რეგისტრირებული ფაქტები33129
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გორის მაზრაში მემამულეთა და გლეხთა რწმუნებულების არჩევნებზე ამომრჩევლებად ა. ა. ამირაჯიბი, რ. ამირაჯიბი და დ. ლ. ამილახვარი დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საქალაქო არჩევნებში ევგენი გეგეჭკორის მომხრეებმა გაიმარჯვეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის საქალაქო არჩევნებზე კარლო ჩხეიძის მომხრეებმა გაიმარჯვეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 17 იანვარს მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს გიორგი წერეთლის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებამ მადლობა გადაუხადა შეგირდთა მატარებლის კონდუქტორ რაჟდენ ხვედელიძეს, რომელიც წიგნების კიოსკს ზედმეტ ხარჯებს თავიდან აცილებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კახეთში მუშაობა დაასრულეს საფილოქსერო დასების მთავარმა ინსტრუქტორებმა – ი. ო. იოსელიანმა და ნ. კ. მაკარაშვილმა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი ვლადიმერ ნაცვალაძის სტატიის მიხედვით, სამტრედიაში ზოგიერთი მასწავლებელი ცუდ ხმებს ავრცელებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილებასთან არსებულ წიგნებით მოვაჭრე კიოსკზე და შეგირდებს იქ ნივთების შეძენას უკრძალავდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ვექილი გრიგოლ ბარათაშვილი ქუთაისის მომრიგებელ და ოლქის სასამართლოებში მასწავლებელ ვლადიმერ ნაცვლიშვილს სამოქალაქო უფლებების დაცვაში უსასყიდლოდ დაეხმარა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 28 მარტიდან, ალექსანდრე რომანოვის ბრძანებით, საზოგადოებაზე მავნებლური ზემოქმედების გამო უნდა აეკრძალათ ჟურნალები „თანამედროვე“ და „რუსული სიტყვა“.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის პირველ ივნისს „ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი“ დაამთავრა 21 ქალმა. მიხეილ რომანოვის ნებით, სწავლის დამთავრების აღსანიშნავად გაიმართა მდიდრული ბანკეტი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: პასკევიჩ-ერევანსკის ქვეითი პოლკის კაპიტანი ვაჩნაძე, ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკები – ჭავჭავაძე და შალიკოვი, ბელოგოროდის ულანთა პოლკის კავალერიის მაიორი ყორღანოვი, კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის პორუჩიკი ფიქალოვი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის ოქროს სატევარი წარწერით „სიმამაცისათვის“ გადაეცათ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკ შალიკოვსა და ბელგოროდის ულანთა პოლკის კავალერიის მაიორ ყორღანოვს.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა დაღესტნის მხარის უფროსს, გენერალ-ადუტანტ მელიქოვს, იმის გამო, რომ მან რომანოვის დავალება გულდასმით შეასრულა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ მასხულია ქუთაისის ქუჩებისთვის იაკობ გოგებაშვილის, დავით სარაჯიშვილისა და მამია გურიელის სახელების დარქმევის წინადადებას ემხრობოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ინსტრუქტორ ნ. კ. მაკარაშვილის დასმა თელავის მაზრაში იმუშავა და რამდენიმე ვენახში ფილოქსერა აღმოაჩინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფოთის სავაჟო გიმნაზია, რომლის მასწავლებელიც იყო გიორგი მინას ძე აბაშიძე, 20 000 მანეთად ჰქონდათ დაგირავებული.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 9 სექტემბერს უ. კერესელიძის სახლთან იყიდებოდა 240 კვადრატული მ. მიწა და ორი ოთახი. ფასის გაგება შეიძლებოდა უ. სულთანოვიჩისგან.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წელს ექსპლოატატორი დიმიტრი ყიფიანი აბელ ენუქიძის განკარგულებით პენსიას იღებდა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 7 ნოემბრისთვის ქუთაისის გუბერნიის სასამართლომ დანიშნა ღონისძიება უძრავი ქონების გასაყიდად, რომელიც თბილისის ებრაელ მოქალაქეს, ალექსი კალოიანს ეკუთვნოდა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 7 ნოემბრისთვის ქუთაისის გუბერნიის სასამართლომ დანიშნა ღონისძიება თბილისის ებრაელი მოქალაქის, ისააკ ელიგულაშვილის კუთვნილი უძრავი ქონების გასაყიდად.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, საზოგადოებამ ახალი წიგნების დასაბეჭდად ივანე მაჩაბლისგან 500 მანეთის შემოწირულება მიიღო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, გიორგი ვაწაძემ საზოგადოებას შესწირა ხელნაწერი ჩინგის-ყაენის შესახებ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით სამეგრელოს მთავარმა ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა საზოგადოებას შოთა რუსთაველის ძვირფასი სურათი შესწირა.

