საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ჟურნალ „არარატის“ ცნობით კავკავში მცხოვრებ სომეხ გრიგოლ ბაღდასაროვს სომხური ეკლესიისთვის შეუწირავს 3000 მანეთი, იმ პირობით, რომ ეს თანხა წელიწადში ერთხელ მისი სულის შესანდობლად შეეწირათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 მარტს ექიმ გოლბეკის მეეტლეს, პეტრე გოცირიძეს სადგომიდან მოპარეს მეეტლის ტანსაცმელი და სარტყელი. პოლიციელმა შესტაკოვმა დააკავა ქურდი გიორგი საგუგაშვილი, რომელიც წარუდგინეს მე-3 განყოფილების მომრიგებელ მოსამართლეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 მარტს პოლიციელმა შესტაკოვმა ქურდობის ბრალდებით დააკავა გიორგი საგუგაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შავი ქვის მრეწველ ილარიონ დავითის ძე ბერიძის ოჯახი: მშობლები მართა და დავითი, დები ელისაბედ და მატრონა, ძმები გერასიმე, არისტო, სოლომონ, პარმენ, გიორგი, არტემ და ივანე ბერიძეები იუწყებოდნენ, რომ მას დაკრძალავდნენ 17 იანვარს ქ. ხონში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტის გაზეთი „ივერია“ წერს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოება დიდ მადლობას უხდიდა სოლომონ მესტიაშვილს, რომელმაც საზოგადოების წიგნის მაღაზიას 100 ცალი საყმაწვილო წიგნი „ბუნების მოვლენანი“ შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოხუმში მცხოვრებმა ვაჭარმა საჩინო ქრისტეფორეს ძე თურქიამ ჰამბურგის ლატარეაში მოიგო 200 688 მარკა, რომლის ასაღებად თვის დამლევს უნდა წასულიყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ილორის მღვდელ ლუკა გრიგოლიას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ ქურდები და მძიმედ დაჭრეს მოხუცებული მღვდელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვალს გ. შარაშიძის ცნობით, დათია ბაღიშვილი თავის ძმისწულ სტეფანე ბაღიშვილთან და ივანიკა საბაშვილთან ერთად  ცოფიანმა მგელმა დაკბინა. გლეხებს ოზურგეთის მოსახლეობამ თანხა შეუგროვა და 24 თებერვალს ოდესაში გაგზავნა სამკურნალოდ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობა გახსნა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს, 10 საათზე, საქართველოს სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების სხდომაზე უნდა განეხილათ ქ. თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, ამირხანოვის საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის გამგეობის 1918 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება ფეივი იანკელის ასული ვინურსკაიას გრიბოედოვის ქუჩის N13-ში მდებარე სახლიდან გაძევების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს მოსკოვის ბანკის წარმომადგენელი ა. გრიგოლია სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებულ კარნავალში მონაწილეობდნენ მსახიობები: ვასო აბაშიძე, მარიამ საფაროვა-აბაშიძისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომლებიც საკარნავალო მსვლელობისას მორთულ ავტომობილში ისხდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამხედრო სამინისტრომ მასაჟის შესასწავლად საზღვარგარეთ ექიმი გოპაძე გაგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დიმიტრი დუმბაძე მუშაობდა მეორე ქართულ კლუბში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის საბჭოს დადგენილებით, ამავე საბჭოს წევრ გიორგი წინამძღვრიშვილს დაეკისრა შაბიამან-გოგირდზე ფასების მომატების შესახებ მოხსენებით წარუდგეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და საბჭოს თავმჯდომარე ივანე ანდრონიკაშვილს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის საბჭოს დადგენილებით, არსებული აგრარული კანონმდებლობის შესახებ ი. გ. ჯორჯაძის განცხადების ასლი უნდა გაგზავნილიყო სრულიად საქართველოს აგრონომიულ მოღვაწეთა ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და გუბერნიის ბატალიონის უფროს დავით შენგელაიას საქმეს ფულის მითვისების შესახებ იძიებდა სასამართლოს უდიდეს საქმეთა გამომძიებელი მ. ჯომარჯიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში საერო პირთაგან 3-4 წევრის დასახელება და არჩევა დამსწრეებს დაავალა. კრებაზე მყოფთაგან აირჩიეს გენერალი ლავრენტი ბალუაშვილი და ივანე რატიშვილი, გარედან მოსაწვევად დაასახელეს პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, რაფიელ ივანიცკი (ინგილო) და იასონ ჯავახიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სასამართლომ დავით კეზელის საქმე 21 მარტისთვის გადადო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ციმბირელ ვაჭარ პოლიაკოვს სურდა საქართველოდან გაეტანა კახური ღვინო გასაყიდად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ გავაზში გავრცელებული იყო ქურდობა, კაცის კვლა და ავაზაკობა. ბოლოდროინდელი ცნობებით გაქურდეს ვ. არუთინოვის დუქანი და ნატროშვილის სახლი, თითოეულ მათგანს 10 თუმნის ზარალი მიადგა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს გამოსულ „Кавказский календарь на 1869 год“-ში დაიბეჭდა ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძენოვის სტატია, რომელიც ეხებოდა ქართულ პერიოდულ გამოცემებს. სტატიაში ბერძენოვმა მიმოიხილა 1852 წელს დაარსებული ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემები პირველი ორი წლის განმავლობაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 6 მარტს, 10 თათარი, შეიარაღებული ხანჯლებითა და ჯოხებით დაეცნენ რკინიგზის „ბუტკა“, N 268, 294-ე ვერსტზე. მათ ჯოხებით სცემეს იქ მყოფი ნიკოლოზ ანტონოვი და გატეხეს ბოსელი, წაიყვანეს 2 ძროხა, ხბო და 2 ცხვარი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ არსენ კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა შემდეგი წიგნები: 1) „რიტორიკა“, ანტონ კათალიკოზისა, 2) „სიბრძნე-სიცრუისა“, ხელნაწერი, 3) „ყვავილის აცრა“, გოდერძი ფირალოვისა, 4) „დარიგება მზის დაბნელების დროს 1851 წელსა“, 5) „საქრისტიანო ცხოვრება“, დაბეჭდილი რომში 1741 წელს, 6) „ცხოვრება წმ. გიორგისა“, გალექსილი მღ. იორდანე ელიოზისძის მიერ.