საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა და ახალგაზრდათა კომიტეტი მართავდა ტიტე მარგველაშვილის ლექციათა ციკლს. ლექციები დაგეგმილი იყო თბილისსა და პროვინციებში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის თებერვალში კონსტანტინე ქორქაშვილი წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის თებერვალში იოსებ სანებლიძე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის თებერვალში მიხეილ თუმანიშვილი წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის თებერვალში ფარნაოზ კიკნაძე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის თებერვალში ვასილ კვანჭახაძე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში მოქანდაკე ალექსანდრე თარხნიშვილი ნაცნობებს სთხოვდა, გაეგზავნათ მისთვის ილია ჭავჭავაძის სურათები. ამ სურათების მიხედვით, თარხნიშვილი აპირებდა ილიას საიუბილეო ბიუსტის დამზადებას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მარტს სააღებმიცემო ამხანაგობის „შუამავალის“ მაღაზია აკურთხეს და მაშინვე დაიწყეს ვაჭრობა. მაღაზია ბარონის ქუჩის კუთხეში, ივანე მუხრანბატონის სახლში გახსნეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში გორის საკრებულო დარბაზში მაზრის ექიმმა, ბეზირგანოვმა წაიკითხა ლექცია შავი ჭირის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს იოსებ ქუთათელაძემ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ვაჭარი დაბა ხონში უვარგის აბრეშუმის თესლს ყიდდა. ქუთათელაძემ გაანადგურა 200 კოლოფი უვარგისი თესლი. 1897 წლისთვის ასეთი ვაჭრები ხონში მომრავლებულიყვნენ, ამიტომ მეტი უვარგისი თესლი საღდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კოლოფს თბილისის სააბრეშუმო სადგურის დაღი ჰქონდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 მარტს „ცნობის ფურცლის“ საშუალებით გურიის მაცხოვრებლებმა მადლობა გადაუხადეს ბ. ე. მამინაიშვილს, რომელმაც შემოქმედის წიგნსაცავისთვის ფული მოაგროვა და ღარიბ სამკითხველოს დაეხმარა. შემომწირველებს შორის იყვნენ: ბ. ბებურიშვილი, სოლომონ დუმბაძე, კ. ვერულაშვილი, დ. სალუქვაძე, ე. დონაძე და მრავალი სხვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო თეატრში უბნის ზედამხედველმა, მაჭავარიანმა შეიპყრო თბილისის მოქალაქე, რომელსაც თეატრის ბილეთები ეყიდა და მეტ ფასად ჰყიდდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 მარტს ა. ივანენკომ მიხეილ შაპარონიანცს და გ. მ. კოლუბანსკის დაავალა, რომ მასთან ერთად დახვედროდნენ თბილისში ჩამოსულ ახალ მთავარმართებელს, გრიგორ გოლიცინს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 მარტს „კავკასიის სამეურნეო საზოგადოების“ წევრთა კრებაზე უნდა განეხილათ ივანე ანდრონიკაშვილის მოხსენება იმის შესახებ, თუ რა ფორმით უნდა დახმარებოდა სამეურნეო საზოგადოება კახეთის მევენახეებს ვაზის სხვადასხვა სენისგან წამლობის საქმეში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის თებერვალში ნიკოლოზ ლომოური წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დეკანოზ ნიკოლოზ არდაზიანის თხოვნა გაზეთში განეცხადებინათ ეგზარქოს პალადის ბრძანება, რომ დიდიმარხვის უქმე დღეებში თბილისის რამდენიმე ეკლესიაში წაიკითხავდნენ მოძღვრება-ქადაგებებს, ანუ დარიგებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 2 მარტს ქართული თეატრი ასრულებდა სეზონს და ბოლო წარმოდგენას საბენეფისოდ ბარბარე ავალიშვილისა მართავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მედიკოსი სტუდენტის, მიხეილ (მიშა) ესტატეს ძე ლომიძისა და მისი მამიდის, ელისაბედ დიმიტრის ასული ლომიძის ოჯახი: მამა ესტატე დიმიტრის ძე, დედა ელისაბედ ანდრიას ასული, ძმა დიმიტრი, და თამარი და მისი მეუღლე იოსებ ჩახნაშვილი იუწყებოდნენ, რომ 7 იანვარს სურამის ღვთისმშობლის ტაძარში გადაიხდიდნენ მათ ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს, 10 საათზე, საქართველოს სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების სხდომაზე უნდა განეხილათ თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, ევგენი ამირხანოვის საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის გამგეობის 1918 წლის 23 თებერვლის დადგენილება ლეონტი ევანგულოვის, ალექსანდრე ფრიდონოვისა და ამბარდანოვის მიწის ნაწილის რეკვიზიციის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო თეატრში დაიდგა ალექსანდრე სუმბათაშვილის სპექტაკლი „ღალატი“, რომელმაც დიდძალი საზოგადოება მიიზიდა. მონაწილეობდნენ: ნინო ჩხეიძე, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ვიქტორ გამყრელიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო თეატრში დადგმულ სუმბათაშვილის სპექტაკლ „ღალატში“ საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნინო ჩხეიძემ ზეინაბის შესანიშნავი შესრულებით.

1852

ტიპი: ღონისძიება

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომრიდან ირკვევა, რომ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის განკარგულებით ხელახლა გამოუციათ მიტროპოლიტ იოსების თხზულება „მოურავიანი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 5 მარტს ერთ-ერთი ჯარისკაცი ყიდდა 10 ვერცხლის კოვზს, რაც საეჭვოდ მიიჩნია პოლიციელმა ნადირაშვილმა და როცა სცადა გარკვევა თუ საიდან ჰქონდა ეს ნივთები ჯარისკაცი გაიქცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს სალიტერატურო საღამო, რომელზეც წაიკითხეს ქართული და რუსული ლექსები, საღამო ცეკვით დაასრულეს. დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლე ფალავანდიშვილის მიერ შესრულებულმა ლეკურმა. საღამოს დაესწრო თბილისის გუბერნიის სასოფლო სასწავლებელთა დირექტორი ნიკოლაი დარსკი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 მარტს ელისაბედის ქუჩაზე მდებარე ს. ვაშაკიძის სახლში შეიპარნენ ქურდები – სანდრო მანიევი და მიხა ბაღდასაროვი, რომლებმაც სამზარეულოდან ტაფა მოიპარეს, თუმცა პოლიციელმა ევანგულოვმა ორივე დაიჭირა და პოლიციის მე-9 ნაწილში გადაიყვანა.