საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33129

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა სოლომონ ფირანოვის თავმჯდომარეობით.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვმა განაცხადა, რომ რადგან ყრილობას სრული შემადგენლობით არ ესწრებოდნენ ბლაღოჩინები და დეპუტატები სასურველი იქნებოდა სხდომის სხვა დროისთვის გადადება.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25 მაისის თელავის სამღვდელოების ყრილობის გადადებაზე თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვს თანხმობა განუცხადა ბლაღოჩინმა ნ. ხუციევმა.

1896

ტიპი: ღონისძიება

მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე სოფელ თონეთის სკოლის წლიურ ანგარიშში იუწყება, რომ სწავლა დაიწყო 1896 წლის 20 სექტემბერს, მაგრამ 20 ოქტომბრამდე დადიოდა მხოლოდ 10-15 ბავშვი. იმ სასწავლო წელს ახალმიღებული ჰყავდათ 25 მოსწავლე, რომლებიც შემოდიოდნენ 20 ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე. 17 მოსწავლეს უარი ეთქვა სკოლაში მიღებაზე, რადგან სურვილი განაცხადეს დაგვიანებით, იანვარში, გარდა ამისა, სკოლას გადაწყვეტილი ჰქონდა, 50 ბავშვზე მეტი არ მიეღო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამგე ალექსანდრე გარსევანიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი, ნინო ხელთუფლიშვილი, ბარბარე ვოლსკი, იოსებ ოცხელი, მ. ი. საღარაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, სამსონ დათეშიძე, თომა მთავრიშვილი, გერასიმე ცაგარეიშვილი, ბენედიქტე მამფორია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მდივანი სილოვან ხუნდაძე. პედაგოგიური საბჭოს ჟურნალში ხელს აწერს და ნამდვილობას ადასტურებს საქმისმწარმოებელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ 1-ელი ოქტომბრიდან დაეწესებინათ ტანვარჯიშის გაკვეთილები. მასწავლებლად მოწვეული იყო ფოთის სათადარიგო პოლკის პორუჩიკი გ. ი. კერესელიძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ლ მაისს სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა სკოლის ინსპექტორმა პავლოვმა, რომელმაც რუსულ ენაში შესამჩნევი წარმატება აღნიშნა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 18 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი N 3 თავისი მოსკოველი მეგობრისადმი. წერილის თანახმად, 1805 წლის 24 მარტს ოსეთის საზოგადოებას თხოვნით მიუმართავს საქართველოში რუსთა ჯარის მთავარსარდალ ციციანოვისათვის, რომ მას შეემსუბუქებინა გორში დატყვევებულ ოსთა ხვედრი, რაზეც ციციანოვისგან უარი მიუღია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძის თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა, რომ თხოვნისამებრ განთავისუფლდეს და გამოეცხადოს მადლობა გაწეული სამსახურისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი. წევრები: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, შუქრუთში ბიბლიოთეკის გახსნა ვერ მოხერხდა. ზაქარია ნეფარიძის სურვილით ბიბლიოთეკა სოფელ ყვირილაში უნდა დაარსებულიყო, რის გამოც მან საზოგადოებისთვის შეწირული თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 აგვისტოს თბილისის დროებითმა მცხოვრებმა ზაქარია ხახუტის ძე ნეფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შუქრუთში ბიბლიოთეკის გასახსნელად 1500 მანეთი შესწირა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მიერ ზემო იმერეთში ჩაწერილი გარსია ღონღაძის ნაამბობი ზეპირი გადმოცემანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გორში მომხდარი მიწისძვრის დროს ამილახვრების სახლის ფასადიღა გადარჩა. მიხეილ ერისთავის ოჯახის წევრები კი რამდენიმე ხალიჩით მოწყობილ კარავში აფარებდნენ თავს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ გვირგვინის კურთხევის დროს ერთგული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადაუხადა დ. ს. წერეთელს და კამერგერობა უბოძა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვლადიკავკაზში გაემგზავრა დელეგაცია, რომლის თავმჯდომარეც იყო მამედ ჯაფაროვი, ხოლო საქართველოს ნაციონალური საბჭოდან გაგზავნილი იყო ნაფიცი რწმუნებული იოსებ მაჭავარიანი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27) ცნობით, კვირას ქართული სათეატრო დასი აკაკი წერეთლის დრამას „თამარ ცბიერი“ და ვოდევილს „ბუტიაობა“ წარმოადგენდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 25 მაისს წყაროს უბანში ნემსაძის დუქანი გაქურდეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლეჩხუმის განმეორებით არჩევნებზე ამომრჩევლებად კუჭიკო გელოვანი და ოთარ დადეშქელიანი დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თელავის მაზრაში დეპუტატების ამომრჩევლად ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საქალაქო არჩევნებზე ევგენი გეგეჭკორის მომხრეებმა 2121 ხმა მიიღეს, კიტა აბაშიძისებმა – 1226, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კი – 34.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღის მაზრაში მემამულეებმა ამომრჩევლებად კონსტანტინე ტყავაძე და ნიკოლოზ ტურიაშვილი დაასახელეს.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს რუსეთის იმპერატორის ბრძანებითა და მიხეილ რომანოვის ხელშეწყობით დაარსდა კომიტეტი, რომელიც კავკასიაში მდებარე საპყრობილეების მდგომარეობაზე ზრუნავდა. კომიტეტის კანცელარია თბილისის გუბერნიის სასამართლოში მდებარეობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქართულ თეატრში მიხეილ ქორელის რეჟისორობით კომედია „ცილისწამება“ უნდა წარმოედგინათ.