რეგისტრირებული ფაქტები19697
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
მინისტრის მოადგილის 1918 წლის 26 ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საინგილოში არის ორკლასიანი ნორმალური ვაჟთა სასწავლებელი, ქალთა სამრევლო სკოლა და 4 ქალ-ვაჟთა სამრევლო სკოლა. რაც ეს მხარე აზერბაიჯანის ჯარმა დაიკავა (ვაჟთა სასწავლებლის გარდა), ისინი აზერბაიჯანის მთავრობამ აპრილიდან დახურა და მასწავლებლები უჯამაგიროდ დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაქათლის ოლქის, კერძოდ, საინგილოს მდგომარეობა გამოძიებული არ არის, მინისტრთა საბჭოს ამ სკოლებისთვის 20 250 მანეთის გამოყოფას სთხოვს ხელფასებისა და სამეურნეო ხარჯებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
ალექსი ჭიჭინაძეს პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სიცოცხლეშივე ჰქონდა პენსია წლიურად 1200 მან. საოსტატო სემინარიების ძვ. შტატების მიხედვით და ისიც18 წლით უფრო გვიან, რადგან ყოფილმა სამოსწავლო მთავრობამ სახელმწიფო სამსახურში ნამსახური წლები არ ჩაუთვალა. ამიტომ მის ჯამაგირს ბოლო 18 წელი 1200 მან. აკლდებოდა, ამიტომ განსვენებულის ოჯახობა გაჭირვებული იყო. მისი ავადმყოფი ქვრივი ქმრის ნახევარ პენსიას ღებულობდა 240 მან-ს სიძვირის გამო დამატებით, რაც პურის ფულადაც არ ჰყოფნიდა. განათლების მინისტრის მოადგილე 1918 წლის 21 ნოემბრის მოხსენებაში მასწავლებელ ალექსი ჭიჭინაძის მეუღლის, ეფროსინე ჭიჭინაძისთვის ერთდროული 3000 მან. დახმარების გამოყოფას ითხოვს.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის 4 ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი ვასილ ჯაფარიძე. მის გაჭირვებულ ცოლ-შვილს მხოლოდ სასაფლაო უჯდებათ არანაკლებ 2 400 მან. ამიტომ მინისტრთა საბჭოს დაკრძალვის ხარჯებისთვის 5 000 მან. გამოყოფას სთხოვს.
1950
ტიპი: ავტორობა
1950 წლის 25 იანვარს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ ირაკლი ბაგრატიონთან თანამშრომლობა არ გამოუვიდოდა, იგი კორესპონდენტის სტატუსით წავიდოდა სირიაში, ეგვიპტეში, ლიბანში, ავღანეთში ან სპარსეთში და მას გერმანიაში გაუგზავნიდა სტატიებისთვის საჭირო მასალებს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ძველი სენაკის ქართული სკოლის ხარჯთაღრიცხვაში აღნიშნული 1917 წლის ვალის – 1 365 მანეთის განმარტება შემოსავალ-გასავლის ჩვენებით ხელმოწერით დადასტურა სკოლის გამგე გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიამ, მოხსენებიდან სწორად ამოღება კი – საქმის მწარმოებელმა ვარლამ დავითის ძე ძიძიგურმა.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის 1918 წლის 12 ნოემბრის მოხსენება ეხება მასწავლებელ მარიამ არუთინოვისთვის 500 მანეთის ოდენობის შემწეობის აღმოჩენას. მას მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ჯამაგირი არ მიუღია, რადგან ამ დღეს დატოვა ბათუმი, რომელიც ოსმალოს ჯარებმა აიღეს. ის კუთვნილი თანხის გამოყოფას ითხოვდა.

