საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33131

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გამგეობის წევრი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. კავთელის სტატია, რომ საგარეჯოში მცხოვრები ადამიანები შაქარა მდივანოვის დუქანში ყიდულობდნენ ციებ-ცხელების სამკურნალო წამალს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ა. კავთელის, ფრიდონ ივანეს ძე ჯაბადარის და თევდორე გულისოვის ინიციატივით საგარეჯოში დააარსეს კომიტეტი ექიმის მოწვევის თაობაზე, რომლის მიზანი ავადმყოფების უსასყიდლოდ მკურნალობა იქნებოდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 16 ივლისს არტილერიის პოდპოლკოვნიკი შარვაშიძე ზარბაზნების გამოყენებით შეეცადა აეღო ასახოს ციხესიმაგრე, თუმცა უშედეგოდ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 29 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, ნაფარეულში ლეკები თავს დაესხნენ ა. ჯორჯაძის საქონელს და 130 სული კამეჩი და ძროხა მოიპარეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სასულიერო პირის სოლომონ ფირანოვის წერილი, რომლის თანახმად მან თელავის მოსახლეობას შეაგროვებინა ეკლესიისთვის კანკელის ასაშენებელი თანხა, რადგან არსებული კანკელი არასწორად იყო აგებული და საჭირო იყო მისი დანგრევა. ფირანოვის თქმით კალატოზები ბიძინაშვილი და ხახუტაშვილი ძველი კანკელის დანგრევაზე ვერ დაითანხმა, რადგან მათ კანკელი ნაკურთხი ეგონათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სასულიერო პირის სოლომონ ფირანოვის წერილი, რომლის თანახმად მან მხატვარ ივანე კოვშაროვს წინასწარ გადაუხადა კანკელის მოხატვისა და 13 ხატის განახლების თანხა, რომელიც აიღო ეგზარქოსისგან. ფირანოვის თქმით კოვშაროვმა ეს თანხა წინასწარ აიღო და თბილისში წავიდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სასულიერო პირის სოლომონ ფირანოვის წერილი, რომლის თანახმად მან მხატვარ ივანე კოვშაროვის მიერ წაღებული ხატის ჩარჩოები თელავში მისი სიმამრის შაქრო ბეგიჯანოვის დუქანში იპოვა.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 27 ნოემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ აკადემიკოს ვლადიმერ ივანეს ძე მოშკოვს გამოუცია რუსეთ-სპარსეთის ომისადმი მიძღვნილი სურათების ალბომი. განცხადების მიხედვით, 1830 წლის 26 ოქტომბერს აკადემიკოს მოშკოვს გაზეთის რედაქციისთვის შეუტყობინებია, რომ ალბომის ეგზემპლიარები თბილისში გადაიგზავნებოდა დეკემბრის ბოლოსთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა მართა მიხეილის ასული ვაჩნაძის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 2036 მანეთი და 53 კაპიკი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კათალიკოს კირიონ II-ის დაკრძალვაში მონაწილეობის მიღების საკითხი. საკითხის ორგანიზება თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგსა და მის მოადგილე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს მიენდო. დაკრძალვას საზოგადოების ყველა წევრი უნდა დასწრებოდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა მარიამ ბიძინას ასული თარხან-მოურავის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 6974 მანეთი და 22 კაპიკი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები – ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1896-97 სასწავლო წლის მაისი-ივნისის ანგარიშის მიხედვით, მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე თონეთის სკოლაში ტოვებდა შემდეგ წიგნებს: 2 ცალი „რუსკოე სლოვო“ (1-ლი ნაწილი), 17 ცალი „რუსკოე სლოვო (მე-2 ნაწილი), 10 ცალი „ბუნების კარი“, 24 ცალი ჯაჯანაშვილის „კრებული“, 20 ცალი „კონა“, 20 ცალი „საღმრთო ისტორია“ და 24 ცალი „ლოცვანი“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა იაკობ სიმონის ძე პავლიევის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 6169 მანეთი და 11 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში უნდა გაეყიდათ ივანე თეიმურაზის ძისა და ელისაბედ თეიმურაზის ასული ამილახვრების მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 3641 მანეთი და 46 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით საგარეჯოში მიხეილ ქურდოვანიძეს მოპარეს კამეჩის ტყავი, რომელიც შემდეგ ვაჭარ ალეკო ავთანდილოვის დუქანში აღმოაჩინა. მან ავთანდილოვის წინააღმდეგ მამასახლისს სთხოვა დახმარება, მაგრამ ამაოდ, ვერაფერს გახდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 19 ოქტომბერს გენერალ ლევან მელიქიშვილის ჯარმა ხელახლა დაამარცხა დაღესტანში აჯანყებულები. ბრძოლის დროს დაიჭრა ერთი და გარდაიცვალა 8 ოფიცერი. ჯარისკაცთა და მილიციონერთა შორის მკვდარი და დაჭრილი 110 კაცია.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 26 და 27 ოქტომბერს მუხაესტატედან ხუცუბანის მიმართულებით სადაც ოსმალები იყვნენ გამაგრებულები სროლა დაიწყეს ქართველებმა. დაპირისპირების დროს მსუბუქად დაიჭრა ქობულეთის ჯარის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი გიორგი ყაზბეგი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 თებერვალს თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძემ მიიღო თებერვლის ჯამაგირი 30 მანეთი და აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ დავით კარიჭაშვილისგან მიიღო მარტის ჯამაგირი 30 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 აპრილს სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელმა თამარ ჯორჯაძემ მიიღო აპრილის ჯამაგირი 30 მანეთი და აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი დავით კარიჭაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს აცნობებს, რომ ეგზავნება აპრილის ჯამაგირი 3 თუმანი და მის მიერ მოთხოვნილი 45 ცალი ბადიანი რვეული. ის სთხოვს, აცნობოს ფულის მიღება, რვეულების ანგარიშზეც მოუწეროს ხელი და გაუგზავნოს უკანვე, ხოლო ანგარიშის პირი თავად დაიტოვოს.