საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33131

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 24 აპრილს კახეთში შეკრებილ მხედრობას სიტყვით მიმართა სასულიერო პირმა, სამსონ კოპაძემ, რომ რუსეთი ებრძოდა საქართველოს მტერს, კერძოდ, ოსმალებს, რომლებიც აღვივებდნენ ღვარძლსა და მტრობას ქართველებს შორის, უსამართლოდ ღვრიდნენ მათ სისხლს და ამიტომ ქართველი ჯარისკაცები ვალდებულები იყვნენ რუსეთის ჯართან ერთად დაპირისპირებოდნენ საერთო მტერს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 24 აპრილს ლევან ჯანდიერმა ქართული მხედრობისთვის სადილი გამართა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 25 აპრილს ქართველი მხედრები კახეთიდან თბილისისკენ დაიძრნენ, სადაც მათ სადილით გაუმასპინძლდა ზაქარია აბელის ძე ანდრონიკაშვილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 მაისს თბილისში ზაქარია ანდრონიკაშვილის სახლთან ქართველი ჯარისკაცების სახელზე პარაკლისი გადაიხადეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 მაისს ქართული მხედრობის უფროსმა იოსებ ჯორჯაძემ გრიგოლ ორბელიანს სახალხოდ მიუგო, რომ ქართველები მამა-პაპის სახელს არ უღალატებდნენ და კარგად იცოდნენ, რომ ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი სჯობდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ხოვლეს სკოლის მასწავლებლის ი. ც.-ს ინფორმაციით სკოლის არსებობის გადასაწყვეტად მამასახლისმა მოიწვია კრება, რომელზეც აირჩიეს სკოლის 4 მზრუნველი: ხოლო ჯალალი, სოლომონ მერებაშვილი, ბერო კოშაძე და სვიმონ ჯალალი.

1866

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა. მიხეილ რომანოვის დაკვეთით თბილისში დაწესდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ გამოფენაზე გასატან ნივთებსა და ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც იღებდა მონაწილეობას. ხელოვნების ნიმუშების გამოფენის მსურველებს ან უბრალოდ დაინტერესებულ პირებს დაწვრილებითი ცნობების მიღება შეეძლოთ სერგეი ტრუბეცკოისგან.

1866

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც იღებდა მონაწილეობას. სასოფლო სამეურნეო და სახელოსნო ნივთების გამოფენის მსურველებს დაწვრილებითი ცნობების მიღება შეეძლოთ ივანე ხატისოვისგან.

1866

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც მიიღებდა მონაწილეობას. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი კავკასიის რეგიონიდან გასატანი ნივთების შესაგროვებლად. კომიტეტს ჰყავდა კორესპოდენტები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე ჰქონდათ პასუხისმგებლობა აღებული. ისინი კომიტეტის ხარჯით თბილისში გზავნიდნენ ნივთებს. გორის კორესპოდენტი იყო ივანე სულხანიშვილი.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს აღდგომის შემდგომ პერიოდში თბილისის სამოქალაქო თეატრში სომხურ ენაზე ექვსი წარმოდგენა დაიდგა. მსურველებს ბილეთები უ. პეროვსკისგან უნდა შეეძინათ. იყიდებოდა სამი სახის ბილეთი: ლოჟის, სავარძლის და სკამის.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში იყიდებოდა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე-სიცრუისა“. კრებულის ფასი იყო 10 შაური.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ხოვლეს სკოლის არსებობის შესანარჩუნებლად დიდი წვლილი შეიტანეს: ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვმა, გიგო იოსების ძე ჯავახოვმა, დავით ქაიხოსროს ძე ჯავახოვმა და ხოლო ჯალალმა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 4 მაისს ყარსთან რუსეთის ჯარი დაუპირისპირდა ოსმალთა ჯარს, რის შედეგად დაიჭრა ილია ჩოლაყაშვილი.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა შესწორებები შეიტანა პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის დაკავშირებას. უნდა აეშენებინათ „რკინის გზა“, რომლის სავარაუდო ფასიც დაახლოებით 50 მილიონს შეადგენდა. მიხეილ რომანოვი მიიჩნევდა, რომ აქამდე გამოანგარიშებული ფასი უნდა შემცირებულიყო. გარდა ამისა, მისი აზრით, გზა თავიდან ფოთიდან თბილისამდე უნდა გაეყვანათ. „რკინის გზის“ პროექტში რომანოვის შეტანილი ცვლილებები 1864 წლის აგვისტოში დამტკიცდა.

1867

ტიპი: ღონისძიება

„დროების“ 1866 წლის ბოლო ნომერში დაიბეჭდა განცხადება „ცისკრის“ გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შემდეგი, 1867 წლიდან „ცისკარი“ ბევრ ახალ და საინტერესო მწერალთან ითანამშრომლებდა. მათ შორის, დიმიტრი ყიფიანთან, რომელიც ჟურნალს შექსპირის პიესების თარგმანს დაპირდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში 3 შაურად იყიდებოდა მიხეილ ყიფიანისა და ვახტანგ თულაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „არითმეტიკა“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ მ. წიფურიას არ მიუღია თანხმობა დირექტორისაგან ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე სამუშაოდ, ამიტომ განყოფილების გამგეობას მის ნაცვლად პირველი სექტემბრიდან მოუწვევია დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი. უჩანეიშვილს დაუმთავრებია ხონის საოსტატო სემინარია, ცოდნია მეგრული და გალობის სწავლება შესძლებია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ უჩანეიშვილის ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ უკვე ეცნო და საჭირო დოკუმენტებიც გაეგზავნა სახალხო სკოლის დირექტორს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მიმართა თხოვნით, დაემტკიცებინა დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ხმის მქონე წევრები: აქვსენტი ფაღავა, ივანე ჯაფარიძე, ზინაიდა ჟორდანია და ნინა გეგელია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ხმის მქონე წევრები: აპოლონ ჯიქია, მართა გოგოხია და თეოდოსია კობახიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ხმის მქონე წევრები: აპოლინარია მაკალათია, ალექსანდრე გაბუნია, კალისტრატე კობახიძე და ესმა ფაღავა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ხმის მქონე წევრები: მართა ჟორდანია, ლუბა დარასელია და ივანე ქავთარაძე.