რეგისტრირებული ფაქტები19697
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველის სახელით გრიგოლ რობაქიძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას კანონპროექტის „საქართველოს სამზღვრებიდან გაძევებისა და სასამართლოს გარეშე დატუსაღების შესახებ“ უკან დაბრუნება შეატყობინა. საკითხი მთავრობის 3 ოქტომბრის სხდომაზე განხილვიდან მოიხსნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიას იუსტიციის სამინისტროსგან (საქმისმწარმოებლის მაგიერ ხელს აწერს დავით ნიკოლოზის ძე კელაპტრიშვილი) გაუგზავნა წერილი, რომელშიც N2891-ის წერილის საპასუხოდ ატყობინებდნენ, რომ სიკვდილით დასჯის კანონის ტექსტი გამოცხადებული იყო გაზეთ „Кавказ“-ის 9 ივლისის N140-ში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 ივლისს, 3 საათსა და 46 წუთზე იუსტიციის მინისტრმა შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასგან ტელეფონოგრამით (რომელიც გადასცა ალექსანდრე მიქაბერიძემ და მიიღო არტემ ახნაზაროვმა), მათ განკარგულებაში არსებულ ყველა დაწესებულებაში სიკვდილით დასჯის კანონის სასწრაფოდ გამოკვრის ბრძანება მიიღო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ივლისის საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ კომისიის დავალებით დაათვალიერა პუშკინის სახელობისა და სახალხო სახლის წიგნსაცავები, სადაც კომისიისთვის საჭირო წიგნები აღმოაჩინა, რომელთა გამოტანაც სასურველი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ს. ჯაფარიძემ სხდომის რეზიუმირებისას განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა შერეული ტიპის – ფრანგულ-შვეიცარულ სისტემას. სასურველი იყო ჩამოყელიბებულიყო შვეიცარული ტიპის ერთპალატიანი პარლამენტი. პრეზიდენტს განსაკუთრებული უფლებებით არ უნდა ესარგებლა. სამინისტროებს უნდა ჰქონოდა აღმასრულებელი ფინქცია და შეესრულებინა ის, რასაც პარლამენტი დაადგენდა. აღმასრულებელი უფლება იზღუდებოდა ადგილობრივ თვითმართველობათა უფლების გაფართოებით. დანაშაულის დროს თუ არ გადადგებოდა სამინისტრო, მიეცემოდა სამართალში.

