საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33131

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 ივნისს შიო დედაბრიშვილმა განათლებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტებს მთავარი გამგეობის სახელით მისწერა, რომ სენაკისა და ბორჯომის გამგეობებისთვის დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ ადგილობრივი რევოლუციური კომიტეტების მიერ ჩამორთმეული ქონება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ივნისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ განათლების კომისარიატის წევრებმა სენაკის გამგეობასთან შეუთანხმებლად გასცეს ბიბლიოთეკისა და საქსოვი სახელოსნოს მუშაობის ნებართვა. 

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ივნისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ სენაკის გამგეობას კუთვნილი ქონება ჩამოართვეს. დაიკეტა სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველო. მუშაობა შეჩერდა საქსოვ სახელოსნოსა და წიგნის მაღაზიაში. რევოლუციურმა კომიტეტმა ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის მდაბიო მოქალაქეთა მამასახლისს, ისმაილ პავლეს ძე გოგოლაშვილს ს. ფაღავას მოკვლის განზრახვა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიის გამგეს, იოსებ ივანეს ძე ოცხელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილისაგან ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემაზე ხელმოწერა ჰქონდა მინდობილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი მევენახეობისა და მეღვინეობის ზედმიწევნით შესასწავლად ხშირად მოგზაურობდა ავსტრიაში, იტალიაში, ესპანეთში, ალჟირსა და სხვა ქვეყნებში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 15 ოქტომბერს გრაფი ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი პეტერბურგიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ექიმ შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავას სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბერს ქუთაისში ანტონ აბულაძეს სახლის წინ დატოვებული სკამი მოჰპარეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბერს ქუთაისში კოლა ღოღობერიძეს წყლით სავსე ჭური მოჰპარეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ადგილობრივ თეატრში საღამო უნდა გაემართა. საღამოს ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივლისში გაზეთ „კვალის“ რედაქციამ კონსტანტინე გვარმაძის მიერ მესხეთში შეკრებილი „მესხური ანდაზები და გამოცანები“ მიიღო. წიგნში დაბეჭდილი იყო 600 ანდაზა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში მევენახეობისა და მეღვინეობის კომიტეტი უნდა გახსნილიყო. კომიტეტის უფროს სპეციალისტად კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილს ნიშნავდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ონში ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის 20-20 კაპიკი გაიღეს სტანისლავ ბაქრაძემ, სიმონ გოგროჭიანმა, გელო ბიძიშვილმა და არჩილ იოსების ძე ჯაფარიძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ოქტომბერს ვლადიმერ დემურიამ და გიორგი გამზარდიამ დავით კარიჭაშვილს მისწერეს, რომ სენაკის წიგნის მაღაზიაში ვაჭრობა შეფერხდა, რადგან მთავარმა გამგეობამ სახელმძღვანელოების გაგზავნა დაუგვიანა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის ხე-ტყის საწყობიდან ვლადიმერ არქიპოვმა ნ. მაღლაკელიძეს 9 მანეთი მოჰპარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ოქტომბერს ვ. სალაძემ და ფ. საბაშვილმა ი. ბიბიაშვილს ჯიბიდან 28 მანეთი ამოაცალეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ნ. ქობულოვისამ დარია ქავთარაძისას ერეკლე მეფის სახელობის ფონდისთვის ონში ფულის შეგროვების გამო მადლობა გადაუხადა გაზეთ „კვალში“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ბაზრის ზედამხედველმა მეპურეებს – არსენ კიკაბიძესა და ოსმანა აჯი-ოღლის პურის არსებულ ნიხრზე ძვირად გაყიდვისთვის ოქმი შეუდგინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ოქტომბერს ვლადიმერ დემურიამ და გიორგი გამზარდიამ დავით კარიჭაშვილს მისწერეს, რომ მათ სენაკის წიგნის მაღაზიისთვის კრედიტის გაზრდის შესახებ ცნობა არ მიუღიათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გამრეკლიძემ ქალიშვილის მოტაცების გამო ივანე სირაძის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 დეკემბერს ოლღა ხოფერიამ და გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობეს, რომ სენაკის განყოფილებაში სულ 191 წევრი იყო. მათ შორის ნამდვილი წევრი იყო 89, მუდმივი კი — 102. საწევრო ყველას გადახდილი ჰქონდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ფილიმონის ძე ქორელის ნათარგმნ დრამებს – „აღსარებასა“ და „ფიფის“ კავკასიის სცენებზე წარდგენის უფლება დართეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 სექტემბერს ქუთაისში პელაგია ჯაფარიძის მეუღლის მზარეულმა, იოსებ მელაძემ ჯაფარიძის სახლიდან 600 მანეთის ნივთები მოიპარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის ოქტომბერში დავით კარიჭაშვილმა სენაკის წიგნის მაღაზიაში საჭირო სახელმძღვანელოები გაგზავნა.