საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33131

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1829

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1829 წელს მთავარეპისკოპოს დოსითეოზს სამშოლოში დაბრუნების ნება დართეს.

1829

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, საქართველოს ეგზარქოს იონას განკარგულებით განსვენებული მთავარეპისკოპოსი დოსითეოზი 1829 წლის 21 ნოემბერს გადაუსვენებიათ მიძინების საკათედრო ტაძარში.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. სტატიის მიხედვით, საქართველოს ეგზარქოს იონას დაუნიშნავს მთავარეპისკოპოს დოსითეოზის დაკრძალვის დღე – 1829 წლის 23 ნოემბერი.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა იონამ მიძინების საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა განსვენებული მთავარეპისკოპოსის, დოსითეოზის სახელზე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ირკვევა, რომ მთავარეპისკოპოს დოსითეოზს, იმ პერიოდში, როცა იგი თელავისა და საქართველო-კავკასიის ეპარქიებს განაგებდა, რუსულიდან გადმოუქართულებია მილტონის „დაკარგული სამოთხე“, ხოლო შემდგომ წლებში – კიდევ არაერთი უცხოენოვანი ნაწარმოები.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველ იანვარს საქართველოს ეგზარქოს იონას მიერ თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ ლოცვას ესწრებოდნენ გენერალიტეტი, სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკები და თბილისის ნარჩევი საზოგადოება.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 6 იანვარს, ნათლისღებაზე, საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა იონამ სიონის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის სანაპიროზე შეასრულა წყლის კურთხევის სადღესასწაულო წესი. მტკვრის „იორდანედ ქცევის“ ასეთივე რიტუალი შესრულებულა მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის სომხური ეკლესიის, ვანქის გასწვრივ, თუმც წესი შეუსრულებია არა სომეხ მთავარეპისკოპოს იოანეს, რომელიც შეუძლოდ ყოფილა, არამედ – ასტრახანის მთავარეპისკოპოს სერაფიმეს.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე უარი განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: აბრამ ბაღაშვილმა, ლ. ბერიევმა, ივანე როსტომოვმა, დ. ქიტიევმა, გ. ახმეტელოვმა და სფ. ფირანოვმა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე დავით თამამშევი, რომელსაც 35 ფუთი აბრეშუმი წაუღია გასაყიდად.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე სტეფანე ამიროვი, რომელსაც თან ჰქონია კვერნის 200 და წავის 263 ბეწვი და კიდევ მრავალი სხვა საქონელი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე ივანე შადინოვი. მან 70 ფუთი აბრეშუმი წაიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა ბესარიონ ავთანდილის ძე სრესელმა აღიარა, რომ მასთან მივიდნენ ვასო მამითაშვილი, იასონა მელაძე, ვანო ხომასურიძე და სხვ., რომლებმაც მიუტანეს მათი თავმჯდომარის „რასპისკა“, რომ იგი ითხოვდა „დვუხკოლკას“ და ცხენებს, „დვუხკოლკა“ არ წაიღეს, რადგან გაფუჭებული იყო, ცხენები კი ძალით გამოიყვანეს ბოსლიდან და წაიყვანეს. მათი მეთაური იყო შაქრო ალხაზიშვილი, რომლის ბრძანებითაც ხდებოდა ეს ყველაფერი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება, რომელზეც პარლამენტის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი. პირველი და მთავარი საკითხი საქართველოს რაიონებში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის აუცილებლობას ეხებოდა. ასევე განიხილეს კანონ-პროექტი, რომლის მიზანი იყო, მოქალაქეთა ფულადი დახმარება და გარკვეული სესხის გადაცემა თბილისის თვითმმართველობისათვის, რომელიც ქალაქის ხარჯებისთვის იყო საჭირო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ შაქრო იოსების ძე ბალამწარაშვილმა აღიარა, რომ სახლში იმყოფებოდა ავადმყოფი, როდესაც მასთან, როგორც სოფლის ასისთავთან, მივიდა მეჯვრისხეველი შაქრო ალხაზიშვილი ხალხთან ერთად და იარაღი სთხოვა, რადგან არ ჰქონდა ¬ წავიდნენ. მათ ძალით წაიყვანეს გრიშა მელაძე, კოლა ცეცხლაძე, გიორგი ნარიმანიძე. ამ ყველაფერში კოლა ბალამწარაშვილთან ერთად აქტიურობდნენ ვანო და შაქრო გუნდიაშვილები.

1804

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის 30 მაისს საქართველოს მთავარსარდალმა პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა ერევანზე სალაშქროდ გაწვეული ჯარის ნაწილი სოღანლუღში შეკრიბა, ხოლო ადგილზე დარჩენილი ჯარის ხელმძღვანელობა გენერალ-ლეიტენანტ ვოლკონსკის დაავალა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. პაროტი წერდა, რომ მისი ექსპედიციის არარატზე ასვლის დროზე, მწვერვალის მდგომარეობასა და თვით პაროტის იქ ყოფნის შესახებ მას არაერთხელ მოუყოლია და არაერთი ცნობაც მიუწოდებია პერიოდული გამოცემებისათვის, ხოლო დაწვრილებით ამის შესახებ საუბარს იგი თავისი მოგზაურობის აღწერაში აპირებდა.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტს არარატის მწვერვალი დაუპყრია 1829 წლის 27 სექტემბერს.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ 1829 წლის 27 სექტემბერს პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტს ბარომეტრიული აზომვები ჩაუტარებია არარატის მწვერვალზე, ხოლო შედეგები „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ში გამოუქვეყნებია.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ 1829 წლის „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ ოცდამეცხრამეტე ნომერში ივანე ეგორის ძე პაროტს გამოუქვეყნებია ნარკვევი, სადაც აღუწერია თავისი მეორე აღმასვლა არარატის მთაზე და უხსენებია დაბა არგურის უხუცესი სტეფან მელიკო, ვინც ამ აღმასვლის მოწმე ყოფილა. სწორედ ამ კაცის, როგორც პაროტის ექსპედიციის წარუმატებლობის მთავარი მოწმის სიტყვებს ეყრდნობოდა ი. შოპენი თავის სტატიაში, სადაც უარყოფდა პაროტის მიერ არარატის დალაშქვრას.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა ი. შოპენისა და პროფესორ პაროტის პოლემიკის შესახებ ამ უკანასკნელის არარატის მთაზე ასვლასთან დაკავშირებით. სანკოვსკი ურჩევდა შოპენს, განათლებულ ადამიანსა და დიდი სარგებლის მომტან ჩინოვნიკს, ნაკლები ნდობით მოკიდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მსჯელობას იმ საგნებზე, რომელთა შესახებ მათ არ გააჩნდათ საფუძვლიანი ცოდნა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა ი. შოპენისა და პროფესორ პაროტის პოლემიკის შესახებ ამ უკანასკნელის არარატის მთაზე ასვლასთან დაკავშირებით. მთამსვლელთა ექსპედიციის ამბები სანკოვსკის გამოუკითხავს დიაკვანი ხაჩატურისათვის, რომელიც პაროტს ახლდა მისი არარატის მთაზე აღმასვლის დროს და ერთი წუთითაც არ მოშორებია მას. გამომცემლის თქმით, ამ კაცის მონათხრობში არსებული წვრილმანები აქარწყლებდა ყოველგვარ ეჭვს ექსპედიციის წარუმატებლობის შესახებ.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი პ. სანკოვსკის შენიშვნიდან ირკვევა, რომ 1829 წლის 27 სექტემბერს, არარატის მთაზე აღმასვლის დროს, პროფესორ პაროტს თან ახლდა ხაჩატურ აბოვიანი, იმ დროს დიაკვანი, შემდგომში ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის სტატია ერევნის პროვინციის სიმდიდრეების შესახებ. სტატიაში ავტორი წერდა, რომ არარატის მთაზე ფეხი არავის დაუდგამს ბიბლიური ნოეს შემდეგ. ამას გაზეთში მოსდევდა გაზეთის გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა, საიდანაც ირკვევა, რომ არარატის მწვერვალი პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტს დაულაშქრავს.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის წერილი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისთან, სადაც იგი წერდა, რომ განსაცვიფრებელი ამბავი იქნებოდა, მას, სომხეთის მოქალქეს, გამორჩენოდა ისეთი ღირშესანიშნავი ფაქტი, როგორც არარატის მწვერვალის დაპყრობა იყო (სანკოვსკი თავის შენიშვნაში, რომელიც ერთვოდა შოპენის სტატიას ერევნის პროვინციის სიმდიდრეების შესახებ, მიუთითებდა, რომ არარატის მწვერვალი პროფესორ პაროტს ჰქონდა დაპყრობილი). შოპენი აღნიშნავდა, რომ იმ დროს, როცა პაროტის ექსპედიცია არარატის მისადგომებთან დაბანაკებულიყო, ისიც სამსახურებრივი დავალებით ახლომდებარე სოფლებში მოგზაურობდა, ამიტომ ყოველდღიურად ინტერესდებოდა ექსპედიციის ამბებით. მისი მტკიცებით, ექსპედიციას მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე მიუღწევია და იქ ჯვარი აღუმართავს. ამ ფაქტის მოწმე ყოფილა დაბა არგურის უხუცესი სტეფან აღა, ვისთვისაც შოპენს გამოუკითხავს მთაზე ასვლის ამბები.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი ივანე ივანეს ძე შოპენის წერილიდან ირკევა, რომ 1829 წელს იგი სამსახურებრივი დავალებით მოგზაურობდა არარატის მთის მახლობლად მდებარე სოფლებში.