საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2089

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1891

ტიპი: მფლობელობა

1891 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების სიაში აღრიცხული იყო ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს  ქუთაისის სამღვდელოებამ გადასცა.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1884

ტიპი: მფლობელობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია თუმანიშვილმა, ხელთუბნელმა მემამულემ, საზოგადოებას სკოლის გასახსნელად უსასყიდლოდ დაუთმო სახლი.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წლის 27 იანვარს დიმიტრი ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ანდერძით ათას ათი თუმანი გადასცა. ამ თანხიდან გურიანთის სასოფლო სკოლისთვის ყოველთვიური გადასახადი უნდა გადაეცათ.

1879

ტიპი: მფლობელობა

1879 წლის ნოემბრიდან კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თავისი ქარხანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუთმო სკოლის ავეჯის დასამზადებლად.

1899

ტიპი: მფლობელობა

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრების სხდომის მიხედვით, ხარაზოვი ფლობდა ბინას თბილისში, ერევნის მოედანზე.

1899

ტიპი: მფლობელობა

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრების სხდომის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს ჰქონდა ფოტო-სახელოსნო ხარაზოვის სახლში, ერევნის მოედანზე.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის ნიკანდრი ზაქარიას ძე არველაძის პირადი საქმის მიხედვით, ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძეს და მის მეუღლეს არც თავისი ქონება და არც მშობლების მემკვიდრეობა არ ჰქონდათ.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 1919 წლის ნოემბერში მთავრობამ სურამის ახლოს მდებარე ტყე ბოჭკოს ხის დასამუშავებლად მისცა ბაქოელ მრეწველ მიხეილ ალექსანდრეს ძე ქუთათელაძეს. ამისთვის ქალაქთა კავშირმა მას სესხი 100 000 მანეთი გაუხსნა. რამდენიმე წლის წინ ქუთათელაძემ გრეხილი ავეჯის ქარხნის მოწყობაზე მუშაობა დაიწყო და იანვრის დასაწყისში აამუშავა. მან ქალაქთა კავშირს შესთავაზა ნახევარი ქარხანა მიეღო თავის ფასში. ქარხანა გაფართოებას საჭიროებდა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წელს ექიმი ე. მ. მძინარიშვილი, რომელსაც თბილისში კერძო სამკურნალო ჰქონდა, ღარიბ ავადმყოფებს უფასოდ ემსახურებოდა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 29 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შრომის სამინისტრომ არამიანცს წინადადება მისცა, გაეთავისუფლებინა შენობა, რომელიც მინიონს ეკავა. არამიანცის შუამდგომლობა ჩამორთმეული სახლიდან (რუსთაველის ქ.N17) კინემატოგრაფისთვის დაეთმოთ შენობა, უარყვეს, რადგან ქალაქის საბჭოს ცნობით, მას თბილისში სხვაგანაც ჰქონდა მამულები.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წელს ი. ა. მაჭარაძესა და ვ. ა. წოწონავას ბათუმში დონდუკო-კორსაკოვის ქუჩაზე ჰქონდათ ავეჯეულობისა და ჭურჭლეულობის სავაჭრო.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სავაჭრო სახლის ძმ. სეილანოვების რეკტიფიკაციის ქარხანა, კონიაკის და ლიქიორების, დავით იაგორის ძე კალანდაძის საკუთრებაში გადავიდა და მალე ნაწარმი საკუთარი ფირმით გამოვა.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს თედო შუშიაშვილთან თბილისში ბოლშევიკების საომარი მასალა და ტექნიკური ხელსაწყოები ინახებოდა.

1950

ტიპი: მფლობელობა

1950 წელს გაიოზ მაღლაკელიძემ გერმანიაში მიწის ნაკვეთი ვალით შეიძინა.

1917

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 17 ივნისს, ღამით ივანოვის ქუჩაზე ბოროტგანმზრახველებმა გატეხეს სამხარაძის ფეხსაცმელების მაღაზია, საიდანაც წაიღეს ფეხსაცმელები და სხვა ნივთები.

1917

ტიპი: მფლობელობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N11 ცნობით, ნიჭიერმა მხატვარმა სერგეი ახვლედიანმა ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიუროს შესწირა თავისი დახატული სურათი ქალთა უფლების დამცველი პოეტი და ფილოსოფოსი შატობრიანისა, რისთვისაც ქალთა კლუბის ნიურო და გაზეთის რედაქცია მადლობას უხდის მას.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 21 ივნისის წერილით შრომის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ბანკის მიერ გაცემული 1110 რუბლის ჩეკი N 249223 ჩინეთის მოქალაქე ლიუ-ტოიუს ეკუთვნოდა.

1946

ტიპი: მფლობელობა

1946 წლის 20 ივნისს ქრისტინე შარაშიძეს ქირით გადაეცა ჯავახიშვილის ქუჩის N11 სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინა 11 კვადრატული მეტრის ფართობით, საერთო საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრთა ავტობიოგრაფიების მიხედვით, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის ბინა მდებარეობდა თბილისში, ვასილ ბებუთოვის ქუჩის N46-ში.

1940

ტიპი: მფლობელობა

1940 წლის 8 აგვისტოს აქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 2276 სტატიის აღწერისთვის ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს 1365 მანეთი და 60 კაპიკი ეკუთვნოდა, 60 კაპიკი – თითო სტატიის აღწერისათვის.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს საეტაპო სატრანსპორტო განყოფილების უფროსს, გენერალ-მაიორ ალექსანდრე გველესიანს ეკუთვნოდა მამალი ცხენი შავი, გრძელი თმით, წინა ფეხზე ნომრით 1744.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 10 იანვრისთვის თბილისის ხაზინასა და სახელმწიფო ბანკის თბილისის კანტორაში ანგარიში ჰქონდათ საქართველოს რესპუბლიკის შემდეგ თანამდებობის პირებს: კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს ეგზეკუტორ გრიგორიევს – 99 510 მანეთი და 70 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ვასილის ძე ადრიანოვს – 200 მანეთი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების უფროს კოირანსკის – 74 მანეთი და 46 კაპიკი; კავკასიის რკინიგზების მატერიალური სამსახურის უფროსის მოადგილე გ. ა. ხატისოვს – 635 763 მანეთი და 02 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების საქმეთა მწარმოებელ ბამოვს – 58 მანეთი და 02 კაპიკი.