რეგისტრირებული ფაქტები33131
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1820
ტიპი: ღონისძიება
1820 წელს გენერალ-მაიორ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა აჯანყება ჩაახშო იმერეთსა და გურიაში.
1820
ტიპი: ღონისძიება
1820 წელს გენერალ-მაიორმა ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა ავარიის ყოფილი ხანის, სულთან ახმედის წინაამღდეგ გაილაშქრა.
1826
ტიპი: ღონისძიება
1826 წლის 13 სექტემბერს პოლკოვნიკმა პეტრე ფონ დისტერლომ სადამსჯელო ოპერაცია მოაწყო თაბასარანში.
1828
ტიპი: ღონისძიება
1828 წლის 15 აგვისტოს გენერალ-მაიორმა ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძემ ბაიაზეთი აიღო.
1826
ტიპი: ღონისძიება
1826 წლის 13 სექტემბერს გენერალმა გიორგი იესეს ძე ერისთავმა ჭარელი ლეზგინების წინაამღდეგ გაილაშქრა.
1832
ტიპი: ღონისძიება
1832 წლის 12 მარტს გენერალ-ადიუტანტმა გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენმა სამხედრო ექსპედიცია მოაწყო ჩეჩნეთსა და დაღესტანში.
1845
ტიპი: ღონისძიება
1845 წლის 31 მაისს გენერალ-ადიუტანტმა მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვმა დაღესტანსა და ჩეჩნეთზე გაილაშქრა.
1846
ტიპი: ღონისძიება
1846 წლის 9 თებერვალს კავკასიის ოლქის სასწავლებელთა დირექცია კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდა.
1846
ტიპი: ღონისძიება
1846 წლის 15 ოქტომბერს გენერალ-ლეიტენანტმა ვასილ იოსების ძე ბებუთოვმა მარცხი აგემა შამილს ჩრდილოეთ დაღესტანში.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 5 ნოემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულება საქართველოს საეკლესიო მიწების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
1804
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის „კავკასიის კალენდრის“ ცნობით, 1804 წლის 10 ივნისს გენერალ-მაიორმა სერგეი ალექსის ძე ტუჩკოვმა სპარსები გიუმრიში დაამარცხა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს კანდელაკი ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ ბებერი თავადიშვილის როლს ასრულებდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გამყრელიძისა ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ კატოს როლს ასრულებდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 თებერვალს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებლის, თამარ გელოვანის გაკვეთილს დაესწრო და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის პირველ ნოემბერს ლუიზა ნიკიტას კონცერტზე დასასწრები ბილეთები პ. ლანკოს მაღაზიაში იყიდებოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 თებერვალს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებლის, მეთოდე კაკაბაძის გაკვეთილს დაესწრო და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში სპირიდონ ჭელიძე და იოსებ იმედაშვილი ოლღა ბეჟანიშვილის მიერ თარგმნილ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხს“ გამოსაცემად ამზადებდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 თებერვალს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებლის, ილია გოგიას გაკვეთილს დაესწრო და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს რაჟდენ ნაცვლიშვილმა სასკოლო კომისიის ანგარიშში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ქართულ სკოლაში 29 სხდომა გაიმართა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სპირიდონ ჭელიძემ და იოსებ იმედაშვილმა იაკობ ცინცაძის არაკი „რას იცინი?“ გამოსცეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისში ილია ჩიქოვანის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის ფინანსური კომისიის კრებაზე 1913 წლის ხარჯთაღრიცხვის პროექტი განიხილეს.

