საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19584

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ არგენტინის ვიზა ჰქონდა, თუმცა „URO“ მგზავრობის ხარჯებს არ ფარავდა, ამიტომ ცდილობდა, დაფინანსება კათოლიკე ორგანიზაციისგან მიეღო.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ არგენტინაში ინტელიგენტებისთვის სამსახურის შოვნა შეუძლებელი იყო. ამიტომ ურჩია, ჯერ თვითონ წასულიყო და მდგომარეობის გარკვევის შემდეგ მთელი ოჯახი წაეყვანა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 24 ოქტომბერს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ კირიონ მაღლაკელიძეს ფული გაუგზავნა და მასზე ზრუნვა ბ. ვეფხვაძეს სთხოვა. ვეფხვაძეს უფროსი ექიმისგან კირიონის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად რჩევები უნდა მიეღო.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ივნისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი თავის სარჩენად სტუდენტებს რუსულს ასწავლიდა და გამომცემლობაში ბუღალტრად მუშაობდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ივნისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ არგენტინის ვიზის დროულად მისაღებად რუსებთან ჩაეწერა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ივნისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ქართული ემიგრაციის მუშაობით უკმაყოფილო იყო, რადგან არც ისინი და არც საერთაშორისო ორგანიზაციები არაფერს აკეთებდნენ.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წლის 7 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძემ დას, თამარ შარაშიძეს, გაგრიდან თბილისში ღია ბარათი გაუგზავნა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 10 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს მისწერა, რომ გურული ლექსიკონის თაობაზე ვუკოლ ბერიძეს დაელაპარაკებოდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს შესთავაზა, გიორგი შარაშიძის სალექსიკონო მასალა (1 600 სიტყვა) ენათმეცნიერების საზოგადოებას მოეწესრიგებინა და გამოეცა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 24 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს მისწერა ვუკოლ ბერიძის მოსაზრება, რომ გურია ენობრივი თვალსაზრისით სრულიად შეუსწავლელი იყო და შეატყობინა, რომ მან გიორგი შარაშიძის მასალა ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნია.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 24 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს მისწერა, რომ ცოტა ხნის წინ იყო ვუკოლ ბერიძესთან და ისიც ძალიან დაინტერესდა გიორგის ნამუშევრით.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 ივნისს შალვა აბრამიძემ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა წერილი და მადლობა გადაუხადა დავით ბრეგვაძის ხელით „სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალების (XV-XVI სს)“ გაგზავნისთვის.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს ქრისტინე შარაშიძემ მარტონ იშტვანოვიჩს თბილისიდან ბუდაპეშტში გაუგზავნა წერილი, დაახლოებით 25 წლის წინ დაწერილი გამოკვლევის ამონაბეჭდი და „კომუნისტიდან“ ამოჭრილი ილონა ბეკეშის წერილი.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 10 ოქტომბერს ქრისტინე შარაშიძეს სახალხო განათლების ისტორიის სექციის სხდომაზე უნდა წაეკითხა მოხსენება „მასწავლებელ გიგო შარაშიძის მოგონებანი სწავლა-აღზრდის შესახებ“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს სახალხო კომისარიატის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, მ. ლომინაძემ, ქრისტინე შარაშიძე სახალხო განათლების ისტორიის სექციის სხდომაზე მოხსენების წასაკითხად მიიწვია და სთხოვა, მოსალაპარაკებლად სექციაში წინასწარ მისულიყო.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 16 ივნისს კონსტანტინე გორდელაძემ და ვარლამ თოფურიამ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნეს მიმართვა, გამოსაცემად წარედგინა მამის, გიორგი შარაშიძის „გურული ლექსიკონი“ აკადემიის საქართველოს ფილიალის ენისა და მატ. კულტურის ისტორიის ინსტიტუტში. მოწონების შემთხვევაში შრომა დაიბეჭდებოდა ინსტიტუტის დიალექტოლოგიურ ლექსიკონთა სერიით.

1953

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1953 წლის ინდივიდუალურ სამუშაო გეგმას ხელი მოაწერეს მან და ილია აბულაძემ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკიფორე იმნაიშვილის განცხადება ათასი მანეთის კრედიტის გახსნის შესახებ (წიგნების სახით). გამგეობის გადაწყვეტილებით, იმნაიშვილისთვის უნდა გაეხსნათ ათასი მანეთის კრედიტი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზესტაფონის (შორაპნის) განყოფილების გამგეობის წინადადება, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და თეატრის შენობის ერობის გამგეობისთვის გადაცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, თხოვნა იმ პირობით დაკმაყოფილდებოდა, თუ მიწა საზოგადოების კუთვნილებად დარჩებოდა, ხოლო ბიბლიოთეკასა და თეატრს ერობის გამგეობა უპატრონებდა. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე, სამუშაო გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გვახარიას უნდა წაეკითხა მოხსენება „ქართული საბჭოთა ისტორიული რომანის კომპოზიციის საკითხები“.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე, სამუშაო გეგმის მიხედვით, გიორგი კალანდაძეს უნდა წაეკითხა მოხსენება კავკასიის ხალხთა პოეტური ფოლკლორის შესწავლის შესახებ.