რეგისტრირებული ფაქტები2208
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნების“ (N2) ცნობით, ნინო ჩხეიძეს ანბანი დებმა, ეფემია და ნინო მესხებმა, ასწავლეს.
2026
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნების“ (N2) ცნობით, ნინო ჩხეიძის დედა იყო ევგენია ქოქრაშვილი. იგი კარგ სცენისმოყვარედ ითვლებოდა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნინო ჩხეიძე დაიბადა 1881 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში, ვექილ პლატონ ჩხეიძის ოჯახში.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წლის 20 თებერვლის გაზ.„თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ საქართველოდან მიიღეს ცნობა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების წევრის, ექიმ ივანე გომართელის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 9 სექტემბერს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა რუსეთის ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულებათა უფროსის თანაშემწე კარმილევი.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წელს თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს მეეტლე ფიოდოროვი დაიჭრა.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წელს თბილისში, ბაღდასარ მეზურნოვის ბინაში, სიმონ ტერ-პეტროსიანს ხელში კაფსულა აუფეთქდა და თვალი დაუზიანდა.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წელს თბილისში იოსებ ჯუღაშვილმა გიგო კასრაძეს სიმონ ტერ-პეტროსიანი გააცნო.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 10 სექტემბერს ბარონმა იულიუს კარლ ფრაიჰერ ფონ უქსკულ-გულდენბანდმა თბილისში დაათვალიერა საქველმოქმედო დაწესებულებები: დანაშაულის გამო გადასახლებულთა შვილების თავშესაფარი, შრომის სახლი, ბრმათა სკოლა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 9 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა ბარონი იულიუს კარლ ფრაიჰერ ფონ უქსკულ-გულდენბანდი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო საბჭოს წევრი.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 11 სექტემბერს ბარონმა იულიუს კარლ ფრაიჰერ ფონ უქსკულ-გულდენბანდმა დაათვალიერა სიონის ტაძარი, ბოტანიკური ბაღი და ქალაქის სხვა მნიშვნელოვანი ადგილები.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 10 სექტემბერს კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე, გენერალ-ლეინტენანტი ალექსანდრე ფრეზე კურსკის აღლუმებიდან თბილისში დაბრუნდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე ავად იყო, ფეხზე სიმსივნე ჰქონდა.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წლის 16 იანვარს გენერალ გრიაზნოვზე თავდასხმის შემდეგ ნაცემი არსენა ჯორჯიაშვილი გონს 23 იანვარს მოვიდა.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წლის 1-ელ მარტს დასუსტებული არსენა ჯორჯიაშვილი სახრჩობელამდე ხელით მიიყვანეს.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წელს არსენა ჯორჯიაშვილის მამამ მეცხვარეობას თავი დაანება და ოჯახით თბილისში გადასახლდა, სადაც კერძო ბინათმშენებლებისთვის მტკვრის ნაპირიდან ურმით ქვიშას ეზიდებოდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 5 აპრილს, დღესასწაულის დღეს, პორფირე ლოლუასა და ივანე გაბუნიას შორის მოხდა დაპირისპირება. ლოლუამ გაბუნიას ხანჯალი ესროლა და წვერით მარჯვენა თვალში ჩაესო. გაბუნია ჭრილობისგან 6 დღეში გარდაიცვალა.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წლის ოქტომბერში მეტეხის ციხიდან გაქცეული იოსებ დავრიშვილი შვეიცარიაში ჩავიდა.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წელს შვეიცარიიდან გაძევებული იოსებ დავრიშევი პარიზში გადასახლდა და სახელი შეიცვალა, ხან იწოდებოდა დავრიშერად, ხან – ჯოზეფ დე დავრიშევად, ბოლოს კი – ჯოზეფ ჟაკ დავრიშევად.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს კომერციული ბანკის გამგემ, კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვმა უარი განაცხადა ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობაზე.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 17 სექტემბერს ნიკოლოზის ხიდზე მიმავალმა საზოგადოებამ დაიჭირა ვაჟთა გიმნაზიის 14 წლის მოსწავლე, ვაჭარ გეცოვის შვილი, რომელიც მტკვარში თავის დახრჩობას აპირებდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იმერეთის სოფელ მაიდანში მცხოვრებმა ნიკო ქობულიამ მამასახლისს სთხოვა, ეპოვნა და გამოეაშკარევებინა კაცი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პერიოდულად მის სახლს ქვებს უშენდა ხოლმე.

