საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19424

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მოსე ჯანაშვილს ნაშრომი „Абхазия и Абхазцы“ დაუწერია.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი მოსე ჯანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი რუსულად თარგმნილი ეპოპეა „ალღუზიანი“ გიორგი ბაევს გამოუცია ბერლინში.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის წერილი „წიგნები ს.-პეტერბურგიდგან“ ალექსანდრე ოსტროვსკის ახალი კომედიის, „კავკასიელი სასიძოების“ შესახებ, რომელშიც ქართველი პერსონაჟები უარყოფითად იყვნენ წარმოჩენილნი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების ცუდი მოღვაწეობის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 27 მაისს გაზეთ „დროებაში“ მ. ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის წერილი „წიგნი რედაქტორთან“ და რედაქტორ სერგეი მესხის პასუხი იმავე წერილზე.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 დეკემბერს „დროებაში“ ზაქარიძის ფსევდონიმით სოლომონ მგალობლიშვილის წერილი „უფ. შორაპნელის შენიშვნაზე“ დაიბეჭდა იმავე გაზეთის 44-ე ნომერში დავით ღამბაშიძის მიერ გამოქვეყნებული კორესპონდენციის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოკიმე კანდელაკის კორესპონდენცია აბაშის მახლობლად მიმდინარე სარკინიგზო სამუშაოების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ დეკანოზ დავით ღამბაშიძის „წიგნი რედაქტორთან“ გამოქვეყნდა, რომელშიც ავტორი უარყოფდა გავრცელებულ ხმებს, თითქოს იმერეთში მაღალი წოდების სასულიერო პირები აღსარებითი სიებისა და მეტრიკების სანაცვლოდ სასოფლო მღვდლებისგან ფულადი გასამრჯელოს გადახდას მოითხოვდნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ნიჟარაძის წერილი „ერთი მიზეზი სიღარიბისა“ სვანეთში მოღვაწე მღვდლებისა და მათი საქმიანობის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ ანტონ ფურცელაძის მიერ რედაქტორ სერგეი მესხისადმი მიწერილი ღია წერილი გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „დასაწყისი დასასრულისა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ა. ქარსიძის ღია წერილი სერგეი მესხისადმი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „საქართველო და სამხრეთ რუსეთი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ფარდა ახსნილია!“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დიმიტრი არაყიშვილის წერილი „ქართული სამუსიკო სკოლა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა ბერიძის წერილი „ბიბლიოგრაფიული ეტიუდები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ს. დარიანის (დარია ქაჯაია-ახვლედიანის) წერილი „ბოლშევიზმი და საქართველო“.

1967

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 20 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მოკლე მიმოხილვა სტეფანოს ორბელიანის სომხურად შედგენილი და მარი ბროსეს მიერ ქართულად თარგმნილი წიგნისა „ისტორია სიუნისა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის აპრილში პეტროგრადში დ. ჭიაბერაშვილმა რუსულ ენაზე გამოსცა „აკაკის სამახსოვრო კრებული“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 მარტს არტისტული საზოგადოების დარბაზში დაგეგმილ ლიტერატურულ დილაზე სოფრომ მგალობლიშვილს მოხსენება „მოგონებანი“ უნდა წაეკითხა, გრიგოლ რობაქიძეს – „აკაკის ქნარი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის თხზულების „წამების ზღვაზე“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „აკაკის დილა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ამბაკოს ძე ლომთათიძე ლექსი „ფშავურ ხმაზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 8 აპრილს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „მედეა“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილს სახალხო სახლის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის დასმა კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით ჰაუპტმანის „მეეტლე ჰენშელი“ წარმოადგინა.