საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19616

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „საქართველოს ეკონომიური წარმომადგენლობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რუსუდან ნიკოლაძე-პოლიევქტოვისას წერილი „სიტყვაზე და სიტყვებზე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ილია ივანეს ძე ფერაძის სტატია „წერილები მეგობართან ქართველ მუსულმანების შესახებ“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია „ქართველ ხელოვანთა საზოგადოება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 აპრილს სურამში გამართულ აკაკის საღამოზე კონსტანტინე გაგუამ წაიკითხა ლექცია აკაკის პოეზიის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის წერილი 6 და 18 აპრილს ხაშურსა და სურამში გამართული აკაკის საღამოს შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილმა ბაქოს ციხეში ქართულად თარგმნა რომანი „ლიუდოვიკო მეთოთხმეტე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ქიშვარდის ძე ქურიძის წერილი „ბაქოში აკაკის საღამო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს გაზეთ „ივერიის“ №226-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „როგორ ვრცელდება ჩვენში ქართული წიგნები“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ალექსი მირიანაშვილმა დაწერა პირველი თხზულება.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია საზოგადოება „იმედის“ შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ნიკოლოზის ძე დადიანის სტატია ფინიკიელებისა და მათი ცივილიზაციის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლავრენტი დავითის ძე ძიძიგურის ლექსი „სამი კითხვა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილის მიერ ნათარგმნი რომანის „ლიუდოვიკოს მეთოთხმეტე“ ცალკე წიგნად გამოცემა გადაწყვიტეს.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ჟურნალ „მოამბის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა კონსტანტინე ნიკოლაძის თარგმნილი დიკენსის მოთხრობა „რაშია ბედნიერება“.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წელს დუტუ მეგრელი აღნიშნავდა, რომ ნაშრომებს ქართულ ენაზე წერდა.

1868

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 ივნისს გაზეთ „დროებაში“ იოანე ბოდბელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ დადიანის წერილი „ობლის კვერი ძნელად გამოცხვება“ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფია მის ძმას ბაგრატს გადაუწერია.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 23 თებერვალს ალექსი მირიანაშვილმა დაამთავრა ავტობიოგრაფიის წერა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის გაზეთ „სამშობლოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ნიკოლაძის ფელეტონების სერია „ქართველი ქალი“ (ისტორიულ-შედარებითი მიმოხილვა).

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის ჟურნალ „ნიშადურში“ კონსტანტინე ნიკოლაძის ლექსი დაიბეჭდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ჟურნალ „ნიშადურის“ ოცდამეშვიდე ნომერში კონსტანტინე ნიკოლაძემ ნეკრასოვის ლექსის თარგმანი გამოაქვეყნა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის გაზეთ „საქართველოს“ მეშვიდე ნომერში კონსტანტინე ნიკოლაძემ ლექსი „დიდებულ მგოსანს" დაბეჭდა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ნიკოლაძის ლექსი.