საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33131

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდმა კერზონმა ინგლისის სახელით წინადადებით მიმართა მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. ლორდ კერზონის წინადადება უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 იანვარს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით მის კაბინეტში გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასამართლო პალატის და თბილისის ოლქის სასამართლოს საპროკურორო ზედამხედველობის წევრებმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ ინგლისის მთავრობისგან მიიღო ცნობა საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აქტი მოიტანა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და მიულოცა მათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მადლობა მოახსენეს დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპს საქართველოს დამოუკიდებლობის მოლოცვისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს, 13 სააათზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის მასწავლებელთა ყრილობის წევრებთან ერთად მთავრობის სასახლესთან მოვიდა ეროვნული დროშებით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს საქართველოს განათლების მინისტრმა ნოე რამიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მთავრობის სასახლის აივნიდან სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ მასწავლებლებს და აღნიშნა მათი როლი ამ საქმეში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს დამფუძნებელი კრების წევრი ალექსანდრე ლომთათიძე საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მთავრობის სასახლეში დამფუძნებელი კრების სახელით სიტყვით გამოვიდა და დემოკრატიის როლზე ისაუბრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს დიპლომატიური მოღვაწე აკაკი ჩხენკელი ხალხის თხოვნით მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი ხალხის სურვილით მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში იდგმებოდა ოპერა „ფრა-დიავოლო“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს გაზეთ „საქართველოს“ რედაქციას დილიდან ესტუმრნენ ვასილ ბარნოვი, მოსე ჯანაშვილი, ია კარგარეთელი, ნიკო თავდგირიძე, სიმონ ესაძე და სხვები და მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა საფრანგეთის სამხედრო კომისიის მეთაური დე ნონანკური და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ქაიხოსროს ძე წულუკიძეს გადასახდელი ჰქონდა 1833 მანეთი და 36 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს საოლქო სასამართლოს დარბაზებში მყოფ, ახლად დანიშნულ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძეს სიტყვით მიმართა სასამართლო მოხელე ა. შანშიაშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აცნობა, რომ სროლის დროს დაიჭრა ცნობილი ყაჩაღი გოგია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მომარაგების მინისტრმა გიორგი პავლეს ძე ერაძემ ფირმა „კოსმოსის“ მიერ 1920 წლის იანვარში სამხრეთ ამერიკიდან გამოსაგზავნი 4 000 ტონა პურისთვის გახსნა აკრედიტივი ლონდონში იტალიურ-კავკასიური ბანკის და მისი დირექტორის დ. აფხაზის მეშვეობით.

1803

ტიპი: ღონისძიება

1803 წლის პირველ თებერვალს გენერალ-ლეიტენანტი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი თბილისში ჩამოვიდა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წლის 11 ივლისს რუსეთის ჯარმა გენერალ-ლეიტენანტ პავლე დიმიტრის ძე ციციანოვის ხელმძღვანელობით ლაშქრობა მოაწყო მდინარე არაქსზე და ბაბა-ხანს ყარაბაღში დაუხვდა.

1809

ტიპი: ღონისძიება

1809 წლის 15 იანვარს ფოთი გენერალ-მაიორ დიმიტრი ზაქარიას ძე ორბელიანის ჯარებს დანებდა.

1813

ტიპი: ღონისძიება

1813 წლის პირველ იანვარს გენერალ-მაიორმა პეტრე სტეფანეს ძე კოტლიარევსკიმ შტურმით აიღო ლენქორანი.

1813

ტიპი: ღონისძიება

1813 წლის იანვარში გენერალ-მაიორმა პეტრე სტეფანეს ძე კოტლიარევსკიმ თალიშის სახანო დაიპყრო.

1819

ტიპი: ღონისძიება

1819 წელს გენერალ-მაიორმა ვალერიან გრიგოლის ძე მადათოვმა თაბასარანი დაიპყრო.

1819

ტიპი: ღონისძიება

1819 წელს გენერალმა ალექსი პეტრეს ძე ერმოლოვმა სამხედრო ექსპედიცია მოაწყო დაღესტანში.