საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 25 ივლისს პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის პრორექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში წარსადგენად გასცა მოწმობა N 8105 მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილზე, რომ ის ნამდვილად სწავლობდა პეტერბურგის საისტორიო-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს სოფელ ღების (ზემო რაჭა) მცხოვრები, პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი უკიდურესი გაჭირვების გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგდოებას სწავლის დამთავრებამდე სტიპენდიით დახმარებას სთხოვს და შეძლებისთანავე უკან დაბრუნებას ჰპირდება.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის აპრილში ქრისტინე შარაშიძეს რუსუდან ორბელმა ლენინგრადიდან თბილისში პირველი მაისის მისალოცად დეპეშა გაუგზავნა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს ანეტა მგლობლიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს გიორგი ქიქოძის ხელით ბახვიდან თბილისში წერილი გაუგზავნა და გიორგი შარაშიძისა და ნინო ქიქოძის ბიოგრაფიები და სურათები სთხოვა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 20 თებერვალს ქეთევან ლომთათიძემ ქრისტინე შარაშიძეს საავადმყოფოში დაუტოვა ბარათი, რომელშიც წერდა, რომ მივიდა მის სანახავად, მაგრამ არ შეუშვეს.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 26 აგვისტოს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ – ელენე ლომაძემ მისწერა, რომ წიგნის კითხვას ერიდებოდნენ თვითონ და ნუცა და ქეთევან შარაშიძეები, რადგან ქაღალდიდან ჭლექის მიკრობები გადადიოდა.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 26 აგვისტოს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ, ელენე ლომაძემ კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა აბასთუმნიდან ბახვში.

1919

ტიპი: ავტორობა

საქართველოს ისტორიის პროგრამა თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის VI, VII და VIII კლასებისთვის 1919 წლის ოქტომბერში შეადგინა ვახტანგ კოტეტიშვილმა. ახლავს განმარტებითი მოხსენება ისტორიის სწავლების მნიშვნელობის, სწავლების ფორმის და ა.შ. შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

გიმნაზიის VII კლასის სომხეთის ისტორიის პროგრამაში (1919/1920 სასწავლო წლისთვის) სახელმძღვანელოდ მითითებულია ხანაზადისა და ვარდანიანის „სომხეთის ისტორია“.

1919

ტიპი: ავტორობა

თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის II, V, VI, VII, VIII კლასების ქართული სიტყვიერების პროგრამა 1919/1920 სასწავლო წლისთვის შეადგინა მ. აბრამიშვილმა. ახლავს განმარტებითი მოხსენება.

1919

ტიპი: ავტორობა

VI, VII კლასების ქართული ენის პროგრამა 1919/20 სასწავლო წლისთვის შეადგინა მასწავლებელმა ქსენია ჯუღელმა. იგი აღნიშნავს, რომ სურს, სხვა ეროვნების მოწაფეები წერა-კითხვის გარდა გაეცნონ ქართული ლიტერატურის უმთავრეს პერიოდებს, ამიტომ შემოკლებით ასწავლის გარკვეულ ნაწარმოებებს, რომელთა ჩამონათვალი დართულია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ოქტომბერში მასწავლებელმა ალ. გაბრიჩიძემ შეადგინა ქალთა VI გიმნაზიის ქართული ენის პროგრამა III და V რუსული კლასებისთვის.

1919

ტიპი: ავტორობა

თბილისის ქალთა VI გიმნაზიის ქართული ენის პროგრამა სომხური I და II კლასებისთვის შეადგინა ვ. წერეთელმა 1919 წლის ოქტომბერში. ახლავს განმარტებითი ბარათი, სწავლებისას რას მიექცევა ყურადღება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 მაისს ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელ ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძის დამსახურებითი სიის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძე და საქმისმწარმოებელი ბ. ხომერიკი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 მაისს ლანჩხუთის სრულუფლებიანი ქალთა გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ფრანგული ენის მასწავლებელი ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მან ორი წლის განმავლობაში გიმნაზიაში ფრანგულის ენის სწავლების ხარისხი გააუმჯობესა და სწორედ ამიტომ, ეკატერინე ფხაკაძემ სამინისტოს სთხოვა, მასწავლებლად დაენიშნა ლანჩხუთის გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძე და საქმისმწარმოებელი ბ. ხომერიკი.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების სამინისტრომ ქუთაისის სამაზრო ერობას მისწერა, რომ სამინისტრომ არ დააკმაყოფილა დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობა ყოფილი მასწავლებლის სამსონ ნუცუბიძის უფლებების აღდგენისა და სამსახურში დაბრუნების შესახებ. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N12 ოქმის ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ განაცხადა, რომ მასწავლებელი სამსონ ნუცუბიძე მთავრობის წინააღმდეგ არ იმოქმედებდა. იგი კარგი მასწავლებელი იყო და სასწავლებლისთვის სასარგებლო იქნებოდა თუ დააბრუნებდნენ სამსახურში. ოქმის ასლს ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N12 ოქმის ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა, რომ გორის სამაზრო ერობის გამგეობისთვის ეთხოვათ მთავრობასთან ეშუამდგომლა სამსონ ნუცუბიძისთვის, რათა იგი დაებრუნებინათ სამსახურში. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმის N12 ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ იმსჯელა მასწავლებელ სამსონ ნუცუბიძის განცხადების შესახებ, რომ აღძრულიყო შუამდგომლობა მთავრობასთან, რათა ხსენებული მასწავლებელი დაებრუნებინათ სამსახურში. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918ს წლის ნიკოლოზ ბარნაბიშვილის პირადი საქმის მიხედვით, სასულიერო გიმნაზიისა და სასულიერო სემინარიის შეერთების შემდეგ სასულიერო სემინარიის ყველა მოხელე-მოსამსახურე მე-8 გიმნაზიის შემადგენლობაში მიიღეს. ნიკოლოზ ბარნაბიშვილს, როგორც თვითონ წერს, უმიზეზოდ აცდევინებდნენ და თანამდებობის დასაკავებლად უცხო პირს ეძებდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს სკოლის სპეციალური თანხიდან 440 მანეთი სთხოვა.