რეგისტრირებული ფაქტები19584
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისს მასწავლებელმა სამსონ ნუცუბიძემ დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს მისწერა, რომ არანაირ შეიარაღებულ გამოსვლებსა და მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციებში მონაწილეობა არ მიუღია, რომ უდანაშაულოდ იყო დატუსაღებული, როგორც ბოლშევიკი, რის გამოც, მთავრობის განკარგულების თანახმად სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსონ ნუცუბიძემ პედაგოგიურ საბჭოს სთხოვა, შესაბამის უწყებასთან ეშუამდგომლათ, რომ სამსახურში დაებრუნებინათ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისს დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლიდან ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობას მისწერეს, რომ სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თანახმად, უმზადებდნენ მასწავლებელ სამსონ ნუცუბიძის სამსახურში დაბრუნების განცხადების ასლს და იმავე პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობის ოქმს ხსენებული მასწავლებლის სამსახურში დაბრუნების შესახებ. ხელს აწერს სასწავლებლის გამგე ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 2 აპრილს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მიმართვა (23 მარტიდან N 42) და ამავე სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს საქმე. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კირილე მიხეილის ძე არჯევანიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიამ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა მიმოწერა კომისარ გასიევის მიერ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლიდან წაღებული ტყის მასალის დაბრუნების შესახებ. ხელს აწერენ დირექტორი ი. ვ. აფაქიძე, განყოფილების უფროსი, საქმისმწარმოებელი დ. ბოკუჩავა. (ფანქრით მიწერილია თარიღი 3 დეკემბერი.)
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 2 თებერვალს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს, ივ. სანაყოევს წლის ბოლომდე ვერ გადააყენებდნენ თანამდებობიდან, წლის ბოლოს კი ან გაათავისუფლებდნენ, ან სხვა ადგილას გადაიყვანდნენ სამუშაოდ. ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 15 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობის გამგეობას გაუგზავნა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის N 54 შუამდგომლობა და დავით გიკაევის თხოვნის დოკუმენტი. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 ოქტომბერს ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ხელმძღვანელებს მისწერეს, რომ თუ ჯავის სასწავლებელში მშობლიურ (ოსურ) ენაზე სწავლა შეუძლებელი იყო, მაშინ სახელმწიფო ენაზე უნდა ეწარმოებინათ სასწავლო პროცესი, რადგან სახელმწიფო ენა სავალდებულო იყო. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1948
ტიპი: ავტორობა
1948 წლის 27 ოქტომბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ამერიკელების ზეგავლენით ესპანეთში გერმანიიდან და იტალიიდან არავის უშვებდნენ. იქ მყოფი ცნობილი ფაშისტები და ნაციონალ-სოციალისტები სამხრეთ ამერიკაში გაგზავნეს. გადასახლების პროცესში ამერიკელებს ესპანელები დაეხმარნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 28 ივლისს ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერეს პასუხი დამფუძნებელი კრების სახალხო კომისიის წინაშე აღძრულ შუამდგომლობაზე – მიმდინარე წლის 7 იანვრის, N 35. აუწყეს, რომ სახალხო განათლების სამინისტროს დრო სჭირდებოდა, რათა სამშენებლო ფონდისთვის თანხა მოეძიებინა, ამიტომ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
თელავის სომხური გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის (1918 წლის 7 ნოემბერს) 26 ოქტომბრის N22-ით მიწერილი წერილის პასუხად აცნობეს, რომ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარი გამგის განკარგულებით, ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული არ იციან მიღებულ იქნან გიმნაზიაში ერთი წლის ვადით მხოლოდ იმ აუცილებელი პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში ისინი უეჭველად მოემზადებიან მშობლიურ ენაზე სწავლის გაგრძელებისთვის. ხელს აწერდნენ: კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ბერძნიშვილი.

