რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს პ. ლორიამ ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 2 მანეთის წიგნები შესწირა, სერგო ივანოვმა – 14 მანეთის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბერს სასამართლო პალატას ერასტი ასათიანის საქმე უნდა განეხილა. მას რვა წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გოგია ჟორდანიას, შალვა ორაგველიძესა და ჯიმშერ ფირცხალაიშვილს ბათუმის გუბერნატორისა და სხვების გაძარცვა ედებოდათ ბრალად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში გაბრიელ ტორაძის ოჯახს მუქარის წერილი მისწერეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში დავით ჟღენტმა სტუდენტი იმნაძე დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს გოგია ჟორდანიას საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს დათიკო მესხმა ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 9 მანეთის ქართული წიგნები შესწირა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ დიდიძე, შალვა ორაგველიძე და ჯიმშერ ფირცხალაიშვილი სოსე და ნიკოლოზ ქიქოძეებს უნდა დაეცვათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ივანე კალანდაძემ ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს მანეთი შესწირა, ილარიონ მგელაძემ – 10 შაური.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ბ. ტელეჟინსკის თბილისში წყლის მილების გაყვანილობა უნდა შეემოწმებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს ნოე ჟღენტის საქმე უნდა განეხილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ბ. ბუტკევიჩის თავმჯდომარეობით თბილისში წყლის მილების გაყვანილობა უნდა შეემოწმებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 ნოემბერს ქალაქის საბჭომ დააკმაყოფილა მერჟევსკის თხოვნა და სიღარიბის გამო 450 მანეთი გადასცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ქუთაისში, სამსონ თოფურიას ამბულატორიაში, გადამდები სენით დაავადებულებს არ იღებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში ლანჩხუთში მ. მდივნის მონაწილეობით „ტარიელ მკლავაძე“ უნდა დაედგათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის საოსტატო სემინარიის პედაგოგ გიორგი უთურგაულს „სტატსკი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს პატიმარმა ვასილ სურკოვმა საგუბერნიო სატუსაღოდან გაქცევა სცადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ნოემბერს ქართულ დასს ბათუმში უნდა წარმოედგინა ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ფ. გერატი და მ. კოგანი ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში მუშაობდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი გაბო ბოჭორიშვილის სტატიის მიხედვით, ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ქალაქის მიერ შეწირული ფული და ადგილი ჰქონდა შენობის ასაშენებლად.

