საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33132

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის გლეხებმა სკოლის დასაკეტად შედგენილი განაჩენი წარუდგინეს ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორს ბ. სმეკალოვს, რათა მისგან დახურვის ნებართვა მიეღოთ, თუმცა უარი მიუვიდათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა ქორქაშვილმა სოფელ ჭყვიშის მამასახლისს გაამართვინა გლეხებისთვის კრება, სადაც მათ აუხსნა თუ რამდენად და რატომ იყო საჭირო სკოლა სოფლისთვის, რა სარგებლობას მოუტანდა მათ შვილებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა – ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა ქორქაშვილმა სოფელ ჭყვიშის მამასახლისს გაამართვინა გლეხებისთვის კრება და მათ პირობა მისცა, რომ სადაც საჭირო იქნებოდა იქ გააგრძელებდნენ სწავლას თავიანთი შვილები, ქუთაისის სახალხო სამასწავლებლო დირექციაც ყოველთვის დაეხმარებოდა სკოლას საჭირო რაოდენობის ნივთების შესაძენად და სახლის შესაკეთებლად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 იანვარს გოლდშმიტმა ქუჩაში იპოვა ვერცხლის ჩაის კოვზი. მეპატრონეს ნივთის დასაბრუნებლად საბუთები უნდა წარედგინა პოლიციაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანის მონაწილეობით ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახი“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, გ. ს. ალექსეევ-მესხიევი. დასაწყისი 8-ის ნახევარზე იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კეპინოვმა თავის ხარჯით თბილისის ქუჩებში განცხადების გასაკვრელი 60 ბოძი დადგა, რისთვისაც ყოველწლიურად გამგეობას თანხას უხდიდა. განცხადების გაკვრის უფლება კეპინოვის ნებართვის გარეშე არავის ჰქონდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცხენის რკინიგზის გამგეობა მატარებლებში განცხადებებს აკრავდა და მისი ავტორებისაგან ფულს იღებდა, რის გამოც უკმაყოფილო იყო კეპინოვი, რომელსაც განცხადებების გასაკრავი ბოძები ჰქონდა ქალაქში დადგმული. მან საჩივარი შეიტანა გამგეობაში, საიდანაც ცხენის რკინიგზის გამგეობას მიმართეს განცხადებების აღების მოთხოვნით, რაც არ გაითვალისწინეს, რის გამოც თბილისის გამგეობამ ვექილს მიანდო საქმის გარკვევა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ჩამოვიდა ბარონი ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარონი ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი რამდენიმე დღით რჩებოდა თბილისში და შემდეგ ბეთანიაში მიემგზავრებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვმა ეგოროვის ცოლს ორჯერ ესროლა და თავადაც გულში დაიხალა ტყვია. ბეჟანოვი მძიმე მდგომარეობაში იყო, ხოლო ქალს ტყვია არ მოხვედრია.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა დივერტისმენტს – ლექსებისა და სცენების კითხვას, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ. წარმოდგენა 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ვოდევილს ერთ მოქმედებად „ოინბაზს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლ ივნისს ქართული დრამატული დასი გამართავდა წარმოდგენას „მონასტრის ზღუდეთა შორის ანუ და ტერეზია“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე ყაზბეგი (მოხევე), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ. წარმოდგენა დაიწყებოდა 8-ის ნახევარზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თუკი ვინმეს სურდა ამავე გაზეთის შეკვეთა უნდა მიემართათ: თბილისში – რედაქციისთვის, ახალი ბებუთოვის ქუჩაზე და შავერდოვის სააგენტოში გოლოვინის გამზირზე, ქუთაისში – ვარლამ ივანეს ძე ჭილაძისთვის, ხონში – ნესტორ წერეთლისთვის, ბათუმში – მ. ნათაძისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ნოემბერს არჩილ კიკნაძის სახლი გაქურდეს. მძინარე სახლის მეპატრონეს 60 თუმანი მოჰპარეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო თოთრიაშვილი და შაქრო ციქურიშვილი სოლომონ ნაზღაიძეს მამულებს ედავებოდნენ, თუმცა სასამართლომ ნაზღაიძეს მიაკუთვნა სადავო მამულები, რის გამოც მოკლეს იგი. დამნაშავეებმა გარდაცვლილს ჯერ ქვა დაარტყეს, შემდეგ კი ხანჯლით გაუპეს გული და თავი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ნოემბერს თბილისის ყავახანაში გიგო ბელიევმა და იოსებ ილურიძემ ერთმანეთი დანით დაჭრეს. ბელიევი მძიმედ იყო დაჭრილი, ილურიძე კი – მსუბუქად, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს ოლქის საარტილერიო გამგეობის უფროსის ეფრემოვის სახლში ცეცხლი გაჩნდა და დაიწვა 650 მანეთის ღირებულების ავეჯი და ტანსაცმელი. ცეცხლი თავად მეპატრონემ ჩააქრო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქაიხოსრო გელოვანის წერილი, რომ რაჭის ბოქაულ ალექსანდრე წულუკიძესა და გელოვანს შორის ცილისწამების ბრალდების საქმე მოგვარებული იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის სულხანოვის სახლს ცეცხლი წაუკიდა ბარტენიევმა, რომელიც ხანძრის დროს თავის ცოლთან ერთად სხვა ქუჩაზე გადავიდა. დამნაშავე ცოლ-ქმარი დასაპატიმრებლად მისულ პოლიციელებს დამბაჩითა და ხანჯლით დახვდნენ. საბოლოოდ, ისინი დააპატიმრეს და იარაღი ჩამოართვეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბელ ნონიკაშვილი ქალაქ თბილისში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა სამმოქმედებიან კომედიას „ბედნიერ დღეს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ პოლკოვნიკ ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელის ოჯახი: შვილები მარიამ ყანჩელი-ციციშვილისა, დარია ყანჩელი-გამყრელიძისა, მისი მეუღლე დავით გამყრელიძე, ნათესავები, ივანე დავითის ძე თაქთაქიშვილი, ანა ნიკოლოზის ასული თაქთაქიშვილისა და მათი შვილები, კარპოს და სოლომონ იუწყებოდნენ, რომ პანაშვიდები გაიმართებოდა 18 იანვარს, 12.30 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა ხელთუბნის სკოლას დროებით თავისი სახლი დაუთმო. სოფლის საზოგადოება სკოლისთვის შენობის მშენებლობას მალე დაიწყებდა, მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვეს დახმარება.