საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33131

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისში უნდა გაემართათ შორაპნის მაზრის შავი ქვის მრეწველთა კრება აბრამ გრიგოლის ძე ცეიტლინის თავმჯდომარეობით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბაქოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობაში გამართულ საკვირაო სკოლაში 28 ოქტომბერს დაიწყო სწავლა. პირველ და მეორე ჯგუფებში ალ. წულუკიძისა და მარიამ ჩიხლაძე ასწავლიდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში თბილისის სარევიზიო კომისიის წევრებმა ი. გ. მელიქოვმა და გ. მ. კოლუბანსკიმ შეიტყვეს, რომ დუქნებში ვაჭრები შეუმოწმებელ და დაუბეჭდავ სასწორის ქვებს ხმარობდნენ, რითაც მყიდველებს ზარალს აყენებდნენ. მათ აგენტებს უბრძანეს, ყურადღება მიექციათ ვაჭრებისთვის, რომ ყალბი სასწორებით ვაჭრობა აღარ გაგრძელებულიყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბრის ბოლოს დანიშნული გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაშიძისა და მკვლელობაში ბრალდებული მოდებაძის საქმე განსახილველად 7 იანვრისთვის გადაიდო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძემ ნიკო ნიკოლაძესთან ერთად სარწყავი არხები გააყვანინა, რითაც დიდად დაეხმარა ხონსა და მის ახლომდებარე სოფლებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მთავარ როლებს მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე ასრულებდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების „ციმბირელი“ და „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ რეჟისორი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო, ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს მარიამ ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნინო წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს პეტერბუგელი და მოსკოველი წიგნის მაღაზიის მეპატროეების, სტასულევიჩის, ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძისა და ა. შ. მონაწილეობით კავკავში კერძო ბიბლიოთეკა-სამკითხველო იხსნებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ოქტომბერს ბანძაში იასონ გაბილაიას ლექციის შემდეგ გუბერნატორისთვის შეადგინეს თხოვნა სამომხმარებლო საზოგადოების დაარსების შესახებ და წესდების პროექტები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს კიტა აბაშიძემ დროის უქონლობის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს შალვა დადიანის, ელენე ანდრონიკაშვილისა და დავით გამყრელიძის ინიციატივით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ბალახანში ორჯერ გაიმართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში კომპოზიტორ კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით დაგეგმილი საქველმოქმედო საღამო აკაკი წერეთლის გარდაცვალების გამო ჩაიშალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში გამართულ წარმოდგენაში „ღალატი“ ნინო დავითაშვილი მონაწილეობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში გამართულ წარმოდგენაში „მამულ-დედული“ ნინო ჩხეიძე და ივანე სარაჯიშვილი მონაწილეობდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული გიგა მებუკის სტატიის მიხედვით, ივანე სიმონის ძე შარაშიძე 30 წელი ემსახურებოდა ხონელებს და ბევრ კულტურულ საქმეში მონაწილეობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე სიმონის ძე შარაშიძის თაოსნობით ხონში დაარსდა მარინეს ქალთა სასწავლებელი, საქალაქო სკოლა და ღარიბებისთვის უფასო დაწყებითი სასწავლებელი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქეთევან ანდრონიკაშვილისა და თამარ გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ვლადიმერ ამაშუკელი და დავით გამყრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ი. ზერეკიძე და მიხეილ მარჯანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გიორგი მატარაძე და გრიგოლ პავლიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს არტემ ახობაძე და ვლადიმერ გეგეჭკორი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს დავით შველიძე და მიხეილ ჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ივანე საყვარელიძე და ნესტორ შავდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.