რეგისტრირებული ფაქტები33131
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 6 დეკემბრის დილას, რუსეთის იმპერატორის სახელობის დღეს, თბილისში საქართველოს მთავარმართებელ გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენთან ამ დღის აღსანიშნად შეიკრიბნენ სამოქალაქო გუბერნატორი სტრეკალოვი, გენერალიტეტი, თბილისში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკები, სხვადასხვა ოლქებიდან ჩამოსული აღმოსავლელი ხალხი და მძევლები (ამანათები) კავკასიის მთიანეთიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ოქტომბერს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან ვიზიტად მყოფმა ოსმალეთის ელჩმა აბდულ ქერიმ ფაშამ აღნიშნა, რომ ოსმალეთის პრესა და პოლიტიკური წრეები საქართველოსთან მეგობრული განწყობის დამყარებას ემსახურებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული პრესა, საქართველოს პოლიტიკური წრეები და ეროვნული საბჭოს ღირსეული თავმჯდომარე ოსმალეთთან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის განმტკიცებას ხელს შეუწყობენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „კლდის“ ცნობით, 1918 წლის 12 ოქტომბერს კონსერვატორიის დარბაზში გიორგი მამრაძე წაიკითხავდა ლექციას „ქართლის ბედის უკუღმართობა და საქართველოს ტრაგიზმი“. მოხსენების შემდეგ უნდა გამართულიყო მსჯელობა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარეს მღვდელ ლაზარე ტურაშვილს მმართველობაში მისი ძმა თომა ტურაშვილი ეხმარებოდა, თუმცა მათმა ერთობლივმა მმართველობამ ვერაფერი სიკეთე ვერ მოუტანა თელავის საზოგადოებასა და სასულიერო სასწავლებელს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე მღვდელ ლაზარე ტურაშვილისთვის საზოგადოებაზე ზრუნვას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის მხოლოდ იმ საქმეში იყო თავგამოდებული სადაც პირად სარგებელს ხედავდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო კომისარიატის სტამბის წინადადება ორი კვირის განმავლობაში 1 422 000 მანეთის გადახდის შესახებ დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას წიგნის აწყობისა და დაბეჭდვისთვის.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო კომისარიატის სტამბის წინადადება 5 300 000 მანეთის ორი კვირის განმავლობაში გადახდის შესახებ სარგის ნესტორის ძე კაკაბაძის წიგნის „ისტორიის“ აწყობისა და დაბეჭდვისთვის.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და ანა ილიას ასული სოლოღაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის მიეცათ მოწმობა მამის გარდაცვალების შესახებ და აღძრულიყო შუამდგომლობა საავადმყოფოს გამგეობასთან მისი დახმარების თაობაზე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის მიეცათ ხუთი–ექვსი ფუთი ქაღალდი იმ პირობით თუკი თავისი წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხით, პირველ რიგში, საზოგადოების ვალს გაისტუმრებდა, დარჩენილ თანხას კი თავად აიღებდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს სერგო დანელიას თხოვნა, რომ სადისერტაციო ნაშრომის დასაწერად ხუთი–ექვსი ფუთი ქაღალდი მიეცათ იმ პირობით თუკი ქაღალდის ფასში საზოგადოება წიგნებს დაიტოვებდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და ოლღა ილიას ასული სოლოღაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის მიეცათ ხუთი–ექვსი ფუთი ქაღალდი იმ პირობით, რომ თავის წიგნს შესაბამისი პროცენტის დაკლებით საზოგადოების მაღაზიაში მიიტანდა გასაყიდად.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის გარდაცვალების გამო ერთდროული დახმარების მიცემის შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის პრეზიდიუმს მიეცა ავანსი 1 600 000 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აზერბაიჯანის ელჩმა მამედ ჯაფაროვმა ბაქოს აღების შემდეგ დიპლომატიური პროტესტი გამოუგზავნა საქართველოს მთავრობას და ითხოვა საერთაშორისო სამართლის ძალით თავისი სახელმწიფოს უფლების დაცვა. მისი სიტყვებით, თბილისის გაზეთები შეურაცხყოფას აყენებდნენ აზერბაიჯანის მთავრობას და ჯარს (მაგალითად გაზეთი „ბარბა“).
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის გარდაცვალების გამო ერთდროული დახმარებისა და ავანსად ორი თვის გასამრჯელოს აღების შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ლეო მიხეილის ძე შენგელაია–ქიაჩელის თხოვნა წიგნსაცავიდან მცირე ხნით მიეცათ რამდენიმე ნომერი „სახალხო გაზეთის“ და „თემისა“, რომელშიც დაბეჭდილი იყო მისი მოთხრობები. მას თხოვნა დაუკმაყოფილეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველი მუსლიმი მოსწავლეების მურად ჰუსეინის ძე გულთაიშვილისა და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილის თხოვნა დახმარებოდნენ თითოეულს ხუთ–ხუთი მილიონი თუმნით. მათ უსახსრობის გამო თხოვნა ვერ დაუკმაყოფილეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ სარგის ნესტორის ძე კაკაბაძისთვის მიეცათ გასამრჯელო წიგნის ნომინალი ფასიდან 20% და ცალკე – კორექტურის შესრულებისთვის.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის ნესტორის ძე კაკაბაძის თხოვნა თავისი წიგნის „საქართველოს ისტორიისთვის“ მისაცემი ჰონორარის – 25%–ის გარდა, მიეცათ კორექტურისა და დამატებითი სამუშაოსთვის გასამრჯელო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი სოფელ გომარეთში ახალგახსნილი სკოლის დასათვალიერებლად ჩავიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს წინარეხის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ეკატერინე გაბაშვილმა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ალექსანდრე გარსევანიშვილმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზმა საპასუხო ვიზიტით ინახულა გენერალი ფრიდრიხ ფონ კრესი.

