რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინდა რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ოპერეტა „ბიძიასთან გამოხუმრება“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ბარბარე ავალოვი, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ლეონიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ცაგარელი და სხვანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გამგეობამ თანამშრომლებისათვის ჩამოაყალიბა შემნახველ-დამზოგველთა ამხანაგობა, რომლის სალაროში ირიცხებოდა გარკვეული თანხა თანამშრომლებისათვის. ამხანაგობის თავმჯდომარე იყო ი. ტიგრანოვი, წევრები – ნ. ნაზაროვი და ს. კორინთელი, მოლარედ მუშაობდა პ. ვოსკრესენსკი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 300 მანეთი მოპარეს სურამში მყოფ ადვოკატ ვასილჩენკოს.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ახალციხეში არსებული დედათა სასწავლებლის დასახმარებლად ანა მუსხელიშვილმა და მაზრის უფროსმა ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილმა სასწავლებლის სასარგებლოდ 1888 წლის 24 იანვარს წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმა“, რომელიც რუსი საზოგადოებისთვის ანნა მუსხელიშვილმა თარგმნა. წარმოდგენიდან სასწავლებლის სასარგებლოდ 11 თუმანი შეგროვდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ნებართვით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას გაუხსნია ქიმიური ლაბორატორია.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა ახლად გახსნილი ქიმიური ლაბორატორიის ხარჯებისა და ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვეს შესანახად ყოველწლიურად გამოყო 2500 მანეთი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს თბილისის ასტრონომიული ობსრევატორიის დირექტორმა არნოლდ თევდორეს ძე მორიცმა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას უსასყიდლოდ დაუთმო წალკის რაიონის გერმანულ კოლონიაში მდებარე ობსერვატორიის ერთი სათავსი, სადაც უნდა განთავსებულიყო საზოგადოების მიერ ახლადგახსნილი ქიმიური ლაბორატორია.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვოლს, რომელსაც კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოაგადოებასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე თბილისში გაუხსნია მიწათმოქმედების იარაღების დეპო, ბოლომდე არ შეუსრულებია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები და საზღვარგარეთ გამგზავრებულა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სახელმწიფო მრჩეველი დიმიტრი ილიას ძე კოვალენსკი ცხოვრობდა ჭავჭავაძისა და კომენდანტის ქუჩების კუთხეში, შაჰმურადოვის სახლში.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების კანცელარია განთავსებული იყო განყოფილების უფროსის, დიმიტრი ილიას ძე კოვალენსკის ბინაზე.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მიერ გამოცემული „Записки Отдела“-ს შეძენა შესაძლებელი იყო დიმიტრი ილიას ძე კოვალენსკისთან და ბერენშტამის წიგნის მაღაზიაში.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ იერონიმე ივანეს ძე სტებნიცკის ზედამხედველობის ქვეშ შეადგინა კავკასიის რუკა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლი 16 აპრილს რუსეთის დიდი მთავრის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვის ინიციატივით გაიხსნა რუსეთის ცხოველთა და მცენარეთა აკლიმატიზაციის საზოგადოების კავკასიის განყოფილება.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ცხოველთა და მცენარეთა აკლიმატიზაციის საზოგადოების კავკასიის განყოფილება ყოველთვიურად იღებდა 1200 მანეთს თანხებიდან, რომელთაც კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი განკარგავდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულებით დამტკიცებულ იქნა თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების წესდება.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს გამოცემული კავკასიის რუკის შეძენა შეიძლებოდა თბილისში, საოლქო შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიულ განყოფილებაში, არქივარიუს ილიუშენკოსთან.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ „ქართული დრამატული საზოგადოების“ დასის მიერ გაიმართებოდა სპექტაკლი „გემრიელი ლუკმა“ კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვალს ჯარისკაცმა ეგნატე მელიანოვმა გატეხა გლეხ გაბრიელ ვიშნიაკოვის მაღაზია, საიდანაც მოიპარა 10 მანეთის ტანსაცმელი. პოლიციამ ბრალდებული დააკავა და ტანსაცმელიც უკან დაუბრუნეს პატრონს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში გაქურდეს ავაქ ხანდამიროვის, სერგო ავაქოვის, ბუღდან ტერ-სარქისოვის, იაკობ ლოვანოვის, ნიკოლოზ დოვლატოვის, მარკ რაბინოვიჩის, ივანე დონდუროვის, ევგრაფ ივანოვისა და მოსე ცეიტლინის მაღაზიები.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისთვის საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის წარუდგენია ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მიერ გამოცემული 732 ბროშურა უფასოდ იქნა დარიგებული.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ტაძარში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ეგზარქოსმა პალადიმ წირვა აღავლინა, იგალობეს როგორც რუსულად, ასევე ქართულ ენაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული სათეატრო კომიტეტის გადაწყვეტილებით უნდა წარმოედგინათ შექსპირის ტრაგედია „ოტელო“, რომელიც ინგლისურიდან ივანე მაჩაბელმა თარგმნა. სპექტაკლში მთავარ როლს კოტე მესხი შეასრულებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებს შეხვდა ეგზარქოსი პალადი. მან მოინახულა სასწავლებლის სასადილო ოთახი, წიგნ-საკაზმავი ოთახი და ბიბლიოთეკა. ეგზარქოსმა წიგნების შესაძენად სასწავლებლის ბიბლიოთეკას გარკვეული თანხა შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა თელავში, ალექსანდრე მერაბოვის მაღაზიაში.

