საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N26 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავდა ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას. ის ახსენებდა ბ. შომეტს, რომლის „ქათინაურებმა ვერ დააცხრეს მებრძოლი გულისცემა მისი თანამედროვე ქალებისა“, ასევე ფრანგ ფილოსოფოსს შატობრიანს, რომელიც მფარველად გამოუჩნდა ქალებს. ქალებმა დააარსეს თავიანთი კლუბები, ჟურნალ-გაზეთები, დაიწყეს პეტიციების გაგზავნა მეფესთან და კონვენტთან. კონვენტმა შეიმუშავა კოდექსი, რომელიც თანასწორ პირობებში აყენებდა ქალს და მამაკაცს, მაგრამ რევოლუციის უკუშედეგებმა და ნაპოლეონის ეპოქამ გარკვეულწილად ხელი შეუშალა თანასწორობის განვითარებას. დე სტალს აღწერილი ჰქონდა ნაპოლეონის მტრული განწყობილება განათლებული და ნიჭიერი ქალების მიმართ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 26 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „12 ოქტომბერი“, რომელშიც ავტორი ლაპარაკობს ქალთა მოძრაობაზე, ქალების ჩართულობაზე და ამბობს, რომ პოეტი და ბელეტრისტი ქალებისგან არ მიუღია კალმით დახმარება, გარდა საფო მგელაძისა და მარიამ გარიყულისა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის მიმართვა ევროპის სოციალისტური დელეგაციისადმი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ ბათუმიდან მიიღო დამფუძნებელი კრების წევრის ჰაიდარ აბაშიძის დეპეშა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამუსულმანო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ულოცავდნენ სამშობლოსთან შეერთებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა შალვა კარმელის ლექსი „ტრაპიზონი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ ელენე დარიანის ავტორობით გამოქვეყნდა ლექსი „ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ ვალერიან გაფრინდაშვილმა გამოაქვეყნა ლექსი „პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ გრიგოლ რობაქიძემ გამოაქვეყნა წერილი ნოე ჟორდანიას შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა ნიკოლოზ მიწიშვილის „აპოკალიფსური ბალადა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის ლექსი „მღვდელი და მალიარია კუბოში".

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, 1829-1831 წლებში პეტრე ჩაადევმა დაწერა „ფილოსოფიური წერილები“ (ფრანგულ ენაზე).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „გლოვა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა პაოლო იაშვილის „პოემა ჩემი რამოდენიმეთ გადარევისა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში ვალერიან გაფრინდაშვილმა ვარამ გაგელის ფსევდონიმით გამოაქვეყნა პუბლიცისტური წერილი „ქართული პრესა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის სტატია „მანიфესტი აზიას.“

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ბრიგადის შემხვევ-სამკურნალო რაზმის ექიმის სოლო ასლანიშვილის განცხადება ჯარისკაცთა მშობლებს აცნობებდა, რომ 1-ელ ივლისს აჭარლებთან შეტაკების დროს დაჭრილი მე-4 ქვეითთა ათასეულის ჯარისკაცები და ახალციხის რაიონის გვარდიელები, რომლებიც სოფ. ადიგენის ლაზარეთში მოათავსეს, კარგად იყვნენ და შინ დაბრუნდებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ნიკოლოზ მიწიშვილის წერილი „ირრედენტისთვის“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ტიციან ტაბიძებ ბათუმში გამომავალ გაზეთ „მთლიან საქართველოში“ გამოაქვეყნა წერილი – „ირრედენტა“, რომლითაც გააკრიტიკა ოსმალეთის ნაციონალისტები და მათი მეთაური, ქემალ ფაშა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ალექსანდრე არსენიშვილის წერილი „ოქროს ტრიტემა“ გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძისა და ვალერიან გაფრინდაშვილის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის კრიტიკული წერილი „საქანელა და სახჩობელა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა პაოლო იაშვილის სტატია „ჩვენი სეზონი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია ვარლამ ზენათელის წერილი გაგრის ოლქის ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა მდგომარეობის შესახებ.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 10 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანაიში გაიოზ მაღლაკელიძეს ლიპარელების შესახებ მისწერა, რომ რუსეთ-იტალიის სამგზავრო ხელშეკრულების თანახმად, რუსებს შეეძლოთ, დაესახელებინათ „სამხედრო დამნაშავე“ და იტალიელები მათ ისევე გადასცემდნენ, როგორც ინგლისელებმა გადასცეს საბჭოებს კავკასიელები და კაზაკები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 იუწყებოდა, რომ ყარაჩაელებმა დაწესებულ ვადაში ვერ შეძლეს მოლაშქრეთა 2 ბატალიონის მობილიზება, ამის გამო „დობროარმიის“ ოფიცერთა სადამსჯელო ექსპედიციამ შემდეგი სახის კონტრიბუცია დაუწესა მათ: 3000 ცხენ-უნაგირი, 1000 მსხვილფეხა საქონელი და 15 000 000 კერენკების ან ნიკოლოზისეული („ნიკოლაევსკი“) ფულის სახით. ყარაჩაელები იძულებული შეიქნენ თავიანთი საქონელი ქედს გადაღმა, მიყრუებულ ადგილებში გადაერეკათ და თავადაც გადახვეწილიყვნენ, რათა გადარჩენოდნენ საბოლოო გაპარტახებასა და სამხედრო სამსახურს.

1919

ტიპი: ავტორობა

ვ. ლავროვიჩის კორესპონდენციის თანახმად, ზეგანზე მცხოვრები მოსახლეობა (გროზნოს, ვედენოსა და ხასავ-იურთის ოლქები) დამორჩილდა „დობროარმიის" სასტიკ ძალას, მაგრამ დენიკინის მიერ ჩეჩნეთის მმართველად დადგენილი ერისხან ალიევის ხელისუფლებისთვის მთიელ ჩეჩენთა აულები ჯერ ისევ აუღებელ ციხესიმაგრედ რჩებოდა .