საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18591

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 სექტემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, იბეჭდებოდა და მალე გამოვიდოდა იოსებ გრიშაშვილის წიგნი „საიათნოვა და ძველი ტფილისი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ისტორიკოსი და პუბლიცისტი სიმონ ქვარიანი ახალი წიგნის „თავისუფალი საქართველოს“ წერას შეუდგა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, ქართულმა საყმაწვილო გამომცემლობამ „სურათები-ზღაპრები“ დავით დარისპანის ძე დონდუას და სიმონ ჯაფარიძის საყმაწვილო წიგნაკი „ყვავი, ბუ და მელაკუდა“ გამოსცა. წიგნი 5 მანეთი ღირდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შიო არაგვისპირელის I, II, III წიგნი, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“ და ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ მეჯღანუაშვილი“ გამოსცა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, განათლების სამინისტრომ პედაგოგებს მამულაშვილს და მილლერს თბილისში მოსამზადებელი კურსების ქართულ ენაზე გახსნის უფლება მისცა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის დეკემბერში ქართულმა საოპერო სტუდიამ სახალხო თეატრში დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დადგა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ნოე ჟორდანიას მოხსენებაში მიმოხილული იყო ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, დამოკიდებულება მეზობელ ერებთან, სასამართლო და ეკონომიკური მდგომარეობა.

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო თეატრში დადიგა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს რწმუნებულის, ინჟინერ იოსებ ყიფშიძის მოხსენების თანახმად, ოქრო-ვერცხლის ნივთებსა და სასწორების ჭედვაზე გადასახადი გაიზარდა.

1919

ტიპი: ავტორობა

სამხედრო მინისტრის განკარგულებით ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების მთელი შემადგენლობა თანამდებობიდან გადააყენეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის დეკემბერში მილიციის უფროსმა ვლადიმერ სულაქველიძემ მადლობა გამოუცხადა მეშვიდე უბნის კომისარ გელიას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ივანე მიხეილის ძე გომელაურის „ქართველი მწერლების“ პირველი ნაწილის გამოცემას აპირებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის დეკემბერში პირველად დაიდგა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ საოპერო თეატრის რეპერტუარიდან მოიხსნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის წერილი, რომელიც ითხოვდა, რომ გადასახლებულები ბათუმში არ გაეგზავნათ, რადგან იქ პურის ნაკლებობა იყო. ქალაქის საბჭო ამ საკითხის განხილვას დაჰპირდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრ ნოე გიორგის ძე ხომერიკის განკარგულებით თბილისის საბაღოსნო სკოლების შენობა და მიწა თბილისის კულტურულ-ტექნოლოგიური სასწავლებლის გამგებლობაში გადავიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ალექსანდრე ახმეტელის რეჟისორობით მიმდინარეობდა რეპეტიციები დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დადგმისთვის.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იტალიის სამხედრო მისიის ხელმძღვანელმა ამიერკავკასიაში პოლკოვნიკმა მელქიორე გაბბამ საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს 27 ნოემბერს გამართული სადილისთვის მადლობის წერილი მისწერა. აღნიშნვდა, რომ მისთვის სასიხარულო იყო ამიერკავკასიის ერთა მომავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულების დადება, რის შესახებაც იტალიის მთავრობას აცნობებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველი კონგრესის წევრები ნიკო ნიკოლაძის თავმჯდომარეობით დეპეშით მიესალმნენ საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას და სრული გამარჯვება უსურვეს სამეურნეო აღმშენებლობაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამშობლოს წინაშე გამოჩენილი გმირობისათვის სამხედრო მინისტრმა ნოე რამიშვილმა N275 ბრძანებით მადლობა გამოუცხადა მე-8 ასეულის უფროს ლეიტენანტ გამყრელიძეს და ჯარისკაცებს .

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დენიკინის ბრძანებით, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა რუსეთის სავაჭრო გემებს ქართველების მიერ დაპყრობილი სანაპიროს ნავსადგურებში (საუბარია ბათუმზე) შესვლა აეკრძალათ. შავი ზღვის ფლოტის სარდალმა გასცა განკარგულება რუსეთის სავაჭრო გემების შემოწმების შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სასამართლო პალატის წევრმა მიხეილ ორჯონიკიძემ იუსტიციის მინისტრს 24 ნოემბერს ხაშურში 5 მილიციელის პასუხისგებაში მიცემის ამბავს შეატყობინა. მათ ბრალად ყაჩაღებისთვის იარაღის გაცვლა ედებოდათ. ორ მათგანს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა, ორს – 15 წლით პატიმრობა, ერთს კი – კატორღა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, კონსულმა პეტრე ჩინიჯიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს ბათუმში საქართველოს ეროვნული დროშით გემის „თბილისი“ შესვლა აცნობა. ქართული საზოგადოება გემს დიდი ენთუზიაზმით შეხვედრია და ოვაციები გაუმართავს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა და გასაყიდად გამოსცა სეით იაშვილის „მოკლე სახელმძღვანელო საზოგადო გეოგრაფიისა: აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია“, ფასი – 27 მანეთი; ეგნატე ხრამელაშვილის „არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვთა მაგალითების კრებულის“ 1-ელი და მე-2 ნაწილი, ფასი – 17 მანეთი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რედაქციამ საქართველოს საისტორიო და ეთნოგრაფიული საზოგადოების მიერ გამოცემული აკაკის წერეთლის ისტორიული დრამა „პატარა კახი“ მიიღო. წიგნი პატარა ფორმატის იყო და 12 მანეთი ღირდა.