მანეთით დახმარებოდა და 200 მანეთის წიგნები გაეგზავნა. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიის მომართვა: დამფუძნებელი კრების ბიბლიოთეკის გამგეობა დაინტერესებული ყოფილა მეცნიერული წიგნების სამართლიანი განაწილებით საქართველოს სხვადასხვა მეცნიერულ დაწესებულებებში. ბიბლიოთეკის გამგეობა ითხოვდა აკადემიკოს ბროსეს თხზულებების ყველა ეგზემპლარის ფრანგულ ენაზე გადაცემას ფასით. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1930
ტიპი: ავტორობა
1930-33 წლებში ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნის დიდი გამოფენის სამზადისისას ქრისტინე შარაშიძესა და მის თანამშრომლებს საშუალება მიეცათ, თვალი გადაევლოთ ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიისთვის და დაედგინათ მანამდე უცნობი ფაქტები და ქართული წიგნის ბეჭდვის განვითარების გზები 1629 წლიდან მოყოლებული.
1922
ტიპი: ავტორობა
1933 წელს ქრისტინე შარაშიძემ სტალინს მისწერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის, საქართველოს განსახკომის საბიბლიოთეკო სექტორის, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისა და საქართველოს ცაკის თავმჯდომარის სახლში შეტანილი იყო განცხადება ქართული წიგნების ძველი ფონდების საგანგებო წესებით შემოწმების და დაცვის საჭიროებისათვის, მაგრამ არ განხორცეილდა.
ტიპი: ავტორობა
ქრისტინე შარაშიძემ სტალინს მისწერა, რომ საჭირო იყო „წერა–კითხვის წიგნთსაცავისა“ და საისტორიო–საეთნოგრაფიო ბიბლიოგრაფიის წიგნადი ფონდების შევსება გატანილი წიგნების დაბრუნებით, ფონდების შემოწმება ელენე კარიჭაშვილისა და იროდიონ სონღულაშვილის მონაწილეობით და ასევე საგანგებოდ შერჩეულ კომისიისგან ამ ფონდების დაცვისა და გამოყენების საკითხის მოგვარება.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოდანახეს სკოლის მასწავლებელ ერასტი როდონაიას უწყება, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის ერობა საზოგადოების სკოლის თავის გამგეობაში მიღებას დათანხმდა და ამისთვის პასუხის დეპეშით დაბრუნება ითხოვა. სკოლაში 45 მოსწავლე იყო: I განყოფილებაში – 20, II-ში – 10 და III-ში – 15. გამგეობა წინადადებას დაეთანხმა.