რეგისტრირებული ფაქტები5248
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1948
ტიპი: ორგანიზაცია
1948 წლის 5 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ქართველებმა იტალიაში თავიანთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია დახურეს.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წელს მიხეილ რომანოვის ბრძანებით თბილისში გაიხსნა გუბერნიის კომიტეტი, რომელსაც კავკასიაში მდებარე საპყრობილეების მდგომარეობაზე უნდა ეზრუნა. კომიტეტში ხუთი ვიცე-პრეზიდენტი და ოცდაათამდე დირექტორი დანიშნეს.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 23 აპრილს მიხეილ რომანოვის ნებით დაარსდა განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც კავკასიაში მდებარე საპყრობილეებზე უნდა ეზრუნა.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 28 აგვისტოს მიხეილ რომანოვმა ბრძანა დაეარსებინათ განსაკუთრებული მმართველობა, რომელსაც ბორჯომში მთასა და ბარს შორის მიმოსვლის გამარტივებაზე უნდა ეზრუნა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს იური ფაღავა, ნიკოლოზ პეტრეს ძე იოსელიანი, სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი, ლევან ქაიხოსროს ძე მამულაიშვილი, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია, ალექსანდრე პლატონის ძე ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ ჯაყელი და აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრები იყვნენ.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს იპატი გაიოზის ძე გაბესკირია, სოლომონ თევდორეს ძე ხოშტარია, ბათლომე თემურის ძე მზარელუა, ნესტარ საბას ძე ჟვანია, მელიტონ ანდრიას ძე ხვიჩია, სტეფანე დავითის ძე გოგინავა და იოსებ თევდორეს ძე დადიანი საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრები იყვნენ.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ალექსანდრე ბიჭიას ძე ხოშტარია, ივანე გიორგის ძე გაბელია, ერმალო ელიზბარის ძე ბოლქვაძე, მიხეილ კონსტანტინეს ძე გვიჩია, ანდრია ივანეს ძე ხოჭოლავა, ევგენი დუტუს ძე გაბელია და აქვსენტი ოტიას ძე ყუფუნია საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 6 ოქტომბერს კონსტანტინე კაჭახიძე ქუთაისის დრამატული თეატრის გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 6 ოქტომბერს ივანე ირაკლის ძე პურადაშვილი ქუთაისის დრამატული თეატრის გამგეობის წევრი იყო.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე სკოლის კომიტეტის 5 წევრი აირჩიეს: რაფიელ ყაზბეგი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ილია წინამძღვრიშვილი, მიხეილ ყიფიანი და ივანე მაჩაბელი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე ივანე თევდორეს ძე სტურუა გამგეობის წევრად აირჩიეს.
1952
ტიპი: ორგანიზაცია
1952 წლის აპრილში გიორგი ვეფხვაძის მეთაურობით გერმანიაში „ანტიბოლშევიკური პოლიტიკური კავშირი“ დაარსდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე გიორგი ესტატეს ძე მუმლაძე და ვლადიმერ გიტას ძე ნაცვალაძე გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე გიორგი სტეფანეს ძე შენგელია გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩიეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი ხუთი წელი სახელმწიფოს სათათბიროს წევრი იყო.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ალექსანდრე ანტონის ძე კრასოვსკი ქუთაისის ოლქის სასამართლოს წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: ილარიონ ბიგვავა, ბარნაბა კონსტანტინეს ძე ბუკია, აქვსენტი გუთის ძე გურალია და ანდრია კონსტანტინეს ძე დგებუაძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: რაჟდენ იაგორის ძე ზაქარაია, ლავრენტი შარვანის ძე ჟვანია, გიორგი გაბრიელის ძე თელია და ესტატე ქაქუჩას ძე კანკავა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: ფილიპე გვადის ძე კედია, ვლადიმერ ივანეს ძე კეშილავა, ყათრან გიორგის ძე კიკიანი და კონსტანტინე ივანეს ძე მაშია.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: იონა მიხეილის ძე მეუნარგია, ბეგლარ ასალოს ძე მგელაძე, ვლადიმერ პახვალის ძე მირცხულავა და ალექსანდრე ალმასხანის ძე სიხარულიძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: გიორგი ხარიტონის ძე ფარულავა, იორდანე ქირია და ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ჩხოლარია.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: ალექსანდრე ძეფიშვილი, ბათუ როსტომის ძე წულეისკირი და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე წულეისკირი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: გიორგი პეტრეს ძე პატარაია, ანტონ მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე, კატო ბერიძისა და ალექსანდრე ჩიტოს ძე ჩიქავა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: ლევან ჭაჭიაშვილი, ევგენი ბარამიძე, არჩილ ვლადიმერის ძე მაჭავარიანი, მარიამ ნესტორის ასული კედიასი და ალექსანდრე ასლანგერის ძე კედია.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე საბჭოს წევრად აირჩიეს გურგინბეგოვი.

