რეგისტრირებული ფაქტები19697
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N27 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს საფრანგეთის რევოლუციების დროს ქალთა მიმართ მოპყრობის საკითხს. ის ახსენებს „სოციალიზმის ისტორიის" ავტორ ჟ. ჟორესს, რომელიც აღწერს რევოლუციის გმირებს. მას მაგალითად მოჰყავს სავოიის პრინცესა მარია ლუიზა ლამბალის (მეფის სასახლის ჰობერ გოფმეისტერი) დაკითხვის პროცესი, რომელიც შემდეგ სცემეს და სიკვდილით დასაჯეს შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N27 გამოქვეყნდა ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის აღმასრულებელი ბიუროს პუბლიკაცია „ქალები ნაფიც მსაჯულთა კრებიდან გამორიცხეს“, სადაც ბიურო უერთდება რუსეთის ქალთა სწორუფლიანობის ლიგის და საერთო კავკასიის ქალთა საზოგადოების პროტესტს ნაფიც ვექილთა საკრებულოდან ქალთა გარიცხვის თაობაზე რევოლუციური მთავრობის მმართველობისას და არა ნიკოლოზ II-ისა და მილიუკოვისა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განიხილა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ნოე ჩხიკვაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, შიო არაგვისპირელის, ივანე გომართელის, აკაკი პაპავასა და კონსტანტინე გამსახურდიას ლექსები და წერილები.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 12 ოქტომბერს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა, რომ 1880 წელს საფრანგეთში დაამტკიცეს კანონი ქალთა სამი ტიპის სკოლის დასაარსებლად: პირველდაწყებითი სკოლა, საშუალო სკოლა (ქალთა კოლეჯი) და სამასწავლებლო სემინარია, ამასთანავე მათ გაუღეს უნივერსიტეტის კარიც. თუმცა ფრანგულ უნივერსიტეტში ომის დაწყებამდე უფრო მეტი უცხოელი ქალი მსმენელი იყო, ვიდრე ადგილობრივი, რადგან მიუხედავად ოთხი რევოლუციისა, ძველი ტრადიციები ქალის მიმართ არ შეიცვალა, რასაც საფრანგეთის არეულობებმაც ხელი შეუწყო.

