რეგისტრირებული ფაქტები19697
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1948
ტიპი: ავტორობა
1948 წლის 27 ოქტომბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ამერიკელების ზეგავლენით ესპანეთში გერმანიიდან და იტალიიდან არავის უშვებდნენ. იქ მყოფი ცნობილი ფაშისტები და ნაციონალ-სოციალისტები სამხრეთ ამერიკაში გაგზავნეს. გადასახლების პროცესში ამერიკელებს ესპანელები დაეხმარნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 28 ივლისს ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერეს პასუხი დამფუძნებელი კრების სახალხო კომისიის წინაშე აღძრულ შუამდგომლობაზე – მიმდინარე წლის 7 იანვრის, N 35. აუწყეს, რომ სახალხო განათლების სამინისტროს დრო სჭირდებოდა, რათა სამშენებლო ფონდისთვის თანხა მოეძიებინა, ამიტომ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
თელავის სომხური გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის (1918 წლის 7 ნოემბერს) 26 ოქტომბრის N22-ით მიწერილი წერილის პასუხად აცნობეს, რომ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარი გამგის განკარგულებით, ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული არ იციან მიღებულ იქნან გიმნაზიაში ერთი წლის ვადით მხოლოდ იმ აუცილებელი პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში ისინი უეჭველად მოემზადებიან მშობლიურ ენაზე სწავლის გაგრძელებისთვის. ხელს აწერდნენ: კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ბერძნიშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის მოხსენება „დედა ენის“ II ნაწილის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობა პრინციპულად დაეთანხმა ამ საკითხს და განხორციელება პრეზიდიუმს დაავალა.

