რეგისტრირებული ფაქტები33131
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ ამცნო, რომ განყოფილების გამგეობის დადგენილებით დაბა ზუგდიდში დასაწყისი სკოლის გახსნა იმ წლის იანვრისთვის გადაიდო იმდროინდელი არეული მდგომარეობის გათვალისწინებით. კრებამ გამგეობას დაავალა, თვალი მიედევნებინა იმისთვის, რომ დირექციის მიერ გამოგზავნილ ნებართვას ვადა არ გასვლოდა და რომ განყოფილებას არ დაეკარგა მთავარი გამგეობის დაპირებული მასწავლებლის ჯამაგირი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების სრული ანგარიში, 1914 წელს ჩატარებული ორი საზოგადო კრების ოქმი და განყოფილების წევრთა სია. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტის ასლი განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ გაუგზავნა მთავარ გამგეობას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის ასლი დედანთან შეადარა და მისი სისწორე დაამტკიცა განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტის ასლი განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ გაუგზავნა მთავარ გამგეობას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის ასლი დედანთან შეადარა და მისი სისწორე დაამტკიცა განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ნამდვილი წევრები: აქვსენტი ფაღავა, ლევან ჩიჩუა, კლიმენტი ლორთქიფანიძე და ანტონ ხაბურზანია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ნამდვილი წევრები: თეოდოსია კობახიძე, მიხეილ პატარაია, აპოლონ ჯიქია და პეტრე კედია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ნამდვილი წევრები: ნინა გეგელია, ესმა ფაღავა, აპოლინარია მაკალათია და მართა გოგოხია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ნამდვილი წევრები: მართა ჟორდანია, ეკატერინე კედია, ივანე ბერიძე და პეტრე უგულავა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძეს აღებული ჰქონდა ჰონორარი წიგნის გამოცემისთანავე გარიგებისამებრ 20% და ზედმეტ 20%-ს ითხოვდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ქვრივმა მართა ყაჭიაშვილისამ მადლობა გადაუხადა ნოვოროსიის ქართული არტელის მუშებს, რომლებიც დაეხმარნენ მას მეუღლის, ნიკო ყაჭიაშვილის გადმოსვენებაში. მუშები ქვრივსა და მის 4 ობოლს მატერიალურადაც ეხმარებოდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ ვასილ ივანეს ძე კუციავა, ნოე გიორგის ძე ხომერიკი, ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძე და მათე ვასილის ძე გორგილაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: ი. სამადაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გალაქტიონ ონისიმეს ძე ბარბაქაძე და კონსტანტინე დავითის ძე შენგელაია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. აქვსენტი ფაღავას წინადადებით კრებამ იმსჯელა თბილისის თეატრის დაწვით საზოგადოებისთვის მიყენებულ ზარალზე და განყოფილების გამგეობას დაავალა სათეატრო ფონდისთვის ფულის შეგროვება. კრების გადაწყვეტილებით ნებართვასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან სირთულეების თავიდან ასაცილებლად ზუგდიდელებს მთავარი გამგეობისთვის უნდა მიემართათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა, ბარათებით დაესახელებინათ გამგეობის ოთხი ახალი წევრი და ერთი წევრობის კანდიდატი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების ოქმის მიხედვით გამგეობის წევრი ანდრია პატარაია ომში იქნა გაწვეული.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების ოქმის მიხედვით გამგეობის წევრები ნიკო ბუკია და გიორგი ხერხეულიძე სხვაგან გადაუყვანიათ სამუშაოდ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელზეც გამგეობის წევრობის კანდიდატად 19 ხმით აირჩიეს პეტრე კედია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების ოქმის მიხედვით გამგეობის წევრი იუსტინა კობახიძე ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ მთავარი გამგეობის მიერ ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებული მ. წიფურია ვერ შეუდგა მოვალოების შესრულებას, რადგან არ მიუღია თანხმობა დირექტორისგან. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და პავლე დავითის ძე საყვარელიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ოლღა ილიას ასული სოლოღაშვილი და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის გამგის ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანაძის თხოვნა. მას სურდა ტრამვაის ქირა თვეში 750 000 მანეთი ყოფილიყო, თუმცა სხდომის დადგენილებით უარი ეთქვა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების ამკინძავ ვასილ ყიფიანის მოთხოვნა, რომ „აკიდოსა“ და „ახალი ისტორიის“ თითო ცალის აკინძვაში მიეცათ 150 მანეთი.

