საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ბაქოს განყოფილების მიზანი ბაქოელი ქართველებისთვის ეროვნული ინტერესების განმტკიცება იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ნოსირში რაჟდენ კირცხალიამ არაფხიზელ მდგომარეობაში ხანჯლით მოკლა ბიძაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატას არისტო მაქსიმეს ძე ჭუმბაძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს კარლო ჩხეიძის მომხრე ამომრჩეველთა რიცხვი 15-ს შეადგენდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თერაპევტი ე. გ. ფეოდოროვი პაციენტებს სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით 5-დან 7 საათამდე მიხეილის პროსპექტის N 144-ში იღებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ვერაზე, სლეპცოვის №13-ში, ზემელის აფთიაქის მახლობლად მდებარე არსენ მამულაიშვილის სკოლა-პანსიონი ბავშვებს საშუალო სასწავლებლებისთვის (გიმნაზია, რეალური და კომერციული სასწავლებლები, კადეტთა კორპუსი და სხვ.) ამზადებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 ივლისს, ჭიათურის თეატრში სპექტაკლ „ცხოვრების გმირი“ დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ ოთხმეზურმა დარბაზში 35 მანეთი მოაგროვა და ვლადიმერ მესხიშვილს საჩუქრად გადასცა პეტიას როლის კარგად შესრულებისთვის.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ა. ა. წერეთელს დრამატული საზოგადოების გამგეობამ ქართველ თავად-აზნაურთა თეატრი იჯარით მისცა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 ივლისს დ. ჩარკვიანის ინიციატივით ჭიათურის თეატრში „კრეჩენსკის ქორწინება“ და „სიდედრი მაია“ დაიდგა. სპექტაკლებში მთავარ როლს ვლადიმერ მესხიშვილი ასრულებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 ივლისს დ. ჩარკვიანის ინიციატივით ჭიათურის თეატრში „ცხოვრების გმირი“ და „დუელი“ დაიდგა. მთავარ როლს ვლადიმერ მესხიშვილი ასრულებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისში სათათბიროს დეპუტატის არჩევნები გაიმართა. გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე მოსახლეობას ვარლამ ლევანის ძე გელოვანისთვის ხმის მიცემა მოუწოდეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი დეპუტატად იყრიდა კენჭს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის შემოდგომაზე მიწათმოქმედების დეპარტამენტის დირექტორი ვ. ი. მასალსკი სახელმწიფო მიწების დასათვალიერებლად ბათუმის ოლქს ესტუმრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის შემოდგომაზე მიწათმოქმედების დეპარტამენტის დირექტორმა, ვ. ი. მასალსკიმ ბათუმში სტუმრობის შემდეგ მიწათმოქმედების მინისტრს ბათუმში ციტრუსების სანერგის მოწყობა ურჩია. მინისტრს მისი წინადადება მოეწონა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ რობაქიძემ ბაქოში წაიკითხა ლექცია შოთა რუსთაველის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ კონსტანტინე ერისთავის საქმე განიხილა. მას ორი წლითა და რვა თვით გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ ალექსანდრე ჯანელიძეს ეროვნული შემოქმედებისა და ეროვნული ბრძოლის შესახებ ორი კვირის წინ დაწყებული ლექციის კითხვა უნდა დაესრულებინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვალერიან შალიკაშვილის პიესის, „მოჭრილი მუხის“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნებართვა გასცეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ნოემბერს ქუთაისში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიას არტემ გვაზავას საქმე უნდა განეხილა. იგი თბილისის ნაფიც ვექილს, გიორგი გვაზავას უნდა დაეცვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ოქტომბრის ქუთაისის არჩევნებში ლეო ნათაძემ კიტა აბაშიძეზე მეტი ხმა მიიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ იასონ გაბილაიას უნდა წაეკითხა ლექცია „დანია, როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების სამეფო“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში ექიმისგან დანიშნულების მიღება 50 კაპიკი ღირდა, დღე-ღამეში საწოლი – 4 მანეთი. ღარიბებისთვის კი ერთი საწოლი უფასო იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჩოხატაურის ბოქაულმა სოფ. ფარცხმის მოსახლეობას ყაჩაღ ფ. ბერძენიშვილის დაჭერაში დახმარება სთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ჩხარში პლატონ ლეჟავას მეთაურობით სამომხმარებლო საზოგადოების დაარსება გადაწყვიტეს.