რეგისტრირებული ფაქტები33129
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29 სხდომიდან იასონ ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა 25-ს, ნინო ნაკაშიძე – 4-ს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, ინახავდა წიგნსაცავ-მუზეუმს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში ეკლესიის გალავნის მოაჯირი შეაკეთა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილ პავლე დოროჟნოვის ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ თბილისში გაიხსნა მოსკოვიდან ჩამოტანილი საქონლის მაღაზია, რომელშიც ყველაფერი ქარხნის ფასებში იყიდებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებაში საწევრო გადასახადის სახით შესული თანხა 1234 მანეთს შეადგენდა, შემოწირული თანხის ოდენობა კი 1113 მანეთი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში წვრილ მემამულეთა განმეორებითი არჩევნები გაიმართა. კანდიდატები სამი ჯგუფიდან უნდა აერჩიათ. ევგენი გეგეჭკორის მომხრე კანდიდატებიდან ყველა გაააშავეს, კიტა აბაშიძის მომხრეებმა ყუთები მოხსნეს, გაიმარჯვა ვლადიმერ მიქელაძის მომხრე ექვსმა კანდიდატმა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „შინაური მტრები“ განხილული იყო ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძის ნაშრომები – „ვინა ხარ შენ?“ და „შიკრიკი“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა სტატია „ორი ალმახანი“, რომელშიც წვრილ მემამულეთა განმეორებით არჩევნებში მონაწილე კიტა აბაშიძის ორი მოწინააღმდეგე იყო გაკიცხული.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის სექტემბერში თბილისში ქართული ფილარმონიული საზოგადოების თაოსნობით გაიხსნა სამუსიკო სკოლა, რომლის გამგედ დაინიშნა ზაქარია ფალიაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გ. დ. კაჭკაჭოვის მაღაზიიდან მოსწავლეებს ფორმებს 5-პროცენტიანი ფასდაკლებით აძლევდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში გ. დ. კაჭკაჭოვმა ფართლეულის მაღაზია გახსნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში კოკოვცოვი უნდა ჩასულიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მოსე ათანასეს ძე ქიქოძე, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი და გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი 28 სექტემბერს ქუთაისის წვრილ მემამულეთა არჩევნებში მონაწილეობდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზ. ს. ბუტულოვის „მოდნი მანუფაქტურის“ მაღაზიაში საზღვარგარეთიდან შემოტანილი ახალი მოდის საქონელი მიიღეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში სარქის კირაკოზოვისა და ბ. გ. ოგანოვის მაღაზიაში დიდი რაოდენობით აბრეშუმის, შალის, მაუდის, მატყლის, ტილოსა და ბამბის საქონელი ჰქონდათ მიღებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ შავი ზღვის რეგიონში „მწვანეთა არმია“ (გლეხთა შეიარაღებული მოძრაობა) გააქტიურდა. ამ ფაქტს მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვასილ გადილიასთვის კარადის მინების მიყიდვა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კლდიაშვილის თხოვნა წიგნების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 სექტემბერს ბოლშევიკებმა ბომბი ესროლეს ეტლს, რომლითაც გენერალი ბარათოვი და გენერალი ოდიშელიძე მგზავრობდნენ, ორივე დაშავდა. პოლკოვნიკი ალხავი, მძღოლები და რამდენიმე გამვლელი დაიღუპა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 14 დეკემბერს დავით კარიჭაშვილმა წერა-კითხვის საზოგადოების სახელით ოფიციალური წერილით მიმართა გრიგოლ რცხილაძეს, რომ მეორე დღეს აუცილებლად გამოცხადებულიყო საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მასა და გრიგოლ რცხილაძეს შორის არსებული ინციდენტის გასარკვევად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ რცხილაძეს დაევალა აკაკი წერეთლის ანდერძის წაკითხვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 დეკემბერს თევდორე გაბრიელის ძე კივაძე ავადმყოფობის გამო წერა-კითხვის გამავრცელებელ კრებას ვერ დაესწრო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ლონდონიდან 23 იანვრის გაზეთი მიიღო. იგი მოხარული იყო, რომ ინგლისი საქართველოსა და მთელი რეგიონის მიმართ ინტერესს იჩენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ღამის 3 საათზე თბილისში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დედაქალაქში შენობებს ბზარები გაუჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა. გორში კი სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა და მოსახლეობის ნაწილი უსახლკაროდ დარჩა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ ზინობის ძე დედანაშვილმა მთავარგამგეობის მდივან ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1915 წლის საქმიანობის ანგარიში.

