საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33285

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილის თავმჯდომარეობით გამართა თათბირი ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს მიხეილ ოკუჯავა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 დეკემბერს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიღო დადგენილება პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნის შესახებ. საკითხის შესასწავლად აირჩიეს კომისია ასეთი შემადგენლობით: ივანე ჯავახიშვილი, ანდრია რაზმაძე, ალექსანდრე დიდებულიძე და ალექსანდრე ჯავახიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის დასაარსებლად ალექსანდრა დარახველიძემ გადასცა ჭიათურიდან ჩამოტანილი ძვირფასი ქიმიური ლაბორატორია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 ივლისს სტალინის მონაწილეობით გამართულ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს სხდომაზე გადაწყდა, ლორეს ნეიტრალური ზონა საბჭოთა სომხეთის რესპუბლიკას შეერთებოდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ბათუმის ციხიდან სპარსეთში გაქცეული ვარდენ თიკანაძე ბათუმში დაბრუნდა იარაღისა და დამხმარე ძალების სპარსეთში გასაგზავნად.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს გაზეთ „ელვის“ ჩხრეკამ, რომელსაც თევდორე კიკვაძეც ესწრებოდა, საღამოს 5 საათამდე გასტანა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს, გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე პოლიციის თავდასხმისას თევდორე კიკვაძისთვის ჩამორთმეული დოკუმენტი მას კატორღაში გაგზავნას უქადდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე პოლიციის თავდასხმისას თევდორე კიკვაძეს ჩამოართვეს დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მას გენერალ გრიაზნოვის მკვლელის, ჯორჯიაშვილის მამისთვის ფულადი დახმარება ჰქონდა მიცემული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ნოემბერს ბაქოში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმმა ვიაჩესლავ მიხაილის ძე მოლოტოვის მონაწილეობით ერთხმად მიიღო დადგენილება ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28-29 მარტს ბათუმში ეფრემ ეშბა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 ივლისს ალექსანდრე სიმონის ძე სვანაძე და ასქანაზ არტემის ძე მრავიანი დაესწრნენ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს სხდომას, რომელზეც საქართველოსა და სომხეთის შიდა საზღვრების საკითხი განიხილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28-29 მარტს ბათუმში ნესტორ ლაკობა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 ივლისს სტალინის მონაწილეობით გამართულ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს სხდომაზე გადაწყდა, ახალქალაქისა და ხრამის რაიონების სომხეთისთვის გადაცემის საკითხი განსახილველად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის გადაეცათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართული უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით შექმნილ საინიციატივო ჯგუფში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 მაისს თბილისში გამართულ კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის დაარსების შესახებ და აირჩიეს საფინანსო კომისია, რომელშიც შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 მაისს მამია ორახელაშვილი სრულიად აზერბაიჯანის საბჭოების პირველ ყრილობას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 აგვისტოს მარიამ ორახელაშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ბათუმში ერმოლოვზე თავდასხმის დროს დაჭრილი ვარდენ თიკანაძე კაზაკებმა შეიპყრეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 მაისს ქუთაისში ქართული უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით გაიმართა კრება, რომლის თავმჯდომარე იყო იოსებ ოცხელი, მდივანი – ალექსანდრე ჯანელიძე, მოხსენება წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ჭიათურის მრეწველთა საბჭომ და საზოგადოება „ჩემომ" ალექსანდრა დარახველიძის ხელით თბილისის უნივერსიტეტს სამჯერ გადასცა 100 გირვანქა სტერლინგი მოწყობილობების საზღვარგარეთ შესაძენად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ოქტომბერში თბილისში გამართულ ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებას 40-მდე ადამიანი დაესწრო. კრების საპატიო თავმჯომარედ აირჩიეს პეტრე მელიქიშვილი, თავმჯდომარედ – ექვთიმე თაყაიშვილი, მდივნად – ილია ზურაბიშვილი. ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება სამოქმედო გეგმის შესახებ, განიხილეს ფინანსური საკითხები და სასწავლო გეგმა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს, გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე თავდასხმისას პოლიციამ გაჩხრიკა შენობა, თუმცა თანამშრომლები არ დაუპატიმრებია. ჩხრეკას თევდორე კიკვაძეც ესწრებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს, გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე პოლიციის თავდასხმისას თევდორე კიკვაძემ რედაქციაში შემოჭრილი ხიშტიანი პოლიციელის დანახვისთანავე შეატყობინა ეს ფაქტი ფილიპე მახარაძეს.