საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18591

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის მუშების დაპირება წუნდებული პროდუქციის 8,2%-დან 5%-მდე შემცირების შესახებ არ სრულდებოდა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 16 ნოემბერს ვ. დოლიძე გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ დატოვა მოღალატე სოციალ-შოვინისტები (ასე უწოდებდა მენშევიკებს, რომელთა წევრი 1905-1921 წლებში იყო) და 1921 წლიდან ბოლშევიკებს თანაუგრძნობდა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს ინჟინერმა დობროვოლსკიმ გამოიგონა ხე-მცენარის მასალით შენობის აგების სისტემა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ რკინის ნაცვლად ხე-ცემენტს გამოიყენებდნენ.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს ცკ-ის ბრძანებით, ანტირელიგიური პროპაგანდის გააქტიურებასთან დაკავშირებით მოხსენებები და ლექციები უნდა წაკითხულიყო. ბიბლიოთეკებსა და ქოხ-სამკითხველოებში გამოეფინათ ანტირელიგიური ლიტერატურა; მოეწყოთ გასართობები, რათა ხალხი რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად არ წასულიყო. განცხადებას ხელს აწერდნენ საქართველოს ცკ-ის მდივანი, გიორგი ყურულაშვილი და აგიტპროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე, კ. მეგრელიძე.

1935

ტიპი: ავტორობა

ვალ. მგალობლიშვილის სტატიაში, „ლიტერატურული მემკვიდრეობის შეფასებისათვის“, გაკრიტიკებულია ის ავტორები, რომლებიც „სთესდნენ სიძულვილს ქართველი კლასიკოსების მიმართ“. ისინი ქართული ლიტერატურის ძეგლების შეფასებისას იშველიებდნენ ჩვენი პარტიული კრიტიკის წარმომადგენლების და კერძოდ, ამხ. ფ. მახარაძის შრომებს ლიტერატურის საკითხებზე. იმ შრომებს, სადაც არასწორი, არსებითად ლიკვიდატორული აზრებია გამოთქმული ქართველ კლასიკოსებზე.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს ფერომარგანეცის ქარხნის დირექტორმა, ვასო მზარეულაშვილმა ისაუბრა ქარხანაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის ზაფხულში დავით დემეტრაძე მწერალთა კავშირის გაფართოებულ კრებაზე მოხსენებით გამოვიდა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 23 ივნისს ლავრენტი ბერიამ თბილისის პარტიული აქტივის კრებაზე საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცკ-ის ივნისის პლენუმის შედეგები შეაფასა და სხვა საკითხებთან ერთად აბელ ენუქიძის პოლიტიკური გახრწნის შესახებ ისაუბრა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 4 მაისს სტალინმა წითელი არმიის აკადემიკოსთა გამოშვებაზე წარმოთქმულ სიტყვაში ტექნიკის მცოდნე მომსახურე პერსონალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ძველი ლოზუნგი „ტექნიკა წყვეტს ყველაფერს“ უნდა შეცვლილიყო ახლით – „კადრები წყვეტენ ყველაფერს“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „კომუნისტში“ აბჰესის განვითარების შესახებ ჰესის სააღმშენებლო კომიტეტის თავმჯდომარის − სამსონ მამულიას მოხსენება გამოქვეყნდა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს სენაკის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარე დიომიდე ქუჩულორიამ გაზეთ „კომუნისტში“ სენაკის მაზრაში ახალამუშავებული ჰიდროელექტროსადგურის შესახებ ისაუბრა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 12 იანვარს საქართველოს საბჭოების მე-7 ყრილობამ მოისმინა კოლხიდმშენის მმართველის, ბესარიონ გოგიას მოხსენება კოლხეთის ჭაობების დასაშრობად გაწეული სამუშაოების შესახებ. სამომავლოდ ამ ტერიტორიაზე ციტრუსისა და ჩაის პლანტაციების გაშენებას, ასევე კურორტის მოწყობას გეგმავდნენ.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 24 მარტის „კომუნისტი“ იუწყება, რომ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტისა და ისტორიკოს მარქსისტთა საზოგადოებრივმა ბრიგადამ, რომლის წევრები იყვნენ ბუდილოვი, ქადეიშვილი, ხეჩუმიანი, ლიუდვიგოვი, პიასეცკი, დაადგინა, მოგონებები, რომლებშიც ს. თალაკვაძე  საუბრობს სტალინზე, მავნეა და მათი მიხედვით საქ. კ. პ (ბ) ისტორიის შესწავლა დანაშაულია.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 4 მარტს საქართველოს კომპარტიის ჭიათურის რაიკომის მდივანმა გ. კალმახელიძემ და მარგანეცის ტრესტის მმართველმა ს. ჭანკვეტაძემ გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნეს განცხადება სტახანოველი უშანგი მაჭავარიანის მიერ გეგმის გადაჭარბებით შეასრულების შესახებ.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს დაიწყო ვაკის კეთილმოწყობა, რადგან ეს ადგილი სიმწვანის გამო საცხოვრებლად კარგი აღმოჩნდა. კონკურსში გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, არჩილ ქურდიანის პროექტმა „ლამარამ“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის პირველ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქ.) გამართულ ხელოვანთა კრებაზე პაოლო იაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს სურდა, ხელოვანთა სასახლის დასაარსებლად საქართველოს მწერალთა კავშირისათვის გადაეცა აკაკი ხოშტარიას სახლი ინვენტარიანად.