რეგისტრირებული ფაქტები19147
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის აგვისტოში დამფუძნებელი კრების სხდომაზე სპირიდონ კედიამ წაიკითხა მოხსენება აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ, ისაუბრა ანტიქართულ განწყობაზე, რომელსაც რუსეთის აგენტების აქტიური პროპაგანდა ქმნიდა და დაასახელა მიზეზები, რომელთა გამოც პრობლემების მოგვარება ჭიანურდებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხელოსანთა კლუბში გამართულ სამხედრო სამინისტროს სადარაჯო ჯარისკაცთა კონცერტის დაწყებამდე პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილმა წარმოთქვა სიტყვა „ჯარი და სიმღერა“, რომელსაც საზოგადოება ხანგრძლივი ტაშით შეხვდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 ივლისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ საქართველოს ტყის შესახებ დაბეჭდილ გ. პახარის სტატიაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რესპუბლიკის ფარგლებში შედიოდა 2 000 000 დესეტინა (საზომი ერთ. ძველ რუსეთში, უდრის 1, 09 ჰექტარს) ტყე, ხოლო მთლიანად ამიერკავკასიაში – 3 826 890.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის ივლისში ქობულეთში გამართულ სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა მემედ-ბეგ აბაშიძე. მან მიმოიხილა საქართველოს წარსული და ისაუბრა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი ხელს არ შეუშლიდა სამუსლიმანო საქართველო ფართო ავტონომიით შეერთებოდა დამოუკიდებელ საქართველოს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მილიციის უფროსმა ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც მილიციელებს სამუშაო საათებში რესტორანში შესვლა და სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება ეკრძალებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით მკაცრად დაისჯებოდნენ და სამსახურიდან დაითხოვდნენ.
1934
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი, რომელმაც შავი ქვის საფუთო გადასახადის (1 ფუთი, მასის ერთეული, ტოლია 16,38 კგ. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე) 5 კაპიკამდე გაზრდა მოითხოვა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორის წერილი ინგლისის პრემიერ-მინისტრ დევიდ ლოიდ ჯორჯისადმი. წერილი ეხებოდა ინგლისის გადაწყვეტილებას საქართველოს ჯარის მდინარე ბზიფის აქეთ დახევის შესახებ და ამით დემარკაციული ხაზის გავლებას მოხალისეთა ჯარსა და კავკასიის რესპუბლიკებს შორის. გეგეჭკორი ითხოვდა გარანტიებს, რომ ქართული ჯარის უკან დახევის შემთხვევაში მოხალისეთა ჯარები თავს არ დაესხმებოდნენ მათ. ის გამოსავალს გაგრის ოლქის ნეიტრალიზაციასა და იქ მოკავშირეთა ჯარის ან პიკეტის დაყენებაში ხედავდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იმის გამო, რომ ხშირი იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, გადასახადთა და სახელმწიფო ხაზინის სამმართველოს უფროსმა ვირსალაძემ ხაზინაში მოხელეების მორიგეობის გამკაცრების შესახებ ბრძანება გამოსცა.

