საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32724

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 14 ოქტომბერს ლუკა კოსტავა, ლუარსაბ კოსტავა, სარდიონ გამგონეიშვილი და კიდევ ოთხი ქალი ქუთაისში დაუპირისპირდა ურიების ბრბოს, რომელიც ახალგაზრდა შეშლილ ქალს აწვალებდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში ურიებთან დაპირისპირების დროს პოლიციელებმა – სვიმონოვმა და მგალობლიშვილმა – ებრაელ ხანანაშვილის დაშავების გამო გრიგოლ ფორჩხიძე დააკავეს. აჯანყებულების დაჟინებული მოთხოვნით ფორჩხიძე მაშინვე გაათავისუფლეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს არჩილ ჯორჯაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, სალიტერატურო ფონდის პენსია მისთვის 1 ნოემბრიდან აღარ გაეგზავნათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში აპოლონ წულაძემ ქუთაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავალებით მეფუტკრეობის სახალხო წიგნაკის შედგენა დაასრულა და განსახილველად საზოგადოების წიგნების გამომცემელ სექციას წარუდგინა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ელენე ბახტაძემ და ილია ბახტაძემ ხონში ქალ-ვაჟთა პირველდაწყებითი სკოლა დააარსეს, რომელიც შემდეგ პროგიმნაზიად გადაკეთდა. დასავლეთ საქართველოში ასეთი ტიპის სკოლა ერთადერთი იყო, ამიტომ საზოგადოების დიდ ყურადღებას იმსახურებდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლის ბიბლიოთეკას იაკობ გოგებაშვილმა თავისი გამოცემული 71 წიგნი გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ნოემბრიდან ქუთაისში პეტრე წულუკიძისა და ალექსანდრე შარაშიძის რედაქტორობით ყოველკვირეული სამეურნეო და საზოგადო ჟურნალი „სასოფლო გაზეთი“ უნდა გამოსულიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბერს შავი ქვის საბჭოს სადგომში დანიშნული იყო ქალთა წრის კრება, რომელსაც ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გიორგაძეს გაზეთ „ფონში“ მთავრობის საწინააღმდეგო წერილის მოთავსება ედებოდა ბრალად, რისთვისაც სამოსამართლო პალატამ 4 თვით დააპატიმრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში საგუბერნიო სატუსაღოში პატიმარმა სილიბისტრო დევდარიანმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, მაგრამ მისი გადარჩენა შეძლეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩხუთში აკაკი წერეთლის მონაწილეობით საღამოს გამართვა გადაწყვიტეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლა ივანე გომართელმა შეამოწმა და იაკობ გოგებაშვილს ელენე ბახტაძის წარმატებული მუშაობის შესახებ აცნობა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჩოხატაურში მხოლოდ ერთი ექიმი, მელიტონ არეშიძე იყო, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა. რაიონში 3-4 ექიმი მაინც იყო საჭირო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს მთავრობამ ელენე ბახტაძის მიერ ხონში დაარსებული პროგიმნაზია დახურა. იმავე წლის შემოდგომაზე ბახტაძე განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩილ ჯორჯაძე სალიტერატურო ფონდის პენსიას ორი წლის განმავლობაში იღებდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ამხანაგობა „კულტურას“ ნოე ჟორდანიას თხზულებათა მეორე ტომი უნდა დაერიგებინა ხალხისთვის, მაგრამ დაპირება არ შეასრულა. 

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 16 ოქტომბერს პოლიცმეისტერმა სვიმონოვმა შეიტყო, რომ ქრისტიანები ქუთაისის ბაზარში ურიებს დაუპირისპირდნენ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 16 ოქტომბერს პრისტავი მიქელაძე ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს ბრბომ გადათელა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 16 ოქტომბერს ურიების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს ურიების უბანში 108 სახლი გაანადგურეს. მასში მონაწილეობდნენ: გრიგოლ კანდელაკი, რ. მეგრელიძე, ა. ავთანდილოვი, გრიგოლ ოქოევი, კ. ერისთავი, ნ. გაბადაძე, ი. დათაშვილი და გ. ნიშნიანიძე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისში ურიებთან შეტაკების დროს ლუკა კოსტავას გარდაცვალების ფაქტს გამომძიებელი ყიფიანი იძიებდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს აფრასიონ ლოსაბერიძე, ნ. გაბადაძე, გრიგოლ ოქოევი-საღონიაშვილი, ი. დათიაშვილი, გ. ნიშნიანიძე, გ. მურადოვი და ა. ავთანდილოვი ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააკავეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებულ სამეცნიერო წრეს მიზნად ჰქონდა საქართველოს წარსულისა და აწმყოს შესწავლა. წრის ხელმძღვანელი იყო ივანე ჯავახიშვილი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პოლიციის უფროსმა შერვაშიძემ ძეწმანში ორი ყაჩაღი შეიპყრო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში ნ. ს. სამნიაშვილს ქართულ ენაზე ყოველთვიური ჟურნალის „მწიგნობარი ქვეყნის“ გამოცემის ნება დართეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ბუაძემ ეგნატე ნაცვალოვს ცილისწამებისთვის უჩივლა.