რეგისტრირებული ფაქტები19036
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები – ნოე რამიშვილი, გიორგი ჟურული, ივანე ლორთქიფანიძე, ნოე ხომერიკი, მოადგილეები – გერასიმე მახარაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, გიორგი ერაძე, ალექსანდრე მდივანი, გრიგოლ გველესიანი, გ. აბხაზი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, საქმეთა მმართველი სერგო ჯაფარიძე და მდივანი ვ. კანდელაკი. სხდომის ჟურნალის პირი, რომელსაც ხელს საქმეთა მმართველის მაგივრად გრიგოლ რობაქიძე აწერდა გაეგზავნა გზათა მინისტრს.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ რუსეთში არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით დამთავრებულიყო. ამ მიზნით ისინი „წმენდდნენ“ ორგანიზაციებს, არასასურველ პირებს აპატიმრებდნენ, სოფლის მცხოვრებთა დასაშინებლად ცენტრიდან აგიტატორებს გზავნიდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის გასხვისების ზოლის, ქ. ფოთის, ფოთის პორტისა და მისი რაიონების გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-მაიორ კარალოვის 1918 წლის 17 დეკემბრის ბრძანების თანახმად და მისი დავალებით, მოვალეობების ცოდნის შესამოწმებლად ტელეფონით გამოკითხეს თბილისის სადგურის უფროსი ბარკალაია: რომელ საათზე გადიოდა სამხედრო მატარებელი სანაინის საგურიდან. მან უპასუხა, რომ ეს სამხედრო საიდუმლოება იყო და ტელეფონით ვერ აცნობებდა. ეს ამტკიცებდა, რომ იგი თავის ვალს კეთილსინდისიერად იხდიდა, ამიტომ სამსახურის სახელით მადლობა გამოუცხადეს. ხელს აწერდა გენერალ გუბერნატორის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ივკოვიც.
1919
ტიპი: ავტორობა
გზათა მინისტრის 1919 წლის 18 თებერვლის ბრძანებით – იმის გამო, რომ ფოსტას სათანადო მიმართულებას არ აძლევდნენ და დიდი ხნით ფერხდებოდა, კანცელარიას ბარდებოდა წერილები და საბუთები, რომლებიც მისთვის უნდა გაეცნოთ, ამის გაგრძელება დაუშვებლად მიაჩნდა – ხელმძღვანელ პირებს მის მიერ შეთავაზებული წესებით ხელმძღვანელობა დაევალათ. ბრძანებას ხელს გზათა მინისტრის მოადგილე ისიოდრე მალანია აწერდა.
1939
ტიპი: ავტორობა
1939 წლის 23 იანვრიდან 19 მარტამდე წიგნის პალატის დირექტორის, ლ. ჯიბლაძის ბრძანებით, ქრისტინე შარაშიძე მივლინებით უნდა წასულიყო მოსკოვსა და ლენინგრადში, რათა ქართული წიგნის შეერთებული კატალოგის პირველი ტომის აღწერილობა შეედარებინა ლენინგრადის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის სახლმწიფო საჯარო და სააზიო მუზეუმის ბიბილოთეკების ქართულ წიგნების ფონდებთან და მოსკოვის ლენინის სახელობის საკავშირო ბიბლიოთეკის ქართული წიგნის ფონდთან.
1939
ტიპი: ავტორობა
წიგნის პალატის დირექტორის ლ. ჯიბლაძის ბრძანებით, ქრისტინე შარაშიძეს ქართული წიგნის 1629-1938 წლების გაერთიანებული კატალოგის შედგენა დაევალა, რისთვისაც 1939 წლის 27 იანვრიდან 21 თებერვლამდე თბილისისა და საქართველოს რაიონების ფონდების საბოლოო შეჯერება-აღწერილობისთვის უნდა ეხელმძღვანელა და ორგანიზება გაეწია.