საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19584

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძემ სტალინს მისწერა, რომ საჭირო იყო „წერა–კითხვის წიგნთსაცავისა“ და საისტორიო–საეთნოგრაფიო ბიბლიოგრაფიის წიგნადი ფონდების შევსება გატანილი წიგნების დაბრუნებით, ფონდების შემოწმება ელენე კარიჭაშვილისა და იროდიონ სონღულაშვილის მონაწილეობით და ასევე საგანგებოდ შერჩეულ კომისიისგან ამ ფონდების დაცვისა და გამოყენების საკითხის მოგვარება.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს სტალინისადმი მიწერილ წერილში ქრისტინე შარაშიძემ აღნიშნა, რომ ყოფილი „წერა–კითხვის წიგნთსაცავისა“ და საისტორიო–საეთნოგრაფიო ბიბლიოგრაფიის წიგნადი ფონდების მდგომარეობა მრავალი ქართველი მეცნიერის აზრით არადამაკმაყოფილებელი იყო და საჭიროებდა სასწრაფო ზომების მიღებას.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს სტალინისადმი მიწერილ წერილში ქრისტინე შარაშიძემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი 10 წლის მუშაობამ ახლოს გააცნო ყოფილი „წერა–კითხვის წიგნთსაცავისა“ და საისტორიო–საეთნოგრაფიო ბიბლიოგრაფიის წიგნადი ფონდების მდგომარეობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სეით იაშვილის თხოვნა „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემის გადაცემის შესახებ. გამგეობამ ეს თხოვნა დააკმაყოფილა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ელენე ტუსენ-შარაშიძეს თბილისიდან საფრანგეთში გაუგზავნა წერილი და შეატყობინა, რომ დავით შარაშიძის გარდაცვალებას დედას არ უმხელდნენ, ასევე სთხოვა მოეწერა დავითის ავადმყოფობის ისტორია.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ელენე შარაშიძისთვის თბილისიდან საფრანგეთში გასაგზავნი წერილი დაწერა, რომელშიც წერდა, რომ დავითის გარდაცვალების ამბავს დედას (ნინო ქიქოძეს) არ ეუბნებოდნენ და თვითონ კი ძმა ბოლოს 14 წლის წინ ნახა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოდანახეს სკოლის მასწავლებელ ერასტი როდონაიას უწყება, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის ერობა საზოგადოების სკოლის თავის გამგეობაში მიღებას დათანხმდა და ამისთვის პასუხის დეპეშით დაბრუნება ითხოვა. სკოლაში 45 მოსწავლე იყო: I განყოფილებაში – 20, II-ში – 10 და III-ში – 15. გამგეობა წინადადებას დაეთანხმა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ელენე შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში ქრისტინე შარაშიძეს დეპეშით დავით შარაშიძის გარდაცვალება შეატყობინა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 3 მაისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი იყო და ცდილობდა, რომ საქმიანი შეხვედრები ქართული საქმისთვის სასარგებლოდ გამოეყენებინა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 თებერვალს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ კირიონ მაღლაკელიძისთვის მოკითხვის წერილი გაეგზავნა. შალვა მაღლაკელიძემ წერილში ვიქტორ ნოზაძეც ახსენა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 თებერვალს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი გამომცემლობის დაარსებას აპირებდა. შეატყობინა, რომ ირაკლი ბაგრატიონისგან პასუხს ელოდა და პარალელურად სხვადასხვა პირებს ხვდებოდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 5 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიაში გამომცემლობის დაარსებას აპირებდა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ლ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ ქართველ ემიგრანტებს შორის კონკრეტული პირები უღირსად იქცეოდნენ.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ელ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ ქართული ემიგრაციის საქმიანობით უკმაყოფილო იყო, ამიტომ მათ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ელ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ გერმანიის მმართველმა წრეებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ნდობა გამოუცხადეს უპასუხისმგებლო პირებს: კერესელიძეს, მიხეილ კედიას, გრიგოლ ალშიბაიასა და სხვებს.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 17 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ დავით მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პირველ საველე ბატალიონს მის ნაცვლად გაჰყვა. მაღლაკელიძის თქმით, ბატალიონში ბევრი კარგი ყმაწვილი იყო.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 17 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს სთხოვა, რომ მის მიერ გაგზავნილი წერილი ანდრია ქურციკიძისთვის საფრანგეთში გადაეგზავნა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 6 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ ვიქტორ ნოზაძის მოწვევის შესახებ მოთხოვნა შესაბამის უწყებაში გაგზავნა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის დეკემბერში შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს ურჩია, რომ ოსტმისტერიუმში შესულიყო.

1918

ტიპი: ავტორობა

რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრი მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი 1918 წლის 19 დეკემბერს ონიდან გაგზავნილ წერილში განათლების სამინისტოს სთხოვდა ეცნობებინა, მიმდინარე წელს ჯარში გაწვეულ სახალხო მასწავლებლებს ენახებოდათ თუ არა ადგილი ჯამაგირით.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წლის შალვა მაღლაკელიძის მოგონებების მიხედვით, ქუთაისში სონია ტვეციშვილის სახლს ხშირად სტუმრობდნენ ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი დავით მესხი, მისი მდივანი ნუცა ჩოდელიძე და აკაკი წერეთელი.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წლის 28 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ იასონ გელოვანმა ოპერაცია ვერ გადატანა და 1920 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ლიზა ვარლამოვაც მალევე დაიღუპა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ ივლისს მთავრობის საქმეთა მმართველმა ი. ჯაფარიძემ განათლების სამინისტროს კანცელარიას მისწერა, რომ კანონპროექტი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა სასწავლებლისთვის ერთგვარი პრინციპის დამყარებისთვის სკოლის მართვა-გამგეობაში მთლიანობის დაცვის მიზნით მოიწონეს და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარედგინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 26 ივნისს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძემ მინისტრთა საბჭოს ეროვნული საბჭოს წინაშე შუამდგომლობა სთხოვა, რათა სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებული ყველა სახელმწიფო და კომერციული სასწავლებელი განათლების სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ გადასულიყო.