რეგისტრირებული ფაქტები30243
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ვასილ კოპტონაშვილს სურდა, ერთი წლით ემუშავა მასწავლებლად და აღებული ხელფასით კვლავ ეცადა სამასწავლებლო სემინარიაში შესვლა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის აგვისტოში, ვასილ კოპტონაშვილი და მისი მეგობრები უმორჩილესად სთხოვდნენ სემინარიის დირექტორ სტრელეცკის, პირველი გამოცდის წარუმატებლად დაწერის მიუხედავად, დაეშვა ისინი გამოცდებზე, მაგრამ მან უარი უთხრა მოზარდებს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ ანტონ გალდავაძე, ალექსანდრე გოგიჯანაშვილი, ალექსი გუგუშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს ბაქოში სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში ევტიხ თალაკვაძის ხელმძღვანელობით ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 ივლისს წაღვერსა და აბასთუმანში იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილსა და იოსებ გრიშაშვილს წარმოდგენები უნდა გაემართათ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ ლეონიდე ქიქოძე, სარდიონ ქუთათელაძე, ივლიანე ლომინაძე, ლუკა გაბუნია და დიმიტრი მაჭუტაძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. კანდიდატად დასახელებულმა გრიგოლ ვოლსკიმ უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ივანე ანდღულაძემ ხიდისთავის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილმა და მისმა მეგობრებმა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში მისაღები პირველი გამოცდა ვერ ჩააბარეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ვასილ კოპტონაშვილი თიანეთიდან თავის მშობლიურ სოფელ კოთელიაში, მშობლებთან გაემგზავრა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ვასილ კოპტონაშვილმა მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორ ნიკოლოზ ლიხაჩოვს მის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად გაგზავნა სთხოვა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ვასილ კოპტონაშვილმა ახალი სასწავლო წლისათვის ხონის სამასწავლებლო სემინარიაში შესვლა გადაწყვიტა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წელს თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელს ხშირად სტუმრობდა თბილისის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილი თავის სკოლის მასწავლებელ ტიმოთე ხმალაძეს გაჰყვა თბილისში.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი, სოლომონი საკუთარ გუთანს ამუშავებდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის სექტემბერში გერასიმე ცაგარეიშვილმა ბათუმში გახსნა სასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ამზადებდა სხვადასხვა სასწავლებელში ჩასაბარებლად.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის დეკემბერში საფილოქსერო პარტიის ხელმძღვანელმა ივანე ანდრონიკაშვილმა თავისი მოხსენება გააცნო საფილოქსერო კომიტეტს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ალექსანდრე თოიძეს იჯარით ქონდა აღებული კონსტანტინე მუხრანსკის სახლი თბილისში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართული საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობის თავმჯდომარედ მიხეილ ხელთუფლიშვილი აირჩიეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა სოლომონ ციციანოვის სარჩელის განხილვა, რომელიც იოსებ ჯავახოვს ედავებოდა თანხას 400 მანეთის ოდენობით.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა გიორგი თარხან-მოურავის შვილის სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე ფორუმ ფიროვისგან დუქნის ქირის, 360 მანეთის გადახდას ითხოვდა.