რეგისტრირებული ფაქტები32723
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონის პირველდაწყებითი სკოლის მოსწავლეებს უფასოდ დარიგებული ნერგებითა და თესლებით თავიანთ ბაღებში საუკეთესო ჯიშის ხეხილის მოშენება და ამ საქმეში მეზობლების დახმარება ევალებოდათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონის პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებლები მოსახლეობას ვენახის მოვლას ასწავლიდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს გაზეთ „კვალის“ ნომრები ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სოფ. ლეღვანში სკოლის აშენების დროს ი. რ. მაისურაძემ მოსახლეობას ორსართულიანი ქვის შენობის აშენება ურჩია და საჭირო მასალებით დაეხმარებას შეჰპირდა. საზოგადოებამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ლეღვნის მოსახლეობამ დასკალ, ყარამან და ვლადიმერ მაღრაძეები სკოლისთვის მიწის შეწირვის გამო წვრილი სასოფლო ხარჯებისგან გაათავისუფლა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს საქართველოში მყოფი აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლის მოადგილე ვექილოვი შეხვდა მოკავშირე ქვეყნების უმაღლეს კომისარს ამიერკავკასიაში, პოლკოვნიკ ჰასკელს და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ სომხეთის მთავრობა გულგრილი ვერ დარჩებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერთა შორის 23 ნოემბრის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის მიმართ.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა „მთის ოკრუგის“ მმართველ გრიგოროვს იმის გამო, რომ ის სამაგალითოდ მართავდა თავის გამგეობას.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა გორის მმართველს, თ. ერისთავს, იმის გამო, რომ ის სამაგალითოდ მართავდა თავის გამგეობას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო პირველი, რომელმაც 1878 წელს განაახლა ქართული დრამატული ამხანაგობის მუშაობა სცენაზე და პირველ წლებში დასს დროებითი კომიტეტის დახმარებით ხელმძღვანელობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა ქართული დრამატული საზოგადოების დასისთვის შეკრიბა ახალი ნიჭიერი მსახიობები. მისი სახელი ქართული სცენის ისტორიაში არავის დაავიწყდებოდა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“, რომელიც ილია ჭავჭავაძემ პეტრე გიორგის ძე ნაკაშიძეს მიუძღვნა.
1802
ტიპი: ღონისძიება
1802 წლის 12 აპრილს თბილისის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ იქნა წაკითხული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი საქართველოს რუსეთთან საბოლოო მიერთების შესახებ.
1802
ტიპი: ღონისძიება
1802 წლის 20 მაისს ინგლისელი ოსტატები ვიკარი და მაკკევინი საქართველოში გამოაგზავნეს ქვანახშირის საბადოების აღმოსაჩენად და სამთო წარმოების გასავითარებლად.
1802
ტიპი: ღონისძიება
1802 წლის 22 ნოემბერს შოტლანდიელები, ბრონტონი და ვიმორსი, კავკასიის მხარეში დასახლდნენ.
1803
ტიპი: ღონისძიება
1803 წლის 22 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი ჯავად-ხან განჯელის წინააღმდეგ გამოვიდა.
1803
ტიპი: ღონისძიება
1803 წლის 2 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი გრიგოლ კაციას ძე დადიანი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის 22 ოქტომბერს გენერალ-მაიორ პეტრე დანიელის ძე ნესვეტაევმა საქართველოზე გამავალი კავკასიური ხაზი აღადგინა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის ოქტომბერში პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა სამხედრო ექსპედიცია მოაწყო ოსეთში.
1803
ტიპი: ღონისძიება
1803 წლის დეკემბერში გენერალ-ლეიტენანტ პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა განჯა ალყაში მოაქცია.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის 30 ივნისს რუსებთან ბრძოლაში, რომელიც ერევანთან გაიმართა, სპარსებს ხელმძღვანელობდა აბას-მირზა.
1805
ტიპი: ღონისძიება
1805 წლის 12 ივნისს პოლკოვნიკმა პავლე მიხეილის ძე კარიაგინმა სპარსთა ჯარის წინააღმდეგ გაილაშქრა ყარაბაღში.
1805
ტიპი: ღონისძიება
1805 წელს რუსთა ჯარმა ციციანოვის ხელმძღვანელობით ყარაბაღში შემოჭრილი ბაბა-ხანის თავდასხმა მოიგერია.

