რეგისტრირებული ფაქტები33131
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებაში წიგნის მაღაზიიდან მიღებული მოგება 120.000 მანეთს შეადგენდა. თანხიდან 18668.25 მანეთი გამგეობას გადაეცა. მაღაზიის გამგეს 24000 მანეთი გადაუხადეს, გამგის დამხმარეს კი — 6000 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სენაკის განყოფილებიდან ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად 5000 მანეთი გამოიყო, ინვენტარის შესაძენად — 5000 მანეთი, ჟურნალებისა და წიგნების შესაძენად — 20000 მანეთი, სამკითხველოს გასათბობად — 3000 მანეთი, სენაკის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეს კი 16800 მანეთი მისცეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებაში შემოსავალი იყო 61323.40 მანეთი. მათ თანხა სრულად გასცეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დადგინდა, რომ სენაკის განყოფილებაში წიგნის მაღაზიიდან მიღებული მოგება 18668.25 მანეთს შეადგენდა, სეირნობებიდან და გასართობი ღონისძიებებიდან მიღებული თანხა — 5592.15 მანეთს, ხოლო საწევრო გადასახადის სახით 500 მანეთი იყო შესული.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის სახელობის დღის აღსანიშნავად საქართველოს მთავარმართებლის, როზენის სახლში გაიმართა მეჯლისი, რომელსაც ოთხასამდე პირი დაესწრო. მეჯლისი ღამის სამ საათზე დამთავრებულა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 6 დეკემბერს, რუსეთის იმპერატორის სახელობის დღეს, თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა საქართველოს ეგზარქოსმა, ქართლ-კახეთის მიტროპოლიტმა იონამ.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 6 დეკემბრის დილას, რუსეთის იმპერატორის სახელობის დღეს, თბილისში საქართველოს მთავარმართებელ გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენთან ამ დღის აღსანიშნად შეკრებილი სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოება სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაეშურა საღმრთო ლიტურგიაზე დასასწრებად.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევა. ამ საკითხის მოგვარება დაევალა გამგეობას, დადგინდა დამხმარე კომიტეტის არჩევაც შემდეგი შემადგენლობით: კატო ბერიძე, ზინაიდა ჟორდანია, იასონ მუჯირი, გრიგოლ დადიანი, ივანე ოსიძე, გრიგოლ ჯიქია და კლიმენტი ლორთქიფანიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ლეღვნის სკოლას, რომლის მასწავლებელი შემდეგ მ. გ. დეკანოსიძე იყო, 1900 წლამდე საკუთარი მიწა და შენობა არ ჰქონდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 იანვარს ბათუმში ილიკო ქურხულის მხატვრულ-მუსიკალური დილა გაიმართა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 იანვარს ბათუმში გამართულ ილიკო ქურხულის მხატვრულ-მუსიკალური დილის მეორე განყოფილებაში გიორგი ქუჩიშვილი მონაწილეობდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს სთხოვა, სტუდენტთა მიერ შედგენილი ეთნოგრაფიული პროგრამა „კვალში“ დაებეჭდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ანეტა, მელქისედეკ და ნესტორ მიქელაძეები, რაფიელ ბოთურაშვილი და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი და 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ვანო სტურუა და სოფელ კულაშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მოწაფეები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს გრიგოლ კირაკოზოვს ავლაბარში ღამით თავს დაესხა უცნობი მამაკაცი და ვერცხლის ქამარი წაართვა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით კახელები გიორგი ჯორჯაძეს შესჩიოდნენ, რომ კახეთში ჩამოსული დიდოელები, რომლებმაც მორჩილება გამოთქვეს, იარაღით დადიოდნენ ქუჩებში.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა თონეთის მაზრაში დააარსა სასოფლო საამხანაგო ბანკი. მოსახლეობის განცხადებით, ასეთი კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე წინამძღოლი მათ არ ჰყოლიათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის განცხადება, რომ მზად იყო გამხადრიყო იმ საზოგადოების წევრი, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, რომლის მიზანი ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისთვის რიგიან სწავლასა და განათლების მიღებაში დახმარება იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილმა, ანა ბესარიონის ასულმა მუსხელიშვილმა და ელენე ქრისტეფორეს ასულმა მუსხელიშვილმა ითხოვეს, რომ ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ნინა სოლომონის ასულმა ანდრონიკაშვილმა, ელენე ლუარსაბის ასულმა ანდრონიკაშვილმა, დავით კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილმა, ბაბო კონსტანტინეს ასულმა ჩოლოყაშვილმა და სოლომონ ასლანოვმა ითხოვეს, ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში, ასევე „ივერიის“ რედაქციაში, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში, გორში ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა აკაკი წერეთლის „გოგია მეჩონგურე“.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გენერალ-მაიორს, განჯის გუბერნატორ ნიკოლოზ ჭავჭავაძეს დიდი წვლილი მიუძღოდა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ნოემბერს გაიმართა სასამართლო ივანე ჯაფარიძის თავმჯდომარეობით, სილიბისტრო ჯიბლაძისა და კამისიოვის მონაწილეობით, რომელმაც დაიწყო პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობაში ბრალდებული კალენიკე გოგიბერიძის საქმის განხილვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს გომარეთის სკოლის საქმეზე გაგზავნილ ექვთიმე თაყაიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საგზაოდ 65 მანეთი გადასცა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 15 აგვისტოს ახალციხის სამი ეკლესიის კურთხევის ცერემონიაზე ბერძნულ-ქართული ეკლესიის მღვდლები, რომელთაც ახალი ანაფორები ემოსათ, ხატებითა და ჯვრებით გამოსულან. ჯვარ-ხატები და საეკლესიო ინვენტარი საქველმოქმედო შემოწირულობებისგან შეგროვებული თანხით შეუძენია და ახალციხეში გადმოუგზავნია მოსკოველ ვაჭარ ივანე ვასილის ძე ჩეტვერიკოვს.

