საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32292

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ სოფრომ გლახას ძე ტარუაშვილი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25 მაისს, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად, ანტონ იაკობის ძე ალექსეევს პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის ოქტომბერში ქუთაისში დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის თაოსნობით გაიხსნა სასწავლებელი ახალგაზრდა ქალებისთვის, რომელშიც წერა-კითხვა და სხვადასხვა ხელობა ისწავლებოდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგი მოსავალი ჰქონდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კალიის არსებობა იყო, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა მოსავალისათვის. ამიტომ თბილისის მაზრის უფროსის თანაშემწე ალ. აფხაზმა მოსახლეობასთან ერთად დაიწყო კალიის წინააღმდეგ სხვადასხვა ხერხით ბრძოლა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დაესწრნენ გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალის“ მეორე წარმოდგენას და აღფრთოვანებულები დარჩნენ ვასილ აბაშიძის, ელენე ყიფიანისა და კონსტანტინე ყიფიანის მიერ შესრულებული როლებით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: მახარაძე, ნიკოლოზ კურდღელაშვილი, ნოე ხომერიკი და სერაპიონ რამიშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: სვიმონ ხუნდაძე, კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილი და ზ. ლომთათიძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ რიონის ლაშქრის ერთი ნაწილი გენერალ ალექსანდრე დანიბეგაშვილის (დენიბეკოვის) ხელმძღვანელობით დაუპირისპირდა ოსმალებს. ამ დაპირისპირების შემდეგ, 13 აპრილს გურიის მილიციამ დაიპყო ოსმალთა ბანაკები, რომლის დროსაც დაჭრილა პოდპოლკოვნიკი დიმიტრი მუსხელიშვილი (მუსხელოვი).

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 15 აპრილს ოზურგეთიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ივანე ოკლობჟიომ დაიპყრო ოსმალთა ჯარის სადგომი მუხაესტატე, მაგრამ ოსმალები ცეცხლს მაინც არ წყვეტდნენ, ქართველი ჯარისკაცები კი თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 14 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გაზეთ „Финансовое обозрение“-ში გამოქვეყნებული სტატია, რომ პეტერბურგში კავკასიიდან დაბრუნდა ინგლისელი ტექნოლოგი ჟ. გარტი, რომელსაც დავალებული ჰქონდა კავკასიაში მოეძიებინა ის ადგილები, საიდანაც შესაძლებელი იყო ნავთობის მოპოვება.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: შალვა სამსონის ძე კიკნაძე, მიხეილ გიორგის ძე აბაშიძე, ნ. კალანდაძე და რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: კონსტანტინე გიორგის ძე კასრაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გ. ლომჯარია და კალისტრატე ბიჭიას ძე ჯაფარიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე ყიფიანი, გიორგი ბერძნიშვილი, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა და ზაქარია გიორგის ძე ჯავახიშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, ნიკოლოზ იოსების ძე ბარნოვი და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს აბესალომ გიორგის ძე ბუკია, რომანოზ ბებიაშვილი, ალექსი გლახუას ძე ნაცვალაძე და გრიგოლ გორდეზიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას ესწრებოდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: იოსებ გლახას ძე ჯანგველაძე, თეოფილე ლეონტის ძე გოლიაძე, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: იაკობ სვიმონის ძე ზედგინიძე, ბარბარე ნიკოლოზის ასული ყიფიანი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი და ნ. კურდღელაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: იოსებ ანდროს ძე მერკვილაძე, ბარბარე იაკობის ასული ბრეგვაძე, ნინო ბეჟანის ასული ყიფიანისა და ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: ეკატერინე გრიგოლის ასული მესხი, ბართლომე ალექსანდრეს ძე კილაძე და ს. ტოროშელიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილს საზოგადოებისგან ეძლეოდა ერთდროული დახმარება, თვეში 2000 მანეთი, ქუთაისის სოციალური კომიტეტისგან კი – 15000 მანეთი. მას სხვა შემოსავალი არ გააჩნდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე მიხეილის ძე გომელაურის თხოვნა გამოცემული წიგნების ჰონორარის მიცემის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ივანე მიხეილის ძე გომელაურისთვის წიგნების მომავალში გამოცემისთვის ავანსად მიეცათ ნახევარი მილიონი მანეთი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუშეთის ჩიხის მცხოვრებთა რწმუნებულის ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, დუშეთის ჩიხის მცხოვრებთათვის, 23 კაცისთვის, იჯარის სახით მიეცათ დასამუშავებელი ფიქრის გორა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დუშეთის ჩიხის მცხოვრებთა რწმუნებულის, ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, დუშეთის ჩიხის მცხოვრებთათვის იჯარით მიეცათ დასამუშავებელი ფიქრის გორა, გასარკვევად გიორგი პაატას ძე მაჭავარიანისთვის გადაეცათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ათონის მთიდან დაბრუნდა ქართველი ბერი, ბენედიქტე, რომელმაც თან ჩამოიტანა ეტრატზე ნაწერი წიგნი, ოთხი სახარების შესახებ.