რეგისტრირებული ფაქტები19373
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილს ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია – თვეში 300 რუბლი დაუნიშნა. 2 წლის შემდეგ მას ეს თანხა საზოგადოებისათვის უკან უნდა დაებრუნებინა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წელს სოფელ ღების (ზემო რაჭა) მცხოვრები, პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი უკიდურესი გაჭირვების გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგდოებას სწავლის დამთავრებამდე სტიპენდიით დახმარებას სთხოვს და შეძლებისთანავე უკან დაბრუნებას ჰპირდება.
1919
ტიპი: ავტორობა
VI, VII კლასების ქართული ენის პროგრამა 1919/20 სასწავლო წლისთვის შეადგინა მასწავლებელმა ქსენია ჯუღელმა. იგი აღნიშნავს, რომ სურს, სხვა ეროვნების მოწაფეები წერა-კითხვის გარდა გაეცნონ ქართული ლიტერატურის უმთავრეს პერიოდებს, ამიტომ შემოკლებით ასწავლის გარკვეულ ნაწარმოებებს, რომელთა ჩამონათვალი დართულია.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 24 მაისს ლანჩხუთის სრულუფლებიანი ქალთა გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ფრანგული ენის მასწავლებელი ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მან ორი წლის განმავლობაში გიმნაზიაში ფრანგულის ენის სწავლების ხარისხი გააუმჯობესა და სწორედ ამიტომ, ეკატერინე ფხაკაძემ სამინისტოს სთხოვა, მასწავლებლად დაენიშნა ლანჩხუთის გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძე და საქმისმწარმოებელი ბ. ხომერიკი.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების სამინისტრომ ქუთაისის სამაზრო ერობას მისწერა, რომ სამინისტრომ არ დააკმაყოფილა დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობა ყოფილი მასწავლებლის სამსონ ნუცუბიძის უფლებების აღდგენისა და სამსახურში დაბრუნების შესახებ. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N12 ოქმის ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ განაცხადა, რომ მასწავლებელი სამსონ ნუცუბიძე მთავრობის წინააღმდეგ არ იმოქმედებდა. იგი კარგი მასწავლებელი იყო და სასწავლებლისთვის სასარგებლო იქნებოდა თუ დააბრუნებდნენ სამსახურში. ოქმის ასლს ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N12 ოქმის ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა, რომ გორის სამაზრო ერობის გამგეობისთვის ეთხოვათ მთავრობასთან ეშუამდგომლა სამსონ ნუცუბიძისთვის, რათა იგი დაებრუნებინათ სამსახურში. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.

