საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33131

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „საქართველოს მოკლე ისტორია“ იყიდებოდა თბილისში ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ჭილაძის მაღაზიაში, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში –ხუმარიძესთან (ხუმარაძესთან) და ყვირილაში – ღამბაშიძესთან. წიგნი 60 კაპიკი ღირდა და მთავრობის მიერ იყო მოწონებული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „საქართველოს საეკლესიო ისტორია“ იყიდებოდა თბილისში ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ჭილაძის მაღაზიაში, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში – ხუმარიძესთან (ხუმარაძესთან) და ყვირილაში – ღამბაშიძესთან. წიგნი 45 კაპიკი ღირდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „მერცხალი“ იყიდებოდა თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ძმებ ჭილაძეებთან, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში – ხუმარაძესთან და ყვირილაში – ღამბაშიძესთან. წიგნი 7 კაპიკი ღირდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილს მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში აღნიშნავდნენ მეცნიერის ნიკიტა ოსიფის ძის ემინის 50 წლის იუბილეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკიტა ოსიფის ძე ემინი იკვლევდა სომხეთის ისტორიას და იგი ცნობილი მეცნიერი იყო ევროპაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თავადმა მასალსკიმ გამოიკვლია ბათუმის მხარე და პეტერბურგის გეოგრაფიულ საზოგადოებას მოახსენა, რომ მცენარეებით მდიდარი მხარე იყო ბათუმი, სადაც ხარობდა ძალიან კარგი ხარისხის ბუჩა ჩაი, რომელსაც პეტერბურგელი ვაჭრები ყიდულობდნენ და ნამდვილ ჩაიში ურევდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორს გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს მიანიჭეს კამერგერის წოდება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კათოლიკეთა ეკლესიების ვიზიტატორ არლოვსკის გადასცეს სხვადასხვა ჯილდო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მთავარეპისკოპოს საგინიანცს გადასცეს სხვადასხვა ჯილდო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბულატნიკოვს გადასცეს წმინდა ალექსანდრეს მესამე ხარისხის ორდენი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მელერს გადასცეს წმინდა ალექსანდრეს მესამე ხარისხის ორდენი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიქუროვის მაღაზიებში კუკიის ხიდთან იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი ქართული ანბანი, რომლის ფასი 2 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მელიქიშვილის მაღაზიაში იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „დარიგება“, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს უნდა ესწავლებინათ ქართული ანბანი. წიგნის ფასი 1 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვართანოვის მაღაზიაში იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „დედა ენა“, რომლის ფასი ყდით 2 აბაზი იყო, ხოლო უყდოთ 5 შაური.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვართანოვის მაღაზიაში იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „ბუნების კარი“ მესამე გამოცემა, რომლის ფასი 14 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „საყმაწვილო კონა“, პირველი გამოცემა იყიდებოდა თბილისში გრიქუროვისა და ვართანოვის მაღაზიებში, ხოლო ქუთაისში სვიმონ ჩომახიძის მაღაზიაში. წიგნის ფასი 6 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვართანოვის მაღაზიებში იყიდებოდა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული წიგნი „გლოვა მეფე ერეკლე მეორისა“. წიგნის ფასი 1 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 30 ივნისს კოტე სანინელთან ერთად სვანეთისკენ გაემართა სვანეთის პოლიციის პრისტავი ზაქარია ჯორჯაძე, თარჯიმანი ბაქრაძე და პოლიციის პროპორჩიკი სამთელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ექიმი დიმიტრი ჯავახიშვილი იღებდა ბავშვებს და შინაგანი სნეულების მქონე ავადმყოფებს დილის 9-11 და საღამოს 5-7 საათებში თავის ბინაზე: ვერა, გუნიბის ქუჩა N41, ტელეფონი: 14-09.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი ჭიჩოელის სტატიის „დიდოელების არეულობა და კახეთი“ მიხედვით, როცა თელავის მოსახლეობამ გაიგო, რომ დიდოელები აპირებდნენ ქალაქის აღებას, მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, არც იარაღი ჰქონდათ მტერთან საბრძოლველად და არც ქალაქისთავი იწუხებდა თავს დახმარებისთვის, მხოლოდ თავადი მამუკა ჭავჭავაძე ცდილობდა ხალხის დამშვიდებას.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 1-ელ ივნისს დიდოელები თავს დაესხნენ ცხვრების სადგომს და შილდის მთებამდე წაასხეს ისინი. ნიკა რუსიევმა შეკრიბა ოციოდე ახალგაზრდა ყმაწვილი, უკან დაედევნა დიდოელებს, მოკლეს რამდენიმე ლეკი და 300-მდე ცხვარი უკან დაუბრუნეს მეპატრონეებს.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 31 მაისს თავადმა გიორგი ჯორჯაძემ რომელიც ენისელში იმყოფებოდა შეიტყო დიდოელების არეულობის ამბავი და თელავის მმართველობას წერილობით რამდენჯერმე შეატყობინა, რომ დიდოელები კახეთში შესვლას ვერ მოახერხებდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა დაემშვიდებინათ, მაგრამ ამაოდ თელავის მმართველებს არაფერი გაუკეთებიათ მოსახლეობის დასამშვიდებლად.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 7 ივნისს სოფელ ენისელში ჩავიდა გენერალი რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელმაც დიდოელებთან დასაპირისპირებლად ადგილობრივებისგან შეკრიბა 300 კაციანი ჯარი, გარდა ამისა ერთი ბატალიონი და არტილერია თავისი ზარბაზნებით ენისელში მიდიოდა. ჯარის წინამძღოლად გენერალმა პოდპოლკოვნიკი გიორგი ჯორჯაძე დანიშნა.

1804

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ერევნის მიდამოებთან განლაგებული რუსთა ჯარის მთავარსარდალ პავლე ციციანოვს მოუწვევია სამხედრო საბჭო, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, მოეხსნათ ერევანზე ალყა თუ შეტევაზე გადასულიყვნენ. ციციანოვი პირველისკენ იხრებოდა, თუმცა საბჭომ უკან დახევა გადაწყვიტა და 1804 წლის 4 სექტემბერს ალყა მოიხსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელმა ბერლინში ხელშეკრულება დადო, რომლის ძალითაც საქართველო-გერმანიას შორის წყალქვეშ უნდა გაკეთდეს ტელეგრაფის მავთული ფოთიდან კონსტანცამდე და შემდეგ სტამბოლამდე.