რეგისტრირებული ფაქტები19697
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პირველი დამფუძნებელი კრების დადგენილება საშუალო განათლების სავალდებულობის შესახებ გულისხმობდა, რომ განათლება საქართველოს რესპუბლიკის ყველა სასკოლო ასაკის მოქალაქისთვის, ორთავე სქესისთვის იყო სავალდებულო და უფასო. ვინც არ ისურვებდა სკოლაში სიარულს რესპუბლიკა მათზე განსაკუთრებულ კონტროლს აწესებდა. სწავლების ორგანოდ პირველდაწყებითი სახალხო სკოლა (4 წლიანი კურსით), ხოლო სასკოლო ასაკად 7-11 წლის ბავშვი ითვლებოდა. ამ საფეხურზე სკოლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის განათლებას იძლეოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისს ხოტევის სასწავლებლის გამგე-მასწავლებელმა ათანასე გაგოშიძემ განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა სია მისდამი რწმუნებული სკოლის იმ მოსწავლეებისა, რომლებიც მომდევნო კლასში გადავიდნენ და მათი, ვინც სკოლა დაამთავრა. წლის დასაწყისში პირველ განყოფილებაში ირიცხებოდა 43 მოსწავლე, მეორეში – 35, მესამეში – 28, მეოთხეში კი – 16. მოსწავლეებმა სკოლას თავი დაანებეს „ისპანკისა“ და ტიფით ავადმყოფობის, ასევე ცხოვრების გაძვირების გამო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაჟდენ ხუციშვილის თხოვნა, რომ გარდა მის მიერ უკვე მიღებული ჰონორარისა (1200 მან.) 50 ცალი ფიზიკის სახელმძღვანელო მიეღო. გამგეობის დადგენილებით, მას 20 ცალი ფიზიკის წიგნი გადაეცა.
1962
ტიპი: ავტორობა
1962 წლის 5 თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ევგენი ხარაძეს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო სამხრეთ საქართველოს შესახებ თავისი ნაშრომის რამდენიმე ფურცელი ნაჩქარევად დაწერა და მათი დაბრუნება სთხოვა შესამოწმებლად და შესავსებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაბეჭდვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 3 მაისს რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრი მალაქია გობეჯიშვილი ონიდან პასუხობს განათლების სამინისტროს, რომ დაბალი საფეხურის სასწავლებელი ბავშვს უნდა აძლევდეს საზოგადო განათლებას, რადგან სპეციალური ცოდნის მიღება 7-10 წლის ბავშვისთვის შეუძლებელია. სწავლა 3 წელი უნდა გრძელდებოდეს პირველდაწყებით სკოლაში, ხოლო 4 წელი – უმაღლეს პირველდაწყებით სკოლაში.
ტიპი: ავტორობა
მარლენ დავითაშვილის თანამებრძოლმა მარლენის მშობლები შვილის საფლავის სანახავად უკრაინაში მიიწვია.
ტიპი: ავტორობა
ნინო ანდრონიკაშვილმა შეადგინა სია წიგნებისა, რომელიც უნდა გაეგზავნათ სიღნაღში გასაყიდათ.

