საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N8 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გაზეთ „რ. ს.“-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ იურიდიული თათბირის განსახილველად ახალ მთავრობასთან წარდგენილია დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ პროექტი, რომლის ძირითადი დებულება მოითხოვს დამფუძნებელი კრების წევრები არჩეული იქნენ საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი ხმით განურჩევლად სქესთა პროპორციული არჩევნების სისტემით. არჩევნებში მონაწილეობით სარგებლობს რუსეთის ყველა მოქალაქე ქალ-ვაჟი 20 წლის ზემოთ. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ადმინისტრაციული მთავრობის წარმომადგენლები, მათი თანაშემწეები, მილიციაში მოსამსახურენი, სულიერად ავადმყოფები, ყრუ-მუნჯები და სასამართლოს მიერ ღირსებააყრილები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ელი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“(N8) გამოქვეყნდა ალექსანდრე კერენსკის სიტყვა საფრონტო დელეგატთა ყრილობაზე „გასწით ზავისკენ ფართო და ნათელი გზით“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ელი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქტორი კატო მიქელაძე აცხადებს, რომ გაზეთში კერძო და პირადული წერილები არ გამოქვეყნდება, რადგან პირად უსიამოვნებასა და უსამართლობას ყოველი ადამიანი განიცდის, მაგრამ საჯაროდ არ გამოაქვთ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ელი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) N8 „რუანას“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „ერთობა, ერთობა და კიდევ ერთობა“ ქალთა უუფლებო და უთანასწორო მდგომარეობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N8 ფსევდონიმით „ჰარიეტ...“ დაიბეჭდა წერილი „რამოდენიმე სიტყვა ჩვენს უნუგეშო მდგომარეობაზე“, რომელშიც ავტორი საუბრობს ქალთა უნუგეშო მდგომარეობაზე და ახსენებს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N6-ში გამოქვეყნებულ „პროლეტარი ქალის“ წერილს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) ცნობით, 1871 წლის 14 იანვარს უმაღლესი ბრძანებით აკრძალეს ქალების მიღება როგორც კანცელარულ, ისე სხვა თანამდებობებზე სამთავრობო და საზოგადო დაწესებულებებში.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 8 კატო მიქელაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქ. ქუთაისი, 1 ივნისი“ ქალთა უთანასწორო მდგომარეობისა და მათი უფლებების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N7 „სიქვარველი მანდილოსნის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „სოფ. სიქთარვა“ (ზემო იმერეთი), რომელშიც ავტორი მიმოიხილავს ადგილობრივ ქალთა კრებას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N7 გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „ჩვენი გაზეთი“ ნინო ნადირაძე წერს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“, როგორც ქალების მიერ დაარსებული და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი პერიოდული გამოცემის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 1 იტალიელი მოსწავლე, რაც 2,9%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 1 გერმანელი მოსწავლე, რაც 2,9%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 2 გერმანელი ბავშვი, რაც 6,9%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 1 პოლონელი ბავშვი, რაც 2,9%-ს შეადგენდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 მაისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N7 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქ. ქუთაისი, 25 მაისი“ ქალთა საკითხებზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-1920 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 1 ესტონელი ბავშვი, რაც 2,9%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების დაბალ განყოფილებაში ირიცხებოდა 3 ესტონელი ბავშვი, რაც 9,4%-ს შეადგენდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N7 დაიბეჭდა ჯაფარ ფაშას პუბლიკაცია ქალთა საკითხებზე, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა ემანსიპაციის საკითხს.