რეგისტრირებული ფაქტები33131
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 თებერვალს მეთოდე კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობისა და სკოლის წლიური ანგარიში მთავარ გამგეობას გაუგზავნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს განოვის ქუჩაზე თავადაზნაურობის სახლის მესამე სართულიდან მუშა გულაბ ოგანესიანცი გადმოვარდა. დაშავებული სამკურნალოდ მიხეილის საავადმყოფოში გაგზავნეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს კ. თავართქილაძე საჭილაოში ჩავიდა და მოსახლეობას აბრეშუმის ქარხნის გახსნაში დახმარება სთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქურდმა, რომელიც ივანე ქერქაძის დუქანში აპირებდა შესვლას, კოსტა ქერქაძე მუხლში დაჭრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ადვოკატი ალ. ქოჩაქიძე სოჭში დაზარალებულ მეგრელ მედუქნეებს იცავდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 7 ნოემბერს ინსტიტუტის ქუჩაზე აღათი ბერეჟინისას სარქისა პეტრუსოვმა საფულე მოჰპარა. პეტრუსოვი პოლიციამ დააკავა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 მარტს მეთოდე კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბაქოს განყოფილების გამგეობის 1916 წლის ანგარიში, წევრთა სია და კრების ოქმი გაუგზავნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ახალ თეატრში ვერდის ოპერა „რიგოლეტო“ დაიდგა. ჰერცოგის როლს რუბენშტეინი ასრულებდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 სექტემბერს გიორგი ლასხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ მოხსენება გააკეთა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს გრიგოლ ქებაძემ და ალექსი ალხაზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიში განიხილეს და გამგეობის წევრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ყარსის რკინიგზის მშენებლობის ხელმძღვანელი, უფროსი ინჟინერი ვურცელი მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განსახილველად პეტერბურგში მიიწვიეს გზათა მინისტრთან.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს გრიგოლ ქებაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე დაადგინეს, რომ 1914 წლის ანგარიშში საწევრო გადასახადი 432 მანეთის შეადგენდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს გრიგოლ ქებაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე დაადგინეს, რომ 1914 წლის ანგარიშში ნაჩვენები ხარჯთაღრიცხვა მცდარი იყო. ბაქოს განყოფილების წლიური შემოსავალი 8342.99 მანეთს შეადგენდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს გრიგოლ ქებაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე დაადგინეს, რომ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ბაქოში საზოგადოების არსებობას საფრთხე ემუქრებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ბათუმში გაზეთ „Каспий“-ის გამოწერა მათე ნიკოლაძის წიგნის მაღაზიაში შეიძლებოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს გრიგოლ ქებაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე დაადგინეს, რომ საჭირო იყო, თეატრალური წარმოდგენები კვირაში ერთხელ ბალახანშიც გაემართათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე რკინიგზის ტელეგრაფის თანამშრომელმა, ანოხინმა რკინიგზის უფროსს, ინჟინერ ვედენეევს საქონლის დასაწყობ 2 ვაგონში დინამო ელექტრონის საშუალებით განათების გაკეთების პროექტი წარუდგინა. პროექტი გზათა მინისტრმა მოიწონა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს გრიგოლ ქებაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე დაადგინეს, რომ გამგეობა დრამატულ კომიტეტს 500-ის ნაცვლად 1000 მანეთით უნდა დახმარებოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს გრიგოლ ქებაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე დაადგინეს, რომ გამგეობა მოზრდილთა შორის წერა-კითხვის გავრცელებაზე ნაკლებად ზრუნავდა. მდომარეობის გამოსასწირებლად ბაქოში სახალხო უნივერსიტეტის დაარსება იყო საჭირო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ფოთის საბაჟოს თავმჯდომარეს, ტერ-სტეფანოვს „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება უბოძეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში გამართულ წარმოდგენაზე ქუთაისის ბავშვთა მზრუნველი საზოგადოების სასარგებლოდ ვ. ი. აბრამოვიჩმა 5 მანეთი შესწირა, კორგანოვმა და დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძემ – 3-3 მან.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე შალვა გოგოლაშვილს დახმარების სახით 20 მანეთი გადასცეს.

