საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33131

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია, რომ ასახოელებთან დაპირისპირების შემდეგ გიორგი ჯორჯაძემ ლეკებს ჩამოართვა 4600 სული ცხვარი, რომლებიც მათ კახელებს მოპარეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილმა საზოგადოებას წარმოუდგინა 105 სხვადასხვა წიგნის სია, რომელსაც ის საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმს სწირავდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით უნდა შემოწმებულიყო მაღაზიის ქონება და წიგნთა საწყობები. შემოწმება შიო დედაბრიშვილს მიენდო. ის ჰონორარის სახით დღეში 15 მანეთს მიიღებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ბ. ლიაძის მოსამზადებელი სასწავლებელი მდებარეობდა თბილისში, კუკიაზე, ანდრეევის ქუჩის N 13–ში.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 ივლისს ჯარი, თანახმად მოსული განკარგულებისა, ორად გაიყო: თავადი ნაკაშიძე თავისი ჯარით დაღესტნისკენ გაემგზავრა, ხოლო გიორგი ჯორჯაძე – კახეთისკენ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 ივლისს ნაკაშიძის ჯარს, რომელიც დაღესტნისკენ გაემართა, თავისი ჯარით შეუერთდა დაღესტნის ომში გამოცდილი მაიორი ნიკო დიმიტრის ძე ვაჩნაძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 27 ივლისს დიდოელებზე გამარჯვებული გიორგი ჯორჯაძე კახეთში დაბრუნდა. ჯარის დაბრუნების შემდეგ ქართული მილიცია დაიშალა და რუსის ჯარიც სხვადასხვა ადგილას გაგზავნეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მოახსენა მთავრობას, რომ შვედეთმა, დანიამ და შვეიცარიამ ფაქტობრივად ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლები დანიშნეს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლესი განკარგულების მიხედვით, საქართველოს საექიმო გაერთიანების მეანს, კოლეგიის მრჩეველ მარტინენკოს, ნაცვლად ადრე შეპირებული მიწის ნაკვეთისა, გენერალ-ფერდმარშალ პასკევიჩ-ერევანსკის შუამდგომლობით დაენიშნა ყოველწლიური პენსია 100 რუბლის ოდენობით.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სიმონ ღოღობერიძეს და სთხოვა, რაც შეიძლება მალე გაეგზავნა მისდამი რწმუნებული სკოლის მდგომარეობის ანგარიში და გასული წლის გასავალი, რადგან საზოგადოებას წლიური ანგარიში უნდა შეედგინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ ალექსანდრე გარსევანიშვილის დანიშვნის საკითხი ნაცვლად სიმონ ღოღობერიძისა, რომელმაც სამსახურს თავი დაანება.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობამ სასწავლებლის მმართველობის წევრებად აირჩია სოლომონ ფირანოვი და იოანე შიუკაშვილი, ხოლო მათ კანდიდატებად ი. ლაშხაუროვი და გიორგი მრევლიშვილი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს დაუვალებია ორენბურგის სამხედრო გუბერნატორ პავლე პეტრეს ძე სუხტელენისათვის, ემოქმედა მისი უფლებამოსილების შესაბამისად ქოლერის ეპიდემიის აღმოსაფხვრელად.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა განცხადება. განცხადების თანახმად დასაბეჭდად ჩაშვებულა ცენზურის მიერ დამტკიცებული ქართული გრამატიკის წიგნი. წიგნი სამ ნაწილად შეუდგენია თბილსის გიმნაზიის მასწავლებელ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილს (დადაევ-მაღარსკის).

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ განცხადებით, გამოსაცემად მომზადებული ქართული გრამატიკის წიგნის გამოწერა შეიძლებოდა პირდაპირ გამომცემელთან, მცხეთის კოლეგიის მრჩეველ ბებუთოვის სახლში, ბერძნული ეკლესიის გვერდით, ან „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ გამოცემის კომიტეტში, ერევნის მოედანზე, ვაჭარ ხოზროევის სახლში.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 9 სექტემბრის უმაღლესი ბრძანებულებით ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის გარდაცვლილი შტაბს-კაპიტანი შანშიევი კავალერიაში მომსახურეთა სიიდან ამოიღეს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1830 წელს ახალ ზაქათალადან 30 კმ-ში, ბელაქნის რედუტზე განლაგებული იყო საქართველოს მთავარმართებელ პასკევიჩ-ერევანსკის პოლკის ბატალიონი, რომელიც იქაურობას იცავდა აჯანყებული ლეკებისაგან.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1830 წლის ზაფხულში დაღესტანში გამოჩენილა ვინმე შაბან-შეიხი, რომელსაც აუმხედრებია ადგილობრივები რუსების წინააღმდეგ. ბელაქნის კომენდანტ მაიორ ბუჩქიევს, რომელიც წარმოშობით კახეთიდან ყოფილა, ბელაქნის რედუტთან დაუმარცხებია ლეკების ჯარი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ, ეფემია და ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილების თხოვნა გამოეყოთ მიწა ძმის, დავით ხელთუფლიშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის პირველი ივლისიდან მიხეილ რომანოვის ნებართვით საფოსტო ეკიპაჟებს უნდა ევლოთ თბილისიდან ქუთაისში, ერევანში, ნახიჩევანში და ჯუფში.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 1-ლი ივლისიდან, მიხეილ რომანოვის ნებართვით, ერევნის და ქუთაისის სავალ გზებზე საფოსტო ეკიპაჟმა დაიწყო სიარული.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ იმ წლის 3 იანვარს გამართულ ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის აქციონერობის მსურველთა კრებაზე კომპანიის მეურვეებად აურჩევიათ სამოქლაქო მრჩეველი პეტრე დემიანის ძე ზავილეისკი და პოლკოვნიკი კოშკარევი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილში პაროტი სტეფან აღასა და ხაჩატურ აბოვიანის გარდა ახსენებდა კიდევ ორ მოწმეს ექსპედიციის არარატის მთაზე ასვლისა. ესენი იყვნენ: მურად პოღოსიანი და ოვანეს აივაზიანი.